• ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი ბანკი

მესამე კურსიდან გავდიოდი სტაჟირებას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, პარალელურად გავდიოდი სტაჟირებას ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის იურიდიულ კლინიკაში. 2013 წელს მომიწია შერჩევის რამოდენიმე ეტაპის გავლა თიბისი ბანკში, რის შემდეგაც...

პროფესორები და ლექტორები

2009 წელს ეკამ მოიპოვა უელსის უნივერსიტეტის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები ფინანსების განხრით, 2000-2008 წლებში ასევე მოპოვებული აქვს წარჩინების სერთიფიკატები ბიზნესისა და მენეჯმენტის განხრით ბრიტანეთის სხვადასხვა სასწავლებლებიდან...

ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

პროგრამის სახელწოდება

ქართული ფილოლოგია

საფეხური

ბაკალავრიატი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია

ქართული ფილოლოგიის ბაკალავრი

პროგრამის ხელმძღვანელი

თამარ ვაშაკიძე

დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის ხელმძღვანელის კვალიფიკაციას, მის სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით მოცემულია პროგრამაზე თანდართულ დოკუმენტებში.

პროგრამის მოცულობა

ქართული ფილოლოგიის მიმართულების პროგრამა მოიცავს სულ 300 კრედიტს.

ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტს აძლევს ფართო არჩევანის შესაძლებლობას, დაგეგმოს საკუთარი პროფილი. პროგრამა შედგება სავალდებულო, დამატებითი და არჩევითი კომპონენტებისაგან.

არჩევით კომპონენტში შედის როგორც სასწავლო კურსები, ისე პრაქტიკული და კვლევითი კომპონენტი.

პროგრამა ითვალისწინებს თავისუფალ კრედიტსაც.

ქართული ფილლოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების სტანდარტული ხანგრძლივობა არის 4 წელი, 8 სემესტრი.

წლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 60 კრედიტს, ე. ი. სემესტრში 30 კრედიტის, თუმცა სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე, წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა.

სტუდენტმა ქართული ფილოლოგიის ბაკალავრის ხარისხის მისაღებად სავალდებულოა დააგროვოს 240 კრედიტი. აქედან გამომდინარე, ძირითადი სპეციალობის სავალდებულო საგნებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 201 კრედიტი და არჩევით მოდულში – მინიმუმ 30 კრედიტი.

პროგრამის ძირითადი ნაწილი (ქართული ფილოლოგია) შედგება სავალდებულო და არჩევითი დისციპლინებისაგან. სავალდებულო საგნები/კურსები მოიცავს 210 (მათ შორის 54 კრედიტი – ინგლისური), ხოლო არჩევითი – 87 კრედიტს. 

პროგრამის დამატებით ნაწილში, რომელიც წარმოდგენილია ბლოკის სახით (ინგლისური ენა), სტუდენტმა უნდა დააგროვოს 54 კრედიტი.

სტუდენტს შეუძლია თავისუფალი კრედიტების გამოყენება, (შესაბამისი კრედიტების მქონე საგნების შერჩევა) როგორც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში, ისე საქართველოს ნებისმიერ სხვა აკრედიტებულ უნივერსიტეტში.

სწავლების ენა

ქართული

პროგრამის მიზანი

ქართული ფილოლოგია უკავშირდება ერის საერთო კულტურას, რომელიც საზოგადოების მიღწევათა ერთობლიობას გულისხმობს განათლების, მეცნიერების, ხელოვნებისა და სულიერი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ცნობილია, რომ ჰუმანიტარულ დისციპლინებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისა და ზნეობრივ ფასეულობათა ჩამოყალიბების საქმეში. ამათგან გამორჩეული ადგილი განეკუთვნება ქართულ ფილოლოგიას – როგორც ეროვნული თვითშეგნების ყველაზე ნათლად და ადეკვატურად წარმომჩენს. 

ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ქართული ფილო-ლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზნები მრავალმხრივია:

სალიტერატურო ენის არსებობის უმაღლესი კატეგორიაა სახელმწიფო ენა, რომელიც წარმოადგენს ამა თუ იმ ქვეყნის ოფიციალურად აღიარებულ ძირითად ენას. სახელმწიფო ენა ამთლიანებს ქვეყნის მთელი მოსახლეობის სახელმწიფოებრივ ინტერესსა და სულისკვეთებას. ამიტომაც არის, რომ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში ენობრივი პოლიტიკა უმაღლეს სახელმწიფოებრივ რანგშია აყვანილი. ქართული სალიტერატურო ენის, რომელიც ამავდროულად სახელმწიფო ენაც არის, ჯეროვნად სწავლება და მის მიმართ ნორმატიული მიდგომა მიზნად ისახავს, მიღწეულ იქნეს სალიტერატურო ენის სტაბილიზაცია და მონოლითურობა, ხოლო პარალელურად ინგლისური ენის (როგორც დამატებითი პროგრამის) შესწავლა სტუდენტს გაცილებით მეტ შესაძლებლობას მისცემს, თავისუფლად აღიქვას განსხვავებულ ენათა სტრუქტურა და დაეუფლოს ტიპოლოგიური ანალიზის უნარ-ჩვევებს, რაც განსაკუთრებით საჭირო და მნიშვნელოვანია მაღალი პროფესიონალიზმის მისაღწევად.

სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის, ენობრივი პოლიტიკის ცალკეული მიმართუ-ლებების, კეროძოდ კი – მეტყველების კულტურის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, მკვეთრი სოციალურპოლიტიკური ცვლილებებისა და ისტორიულ გარდატეხათა ჟამს, როდესაც სხვა გლობალურ პროცესებთან ერთად მეტ-ნაკლებად იცვლება ენობრივი გარემო და განვითარების ტენდენციები. ამ თვალსაზრისით ბოლო პერიოდის ენობრივი სინამდვილე განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან ეპოქის ინტენსიურმა განვითარებამ მრავალი ახალი პრობლემა დააყენა ქართული სახელმწიფოებრივი ენის წინაშე. თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენა შეივსო დიდძალი ახალი ლექსიკით, სხვადასხვა დარგის ტენმინებით, რის გამოც განსაკუთრებული სიმწვავით დადგა ქართული ენის სიწმინდის დაცვის საკითხი. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ წერენ და მეტყველებენ ქართველი ახალგაზრდები.

