• რეგისტრაცია ბიზნესის სკოლა

GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

GAU ეს არის უნივერსიტეტი, სადაც სპეციალისტად ჩამოყალიბების ყველანაირი პირობაა შექმნილი, გვთავაზობს საერთაშორისო სტანდარტებს და ზრუნავს იმაზე, რომ თითოეულმა სტუდენტმა მიიღოს მაქსიმალური ცოდნა შემდგომი კარიერული წარმატებისთვის. დასავლურ...

პროფესორები და ლექტორები

დავით ჯანყარაშვილმა წარმატებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაქულტეტი, სწავლობდა კ.ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტში, ხარისხი კი დაიცვა ქ. ვილნიუსის სამშენებლო ინსტიტუტში...

რეგისტრაცია

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთები მიიღება 2018 წლის 3 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით ბიზნესის სკოლის დეკანატში (მეორე სართული, ოთახი #222, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, მისამართი: მერაბ ალექსიძის 10 ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00-დან 18:00 საათის ჩათვლით.

უნივერსიტეტში წარმოსადგენი საბუთები:

  • განცხადება პრეზიდენტის სახელზე სამაგისტრო პროგრამის მითითებით;
  • 2 ფოტოსურათი, 3x4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი;
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2018 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (ვაჟებისათვის);
  • მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული შეფასებები (ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან - www.naec.ge);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • თი-ბი-სი ბანკის რომელიმე ფილიალში გაუ-ს ანგარიშზე 50 ლარის ჩარიცხვის ქვითარი;
  • GAU-ს რეკვიზიტები

ზემოთ ჩამოთვლილი საბუთების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტის განცხადება არ მიიღება. შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს. 

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახული აქვს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

გასაუბრება და ტესტირება მათემატიკაში და ინგლისურ ენაში ჩატარდება 14-15 სექტემბერს,14:00 საათზე.

აპლიკანტებთან გასაუბრების ზოგადი სქემა

სამაგისტრო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით » ბმულს.