• უპირატესობები ბიზნესის სკოლა

GAU-ს კურსდამთავრებულები

სს „თიბისი ლიზინგი“

"ახლაც ისეთი გრძნობა მაქვს, რომ GAU ის ადგილია, სადაც ექსკლუზიურად, მხოლოდ ერთხელ გეძლევა შანსი ისწავლო ის, რაც ნამდვილად საჭიროა და ის, რასაც თავად გახდი საჭიროდ ქართულ ბაზარზე..."

პროფესორები და ლექტორები

ელისო ყვავაძეს აქვს სამეცნიერო მოღვაწეობის და პედაგოგობის 37 წლის სამუშაო სტაჟი.1967-1971 წლებში სწავლობდა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ბიოგეოგრაფიულ ფაკულტეტზე. როგორც წარჩინებული სტუდენტი ასევე იყო ლენინის სახელობის სტიპენდიანტი...

უპირატესობები

პროფესიული ინგლისურის აქტიური ცოდნა

ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რომელსაც გაუ-ს თითოეული სკოლის კურსდამთავრებული ფლობს, პროფესიული ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნაა. მიუხედევად იმისა, რომ ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას გაუ-ში ჩასარიცხად ინგლისური ენის ცოდნის დონე საკმარისია აკმაყოფილებდეს კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს, გაუ-ში ჩარიცხული სტუდენტი სპეციალობის დაუფლების პროცესში, სპეციალური პროგრამის დახმარებით, პირველი კურსიდანვე სწავლობს არჩეული პროფესიისათვის საჭირო ლექსიკასა და ფრაზეოლოგიას. უნივერსიტეტის დამთავრებისას სტუდენტი პროფესიონალია არა მხოლოდ არჩეულ საქმეში, არამედ ამ საქმიანობის შესაბამისი ინგლისური ენისა და ტერმინოლოგიის ცოდნაში, რაც მას დასაქმების ბაზარზე და უცხოეთში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში დიდ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.

პროფესიული უნარ-ჩვევები და კომპეტენციები

სწორად ჩამოყალიბებული სასწავლო კურსის მეშვეობით გაუ-ს ბიზნესის სკოლის სტუდენტი იძენს სისტემატიზირებულ, აქტიურ ცოდნას. ყველა საგანი, რომელიც სასწავლო კურსით არის გათვალისწინებული, არის ნამდვილად საჭირო და მიმართულია იმ საბოლოო მიზნისკენ, რომ ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ გაუ-ს ბიზნესის სკოლის სტუდენტი იყოს საერთაშორისო დონის პროფესიონალი არჩეულ სპეციალობაში. გაუ-ს ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამა ემსახურება ბიზნესის სფეროში მომუშავე კადრებისათვის ისეთი აუცილებელი დარგობრივი უნარების გამომუშავებას, როგორიც არის ბიზნეს პრობლემების რაოდენობრივი და სტატისტიკური შეფასების უნარი, ორგანიზაციაში პროცესების ეფექტიანობის გაზომვის უნარი, ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების უნარი და მრავალი სხვა კომპეტენცია, რაც გამოარჩევს და კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს გაუ-ს ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულს. გაეცანი იმ უნარ-ჩვევებს (კომპეტენციებს) რომლებსაც გაუ-ს ბიზნესის სკოლაში შეიძენ

Quant-ის პროფესია

Quant - კვონტი - არის სპეციალისტი, რომელიც მუშაობს ფინანსურ ბაზრებზე და ქმნის მათემატიკურ მოდელებს, რათა დაეხმაროს: 1. ფინანსურ ბაზრებზე მოვაჭრეებს; 2. რისკის მენეჯერებს ბანკებში და სხვა საშუალო და მსხვილ კორპორაციულ ინსტიტუტებში. ინდუსტრიის შიგნით ამ პროფესიონალებს ეწოდებათ ”კვონტი” (Quant). კვონტი აბრევიატურაა ფრაზიდან - Quantitative Analyst - და ნიშნავს რაოდენობრივი ანალიზის სპეციალისტს.

კვონტის განათლება შედგება სამი კომპონენტისაგან:

  1. მათემატიკა - Calculus, სტატისტიკა, ფინანსური მათემატიკა
  2. პროგრამირება - VB, С++, VBA Excel-თვის
  3. ფინანსები - ბაკალავრიატის კურსები ბიზნეს ადმინისტრირებაში.

მაშასადამე, კვონტი არის სპეციალისტი, რომელიც მუშაობს ფინანსების ინდუსტრიაში და ფლობს სხვადასხვა მათემატიკურ-სტატისტიკურ და მოდელირების მეთოდებსა და პროგრამირების სპეციალურ ენებს.

"GAU-ში მიღებულ განათლებას ყოველდღე ვიყენებ ჩემს სამუშაო ადგილზე. გაუ-ს ბიზნესის სკოლის მთავარ უპირატესობად მივიჩნევ რაოდენობრივი ანალიზის განხრის არსებობას (Quantitative analyst), რაც მოიცავს ისეთი საგნების სწავლის შესაძლებლობას (Fixed income, Investment, Value at Risk…), როგორებიც არ გვხვდება თბილისის სხვა უნივერსიტეტებში." - გიორგი მამათელაშვილი, გაუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი, Williams College-ის (USA) მაგისტრანტი

 

სწავლების თანამედროვე ინოვაციური მეთოდიკა ბიზნესის ადმინისტრირების დარგში

GAU-ს ბიზნესის სკოლაში სტანდარტული კურსების პარლელურად ისწავლება ისეთი საგნები როგორებიცაა: ფინანსებში - ფასიანი ქაღალდების ანალიზი, საერთაშორისო ფინანსები, წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების თეორია და ა.შ. მარკეტინგში - საერთაშორისო მარკეტინგი, ელექტრონული მარკეტინგი, სავაჭრო ნიშნის მართვა და ა.შ. მენეჯმენტში - მოლაპარაკების უნარები, სამუშაო ჯგუფების მენეჯმენტი, ინოვაციური და კრეატიული მენეჯმენტი და ა.შ.

ამ კურსების საფუძველზე ყალიბდება სწავლების თანამედროვე ინვოციური მეთოდიკა.

დასაქმების პერსპექტივა

GAU-ს ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს გააჩნია საფუძვლიანი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების დარგში და ბიზნეს ინგლისურის აქტიური ცოდნა. ეს გარემოება ანიჭებს კურსდამთავრებულებს გადამაწყვეტ უპირატესობას როგორც დასაქმების ბაზარზე, ისე უცხოეთში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში. GAU-ს დასაქმების ცენტრი აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სასურველი სამუშაო ადგილების მოპოვებაში.

უფასო მაგისტრატურა და დოქტორანტურა აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში

გაუ-ს ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატის წარჩინებით დამთავრების შემთხვევაში, გაუ-ს რეკომენდაციის საფუძველზე შესაძლებლობა მოგეცემა უფასოდ გაიარო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში. გაუ ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, რომლის ბიზნესის სკოლის პროგრამაც თანხვედრილია ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების შესაბამის სასწავლო პროგრამასთან, რაც ნიშნავს, რომ ამერიკის უნივერსიტეტებში იმავე მიმართულებით სწავლის გაგრძელების შემთხვევაში გაუ-ს სტუდენტს არ მოუწევს დამატებითი საგნების ჩაბარება კრედიტების მისაღებად, სწორედ ამ კომპონენტის არსებობის საშუალებით გახდა შესაძლებელი გაუ-სა და აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის უნიკალური პროგრამის შემუშავება.

გაეცანი გაუ-ს ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულთა წარმატების ისტორიებს