  • საბაკალავრო პროგრამის მიზანია, სტუდენტს განსხვავებული ასპექტებით დაანახვოს, აღაქმევინოს და გაააზრებინოს მრავალსაუკუნოვანი ქართული ლიტერატურის შედევრები; გააცნოს ძველი ქართული ლიტერატურის ძირითადი ტენდენციები, ქართული მწერლობის მიმართება ბიბლიურ კულტურასა და ბიზანტიურ მწერლობასთან, ქართული ანბანის წარმოშობის თეორიები, ჰაგიოგრაფიისა და ჰიმნოგრაფიის გამორჩეული ნიმუშები; დააკვირვოს ეპოქისა და ლიტერატურის ურთიერთმიმართებასა თუ სოფლისა და ზესთასოფლის დამოკიდებულების პრობლემებზე; შეასწავლოს ქართული ლიტერატურის ოქროს ხანის შედევრები, რენესანსისა და აღორძინების პერიოდები, სახოტბო პოეზია; აგრეთვე გააცნოს ახალი და უახლესი ქართული ლიტერატურის ძირითადი ჟანრები, მე-20 საუკუნის დასაწყისის ლიტერატურული მიმდინარეობანი (სიმბოლიზმი, იმპრესიონიზმი, ფუტურიზმი, ექსპრესიონიზმი, ნეორეალიზმი),  მხატვრული სამყაროსა და რეალობის ურთიეთრმიმართების საკითხები, პოს-ტმოდერნიზმის არსი და ტენდენციები.
  •  კონცეფცია-პროექტი მიზნად ისახავს, სტუდენტს გააცნოს ლიტერატურათმცოდნეობაში დანერგილი კვლევის მეთოდის („ეკონომიკური კრიტიკის“) საშუალებით ქართული კლასიკური ლიტერატურული ტექსტების წაკითხვის უახლესი ინტერპრეტაციები, რათა განსხვავებული რაკურსით დაანახვოს მხატვრულ-ესთეტიკური აზროვნებისა და ცხოვრების ეკონომიკური წესრიგის ურთიერთობის კანონზომიერება, აგრეთვე შეასწავლოს ტოტალიტარული რეჟიმების დამოკიდებულების პრინციპები კულტურასთან, გააცნოს ქართულ-რუსული კულტურული ურთიერთობების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის საკვანძო საკითხები, რომლებიც განიხილება თანამედროვე რეალიათა კონტექსტში და სტუდენტს გამოუმუშავებს ეპოქისა და კულტურის ურთიერთმიმართებებზე დაკვირვებისა და დროის ამ კონტექსტში მიღწეული წარმატებების ანალიზის უნარს; შეასწავლოს უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა შემოქმედების ეტაპები, უც-ნობი და ნაკლებად შესწავლილი ტექსტები; ტიპოლოგიური მეთოდების გამოყენებით გამოაკვეთინოს მსგავსება-განსხვავებათა ტენდენციები სამამულო მწერლობასთან დაკავშირებით, წარმოაჩენინოს ეროვნული იდენტობის აღქმის ძირითადი კონცეფციები საზღვარგარეთ შექმნილ ქართულ მწერლობასთან მიმართებით.
  • პროგრამის მიზანია, სტუდენტი გაეცნოს ლიტერატურათმცოდნეობის ძირითად მე-თოდოლოგიურ კონცეფციებსა და მიმდინარეობებს, გაიაზროს ლიტერატურის ზო-გადსაკაცობრიო ღირებულება, შეისწავლოს თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობითი ცნება-ტერმინები და შეძლოს სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების ანალიზი მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტის გათვალისწინებით.
  • პროგრამა-კონცეფცია მიზნად ისახავს, სტუდენტმა ცოდნა შეიძინოს ენათმეცნიერების ამოსავალი ცნებების, ლინგვისტიკური ანალიზის ძირითადი პრინციპებისა და მეთოდების შესახებ; დაეუფლოს სხვადასხვა დონეზე ენობრივი სტრუქტურების ანალიზის ძირითად თეორიულ საფუძვლებსა და მეთოდოლოგიებს, ასევე გაეცნოს ენათმეცნიერების ერთ-ერთი ძირითადი დარგის – ისტორიულ შედარებითი ენათმეცნიერების – ამოცანებს, კვლევის მეთოდებსა და თანამედროვე მიღწევებს ამ სფეროში; საფუძვლიანად შეისწავლოს ენათა ტიპოლოგიური და გენეალოგიური კლასიფიკაციის პრინციპები, უნივერსალურ კანონზომიერებათა ტიპები, ტექსტების ლინგვისტიკის ძირითადი თეორიები, ტექსტურ მონაკვეთში ინფორმაციის გადაბმის საშუალებანი და მათი სახეები, წინადადებათა საინფორმაციო სტრუქტურების ძირითადი მოდელები; გაეცნოს კავკასიის ენობრივი სივრცის სოციოლინგვისტიკურ პრობლემებთან დაკავშირებულ განსხვავებულ თვალსაზრისებს, სტანდარტული ენის ფუნქციონირების სფეროებს, გეოგრაფიული და სოციალური დიალექტების თავისებურებებს, ენის ეკოლოგიას, საფრთხის ქვეშ მყოფ ენათა სტატუსს.
