• დეკანის მისალმება ბიზნესის სკოლა

GAU-ს კურსდამთავრებულები

ფინანსური ანალიტიკოსი

GAU-ს განათლების სისტემა მორგებულია საერთაშორისო სტანდარტებს, გრაფიკი კი ხელს უწყობს სტუდენტებს სწავლის პერიოდშივე დასაქმდნენ. GAU თითოეულ სტუდენტს აძლევს საშუალებას მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობი და უმზადებს მყარ საფუძველს...

პროფესორები და ლექტორები

ზაზა რუხაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მინიჭებული აქვს სამართალმცოდნის კვალიფიკაცია. დაამთავრა თსუ ასპირანტურა. არის სამართლის დოქტორი. მისი სამეცნიერო კვლევის ობიექტია სახელმწიფო და სამართალი. პროფესორი ზაზა რუხაძის...

დეკანის მისალმება

მოგესალმებით ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სახელით!

ჩვენი სკოლა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობას ბიზნეს ადმინისტრირების დარგში. ამისათვის სკოლაში შექმნილია ყველა პირობა: მობილიზებულია მაღალკვალიფიციურ პროფესორთა გუნდი, სწავლება მიმდინარეობს ახალ, ნათელ და დაცულ შენობაში, რომელიც განლაგებულია ქალაქის ცენტრში. ამასთან ბიზნესის სკოლას გააჩნია კარგად აღჭურვილი კომპიუტერული კლასები, ბიბლიოთეკა, კაფე, სპორტული დარბაზი. ეს ყველაფერი იძლევა საშუალებას, რომ სტუდენტებმა ნაყოფიერად იშრომონ და ღრმად დაეუფლონ არჩეულ სპეციალობას.

გამოვყოფ ჩვენი სკოლის ერთ მნიშვნელოვან თავისებურებას: საფუძვლიანი სპეციალური განათლების გარდა თქვენ მიიღებთ ბიზნეს ინგლისურის აქტიურ ცოდნას. ეს ორი შენაძენი მყარ ფუნდამეტს ჩაუყრის თქვენს მომავალს კეთილდღეობას.

ბიზნესის სკოლაში ფუნქციონირებს მეცნიერ–მკვლევართა ჯგუფი. წარმატებულ კურსდამთავრებულებს შეუძლიათ გააგრძელონ სწავლა დოქტორანტურაში და მოიპოვონ PhD ხარისხი.

2012-2013 სასწავლო წელს ბინზესის სკოლაში ამუშავდა სპეციალური პროგრამა, რომელიც მოამზადებს სტუდენტებსა და მსურველებს გააგზავნის წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტების (ჰარვარდის, პრინსტონის, იელის, ნიუ იორკის, ჩიკაგოს, და ა.შ.) მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში უმაღლესი განათლების სრული კურსის დასამთავრებლად. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკაში სწავლა სრულიად უფასო იქნება.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ნებისმიერი კურსდამთავრებული მომავალში ადვილად შეძლებს მაღალანაზღაურებადი სამუშაოს დაწყებას.

თქვენ გესაჭიროებათ მხოლოდ ბეჯითად სწავლა.

თემურ ტორონჯაძე, ბიზნესის სკოლის დეკანი

 

გისურვებთ წარმატებას!

თეიმურაზ ტორონჯაძე

ბიზნესის სკოლის დეკანი