GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

ვფიქრობ, რომ GAU-ს Quant პროგრამამ მომცა საშუალება შემეძინა ის მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც აუცილებელია კონკურენტულ გარემოში სასურველი მიზნის მისაღწევად. ამჟამად ვსწავლობ GAU-ს ბიზნეს სკოლის მაგისტრატურის Quant პროგრამაზე...

პროფესორები და ლექტორები

ალექსანდრე ხაზარაძემ 2000 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, საერთაშორისო ეკონომიკის განხრით, ხოლო შემდეგ ამავე უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი საბანკო საქმის განხრით. 2006 წელს ალექსანდრე ხაზარაძემ ჩააბარა ჰალტის საერთაშორისო ბიზნესის...

დადუნა ხუციშვილი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი
მიმართულება: ინგლისური ენა

დადუნა ხუციშვილს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, სპეციალობა: ინგლისური ენა და ლიტერატურა. კონკურსის საფუძველზე გაგზავნილ იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დაეუფლა ამერიკული ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკას. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ დაიცვა დისერტაცია ,,შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა საქართველოს მიმართ“ და მიენიჭა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2011 წელს მიღებული აქვს CELTA-ს –მოზრდილთათვის ინგლისური ენის სწავლების კემბრიჯის უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

დადუნა ხუციშვლი მონაწილეობს ამერიკისმცოდნეობის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, გამოქვეყნებული აქვს ხუთი სამეცნიერო ნაშრომი, ხოლო მისი დისერტაციით დაინტერესდა LAMBERT Academic Publishing, რომელმაც გამოსცა ის წიგნად აშშ–ში, სახელწოდებით: ''United States Foreign Policy Toward Georgia'' – (Why EU Countries Should Be Interested in Georgia).

დადუნა ხუციშვილი არის ენერგიული, მოტივირებული და სურს ახალგაზრდა თაობას მაღალ დონეზე შეასწავლოს მსოფლიოში ნომერ პირველ საერთაშორისო ენად აღიარებული ინგლისური ენა.

მისი ინტერერესები: გეოპოლიტიკა. უყვარს მხატვრული ლიტერატურა, მეგობრების დახმარება რთულ სიტუაციებში გამოსავლის პოვნასა და პრობლემების გადაჭრაში, მოგზაურობისას ახალი ადგილების აღმოჩენა.