• მიღების კრიტერიუმები ბიზნესის სკოლა

GAU-ს კურსდამთავრებულები

aMind Solutions

GAU-ს ბიზნესის სკოლაში ჩავირიცხე 2007 წელს. 2011 წელს დავამთავრე Quant-ის პროგრამა (რაც წარმოადგენს მათემატიკური ფინანსების კურსს) საბაკალავრო ნაშრომით „ორგანზომილებიანი ოფციონის ფასდადება კოპულა ფუნქციებით''. ამავე წელს ჩავირიცხე Quant–ის მაგისტრატურაზე, რაც დავამთავრე...

პროფესორები და ლექტორები

მერაბ ბარბაქაძე 1995 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას და მუშაობს გარემოს დაცვის სამართლის ექსპერტად როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე. 2003–2011 წლებში იყო გაეროს ეეკ ორჰუსის კონვენციის შესრულების კომიტეტის წევრი...

მიღების კრიტერიუმები

GAU აცხადებს კონკურსს 2014 წლის შემოდგომის სემესტრიდან ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე სტუდენტთა მისაღებად.

საბუთების მიღება იწარმოებს - 1 ივლისიდან 8 ივლისის ჩათვლით.

გასაუბრება ბიზნესის სკოლის სადისერტაციო საბჭოში ჩატარდება - 9 ივლისს, 11:00 სთ-ზე.

სადოქტორო პროგრამაზე მისაღებ სტუდენტთა მაქსიმალური ქვოტა განისაზღვრება 6 ადგილით.                                           

დოქტურანტურაში სწავლის უფლება

ბიზნესის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.                                                                        

განაცხადი

დოქტორანტობის კანდიდატმა სადისერტაციო საბჭოს თავჯდომარის სახელზე უნდა წარმოადგინოს განაცხადი იმ დარგის მითითებით, რომელსაც ეხება სადისერტაციო თემა.

კონკურსანტი ვალდებულია მიმღებ კომისიაში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • ავტობიოგრაფია (CV);
  • ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა (მასში მოცემული უნდა იყოს შერჩეული თემის აქტუალობა და მნიშვნელობა);
  • უმაღლესი განათლების (მაგისტრანტის ან მასთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი;
  • პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
  • განმცხადებლის ახსნა-განმარტება, რომ იგი არ ირიცხება სხვა საგანმანთლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში ან უარი არ ეთქვა მას სხვა უმაღლესი სასწავლებლის დოქტორანტურაში მიღებასა და/ან მის მიერ არჩეული თემის დამუშავებაზე.                                                                                                                                      

დოქტორანტობის კანდიდატი გასაუბრებაზე გადის ბიზნესის სკოლის სადისერტაციო საბჭოში, აგრეთვე იგი აბარებს ტესტირებას ინგლისურ ენაში (ინგლისური ენის ცოდნა მოეთხოვება არანაკლებ B2 დონეზე).