• სწავლის საფასური ბიზნესის სკოლა

GAU-ს კურსდამთავრებულები

სატრანსპორტო კომპანია „კონტრალო''

GAU-ში ვისწავლე ისეთი უნარ-ჩვევები, რაც დღეს აუცილებელია წარმატებული კარიერის შექმნისათვის. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კიდევ უფრო დავაფასე იქ გატარებული 4 წელიწადი. გაუ-ში არა მხოლოდ პროფესიული განათლების მიღების, არამედ პიროვნულად გაზრდის და ჩამოყალიბების...

პროფესორები და ლექტორები

2009 წელს ეკამ მოიპოვა უელსის უნივერსიტეტის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები ფინანსების განხრით, 2000-2008 წლებში ასევე მოპოვებული აქვს წარჩინების სერთიფიკატები ბიზნესისა და მენეჯმენტის განხრით ბრიტანეთის სხვადასხვა სასწავლებლებიდან...

სწავლის საფასური

GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა მოიცავს 120 კრედიტს.

60 კრედიტის ღირებულებაა 5900 ლარი. 1 კრედიტის ღირებულებაა 99 ლარი. 

2016 წელს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში (GAU) ამოქმედდა GAU-გრანტი სამაგისტრო პროგრამებისთვის. 

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებს GAU-გრანტით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგი პრინციპით:

  • თუ თქვენ GAU-ს საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ხართ, სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისგან მიიღებთ GAU-გრანტს სწავლის გადასახადის 20%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში;
  • თუ თქვენ სხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა გაქვთ დამთავრებული, ასევე გაქვთ GAU-გრანტის მოპოვების შანსი:
    • თქვენი საერთო სამაგისტრო გამოცდის საგრანტო ქულა* უნდა აღემატებოდეს ან უდრიდეს 40-ს, იმისთვის, რომ მიიღოთ GAU-გრანტი სწავლის გადასახადის 20%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში;   
    • თქვენი საერთო სამაგისტრო გამოცდის საგრანტო ქულა* უნდა შეადგენდეს 35-39-ს, იმისთვის, რომ GAU-სგან მიიღოთ GAU-გრანტი სწავლის გადასახადის 15%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში. 

* რა არის საერთო სამაგისტრო გამოცდის საგრანტო ქულა?

საერთო სამაგისტრო გამოცდის საგრანტო ქულა არის სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მიღებული კონკრეტული ქულების (გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა გამრავლებული უნივერსიტეტის მიერ მისთვის მინიჭებულ საგრანტო კოეფიციენტზე) ჯამი.

ნიმუში:

საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულის გამოთვლა

ვთქვათ, GAU-ს მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული საგრანტო კოეფიციენტია: 15; 15; 15; 15 თითოეულ ნაწილზე შესაბამისად

კონკურსანტის შედეგები საერთო სამაგისტრო გამოცდაში:

  • რაოდენობრივი მსჯელობა - 18 (მაქს. ქულა 20)
  • ლოგიკური მსჯელობა - 13 (მაქს. ქულა 17)
  • ანალიტიკური წერა - 14 (მაქს. ქულა 20)
  • წაკითხულის გააზრება - 19 (მაქს. ქულა 21)

 

როგორ ითვლება საერთო სამაგისტრო გამოცდის საგრანტო ქულა? 

საერთო სამაგისტრო გამოცდის საგრანტო ქულა ითვლება შემდეგნაირად: გამოცდის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა (მიღებული ქულა გაყოფილი მაქსიმალურ ქულაზე) მრავლდება შესაბამის საგრანტო კოეფიციენტზე (15) და ჯამდება:

1820*15 + 1317*15 + 1420*15 + 1920*15 = 13.5 + 11.5 + 10.5 + 13.6 = 49.1


 

გაეცანი იაფი სტუდენტური სესხების პაკეტს.