• სწავლის საფასური ბიზნესის სკოლა

GAU-ს კურსდამთავრებულები

Chardin Art Gallery

2014 წელს მაღალი აკადემიური მოსწერებით და GAU-ს რეკომენდაციით დავიწყე სტაჟირება საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. კოორდინაციის დეპარტამენტში 4 თვის განმავლობაში გავდიოდი...

პროფესორები და ლექტორები

გია ლილუაშვილმა დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. გახლავთ თ. წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი. წარმატებით დაიცვა დისერტაცია. 1983 წლიდან 2007 წლამდე ეწეოდა...

სწავლის საფასური

თუ შენ გჯერა საკუთარი თავის, გინდა მიაღწიო წარმატებას და ღია ხარ ახალი ცოდნის და გამოცდილებების შეძენისთვის - მაშინ ჩვენ შენთვის სიახლე გვაქვს:

მიიღე GAU გრანტი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე!

აირჩიე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (120) ბიზნესის ფაკულტეტი I ან II ადგილზე და ჩვენთან მოხვედრის შემდეგ მიიღე ყოველწლიური გრანტი!

ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ინოვაციური ხედვის, ამერიკული სწავლების მეთოდის და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების დახმარებით, შეგიძლია შენი პოტენციალი უსაზღვრო გახადო!

 

ბიზნესის საბაკალავრო პროგრამა: ქართული (1200101), ინგლისური (1200102)

სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 5,900 ლარს.

GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ადგილზე არჩევის და ჩვენთან მოხვედრის შემდეგ, შენ მოგენიჭება GAU-გრანტი 1,400 ლარის ოდენობით ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში.

GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის II ადგილზე არჩევის და ჩვენთან მოხვედრის შემდეგ, შენ მოგენიჭება GAU-გრანტი 1,000 ლარის ოდენობით ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში! 

გადახდა წარმოებს ორ ეტაპად:

  • შემოდგომის სემესტრის დაწყებამდე - 2,950 ლარი
  • გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე - 2,950 ლარი
    (სახელმწიფო გრანტი თანაბრად გადანაწილდება ორივე სემესტრზე)

ზემოთმოყვანილი წლიური გადასახადების სისტემა ძალაში იქნება სწავლების ოთხივე წლის განმავლობაში. 

  

გარდა ამისა:

  • ერთი ოჯახის წევრებისთვის (და-ძმა, მეუღლეები) ვრცელდება შეღავათები სწავლის გადასახადზე ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროგრამისთვის.
  • უნივერსიტეტში მოქმედებს სემესტრული შიდა სტიპენდიები საუკეთესო სტუდენტებისთვის.

 

გისურვებთ წარმატებას!