GAU-ს კურსდამთავრებულები

TBSC Consulting

სტუდენტობის განმავლობაში ვსარგებლობდი GAU-ს შიდა დაფინანსებით. რაც სტიმულს მაძლევდა მიმეღწია მეტი წარმატებისათვის.სტუდენტთა რეიტინგში მოწინავე პოზიციის გამო გამოსაშვებ ცერემონიაზე მომენიჭა Valedictorian-ის ტიტული, წარმოვადგინე 2014 წლის ბიზნესის კურსდამთავრებულები...

პროფესორები და ლექტორები

თეა ამნიაშვილი სწავლობდა გოეთეს გერმანული ენისა და კულტურის ინსტიტუტში. 2007 წელს მიიღო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის - DAAD -სტიპენდია ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. 2010-2011 წლებში კი მეორედ მიიღო სტიპენდია (Post-Doc) ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში.

გია ლილუაშვილი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სრული პროფესორი
მიმართულება: სამართალი

გია ლილუაშვილმა დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. გახლავთ თ. წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი. წარმატებით დაიცვა დისერტაცია. 1983 წლიდან 2007 წლამდე ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას  კერძო სამართლის მიმართულებით. ბატონი გია იყო საქართველოს პარლამენტის მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვის კომისიის უფროსი ექსპერტი. 2007 წლიდან დღემდე არის რამდენიმე იურიდიული კომპანიის  მრჩეველი სამოქალაქო პროცესისა და კერძო სამართლის მიმართულებით. ასევე იყო სხვადასხვა, როგორც ქართული ასევე უცხოური სამეწარმეო ორგანიზაციის იურიდიული მრჩეველი.
 
2001-2004 წლებში იყო სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობისა და საბაჟო საქმის კათედრის გამგე. 2004-2010 წლებში იყო თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, აკადემიური დეპარტამენტის თავმჯდომარე, სამართლის ფაკულტეტის დეკანი. 1990 წლიდან დღემდე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას კერძო სამართლისა და სამოქალაქო პროცესის მიმართულებით, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრებში, მათ შორის სამოსამართლო სწავლების ცენტრში, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და სხვა. 2006 წლიდან დღემდე არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
 
1990 წლიდან დღემდე მუშაობს თ. წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის კერძო სამართლის განყოფილების უფროს მეცნიერ-თანამშრომელად. არის ამავე ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი.
 
1996 წელს სამეცნიერო კვლევითი საქმიანობისათვის მიწვეული იყო აშშ-ში, ქ. ბოსტონში, ნორთისტერნის უნივერსიტეტში. კვლევა ეხებოდა სამოქალაქო საპროცესო სამართალს, სახელშეკრულებო და საკორპორაციო სამართალს. გია ლილუაშვილი არის საერთო სამართლისა და დემოკრატიის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დირექტორი.
 
გამოქვეყნებული აქვს 40 - მდე სამეცნიერო ნაშრომი (სტატია, მონოგრაფია), რომლებიც ეხება ქართულ და ამერიკულ სამოქალაქო პროცესს, სახელშეკრულებო სამართალს და საკორპორაციო სამართალს. 
 
ინტესიურად მონაწილეობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში. სხვადსხვა დროს მიღებული აქვს საქართველოსა და საერთაშორისო გრანტები. აგრეთვე მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში. ასევე არის მაგისტრანტებისა და დოქტორანტების  მეცნიერ-ხელმძღვანელი. დაჯილდოვებულია ღირსების მედლით.
 
ყავს მეუღლე და ორი შვილი.