GAU აცხადებს კონკურსს 2014 წლის შემოდგომის სემესტრიდან ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე სტუდენტთა მისაღებად.
საბუთების მიღება იწარმოებს - 1 ივლისიდან 8 ივლისის ჩათვლით.
გასაუბრება ბიზნესის სკოლის სადისერტაციო საბჭოში ჩატარდება - 9 ივლისს, 11:00 სთ-ზე.
სადოქტორო პროგრამაზე მისაღებ სტუდენტთა მაქსიმალური ქვოტა განისაზღვრება 6 ადგილით.
ბიზნესის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
დოქტორანტობის კანდიდატმა სადისერტაციო საბჭოს თავჯდომარის სახელზე უნდა წარმოადგინოს განაცხადი იმ დარგის მითითებით, რომელსაც ეხება სადისერტაციო თემა.
კონკურსანტი ვალდებულია მიმღებ კომისიაში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
დოქტორანტობის კანდიდატი გასაუბრებაზე გადის ბიზნესის სკოლის სადისერტაციო საბჭოში, აგრეთვე იგი აბარებს ტესტირებას ინგლისურ ენაში (ინგლისური ენის ცოდნა მოეთხოვება არანაკლებ B2 დონეზე).