თუ შენ გჯერა საკუთარი თავის, გინდა მიაღწიო წარმატებას და ღია ხარ ახალი ცოდნის და გამოცდილებების შეძენისთვის - მაშინ ჩვენ შენთვის სიახლე გვაქვს:
მიიღე GAU გრანტი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე!
აირჩიე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (120) ბიზნესის ფაკულტეტი I ან II ადგილზე და ჩვენთან მოხვედრის შემდეგ მიიღე ყოველწლიური გრანტი!
ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ინოვაციური ხედვის, ამერიკული სწავლების მეთოდის და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების დახმარებით, შეგიძლია შენი პოტენციალი უსაზღვრო გახადო!
ბიზნესის ს აბაკალავრო პროგრამა: ქართული (1200101), ინგლისური (1200102)
სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 5,900 ლარს.
GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის I ადგილზე არჩევის და ჩვენთან მოხვედრის შემდეგ, შენ მოგენიჭება GAU-გრანტი 1,400 ლარის ოდენობით ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში.
GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის II ადგილზე არჩევის და ჩვენთან მოხვედრის შემდეგ, შენ მოგენიჭება GAU-გრანტი 1,000 ლარის ოდენობით ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში!
გადახდა წარმოებს ორ ეტაპად:
- შემოდგომის სემესტრის დაწყებამდე - 2,950 ლარი
- გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე - 2,950 ლარი
(სახელმწიფო გრანტი თანაბრად გადანაწილდება ორივე სემესტრზე)
ზემოთმოყვანილი წლიური გადასახადების სისტემა ძალაში იქნება სწავლების ოთხივე წლის განმავლობაში.
გარდა ამისა:
- ერთი ოჯახის წევრებისთვის (და-ძმა, მეუღლეები) ვრცელდება შეღავათები სწავლის გადასახადზე ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროგრამისთვის.
- უნივერსიტეტში მოქმედებს სემესტრული შიდა სტიპენდიები საუკეთესო სტუდენტებისთვის.
გისურვებთ წარმატებას!