  • პროგრამის უმთავრესი მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს ძველი და თანამედროვე ქართული ენის ფონეტიკა-ფონოლოგიის ძირითადი საკითხები, ხმოვანთა პარადიგმატიკა და თანხმოვანთა კლასიფიკაცია, ბგერათა ნაირგვარობის ფონოლოგიური საფუძვლები; ძველი და თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია – მოქნილი გრამატიკული წესები და გამჭვირვალე სიტყვაწარმოება; ძველი და თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი – წინადადების ანალიზი; ენის ფუნქციონირების განსხვავებული სტილები, ქართული ენის სისტემებისა და სტრუქტურების ისტორიული ტრანსფორმაციის ძირითადი ეტაპები, გრამატიკული კატეგორიებისა და პარადიგმების განვითარების კანონზომიერებანი ემპირიულ საფუძველზე; ლექსიკური პარადიგმატიკა და სინტაგმატიკა, სიტყვაწარმოება და სესხება, სემანტიკური მიმართებები, სიტყვის ისტორია და ეტიმოლოგია.
  • პროგრამის მიზანია, სტუდენტმა ყურადღება გაამახვილოს ეთნოფსიქიკურ მომენტებზე, საამისოდ შემოთავაზებულია 4 დისციპლინა: ეთნოლინგვისტიკა, ქართული ეთნოფსიქოლოგია ლიტერატურასა და პუბლიცისტიკაში, ეთნომუსიკოლოგია და ქართული ეთნოფსიქოლოგია სახვით ხელოვნებაში. 
  • პროგრამა მიზნად ისახავს, სტუდენტმა ცოდნა შეიძინოს აკადემიური წერის სფეროში, დაეუფლოს სამეცნიერო, საგაზეთო თუ სხვა სახის სტატია-წერილების შედგენა-რედაქტირებას, ჩამოუყალიბდეს ზეპირი მეტყველების კულტურა, უპრობლემოდ დაძლიოს აუდიტორიასთან ურთიერთობის სირთულენი, მოამზადოს საჯარო სიტყვა და დაიცვას საკუთარი ნააზრევი. ამავდროულად ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტი დაეუფლება ინგლისურიდან ქართულად და ქართულიდან ინგლისურად თარგმნის ხელოვნებას, ნებისმიერი შინაარსისა და დანიშნულების ტექსტის გადმოცემას ორივე ენის სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს მოცემული დარგობრივი სფეროს არა მხოლოდ საბაზისო სიტყვა-გამოთქმების ცოდნას, არამედ მის გაფართოებასა და გამდიდრებას შესაბამისი ტექსტების შესწავლა-დამუშავების საფუძველზე.
  • პროგრამის მიზანია ენის კომპიუტერული მოდელირების საფუძვლიანი სწავლება. სტუდენტმა უნდა შეისწავლოს მონაცემთა ბაზების შექმნისა და მათი ინტერაქტიური დამუშავების უნარ-ჩვევები, რათა ქართული ფილოლოგიის ბაკალავრმა უპრობლემოდ შეძლოს მონაწილეობის მიღება გამოყენებითი ენათმეცნიერების სხვადასხვა პრაქტიკული ამოცანის დასახვა-გადაწყვეტაში, როგორიც არის, მაგალითად: სამეცნიერო ტერმინოლოგიის სტანდარტიზაცია, ენობრივი ნორმების შემუშავება, ლექსიკონებისა და ენციკლოპედიების შედგენის უნიფიცირებული პრინციპების დადგენა, ენათა სწავლების ეფექტური მეთოდების დაძებნა, სამეტყველო დეფექტების დაძლევა, სმენადაქვეითებულთათვის ენობრივი ჩვევების გამომუშავება, უსინათლოთათვის სპეციალური გრაფიკული სისტემების შექმნა და სხვა.
  • პროგრამის მიზანია, სტუდენტი აზიაროს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ყველაზე ეფექტურ მეთოდებსა და საშუალებებს, გააცნოს გაკვეთილისა და ენის ძირითადი უნარ-ჩვევების განსავითარებლად საჭირო აქტივობის ტიპები, გაკვეთილის ეფექტური დაგეგმვის მრავალფეროვანი საშუალებანი, პედაგოგიკის საფუძვლები და ცნებები, სიტუაციის ანალიზისა და მიმდინარე პროცესების კანონზომიერებათა დადგენის უნარ-ჩვევები.
  • პროგრამა მიზნად ისახავს, სტუდენტს შეუქმნას წარმოდგენა რელიგიის არსისა და მნიშვნელობის, რელიგიური პოსტულატების, თავისებურებებისა და მსგავსება-განსხვავებათა შესახებ კულტურათა დიალოგის კონტექსტში; ჩამოუყალიბოს თავისუფალი, კრიტიკული, ლოგიკურ-შემოქმედებითი აზროვნება; ხელი შეუწყოს მას აზროვნების პროცესის გაცნობიერებაში, რაც გულისხმობს გონებრივი განვითარების იმ საფეხურის მიღწევას, რომლის საშუალებითაც ხდება საკუთარი თავისა და სამყაროს სრულყოფილი აღქმა-შეცნობა.
  • კონცეფციის მიზანია, სტუდენტს წარმოდგენა შეუქმნას მე-20 საუკუნის მსოფლიო ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი მიმართულებების, ტენდენციებისა და ავტორების შესახებ; ასწავლოს მხატვრული ტექსტის კითხვა და მისი გააზრება მსოფლიოს ლიტერატურული პროცესის კონტექსტში; დაეხმაროს ხელოვნების დარგების ურთიერთმიმართების გააზრებაში და დაანახვოს სხვადასხვა ქვეყნისა და ცივილიზაციის გამორჩეული ინტელექტუალური, კულტურული და შემოქმედებითი მემკვიდრეობა.
  •  პროგრამა მიზნად ისახავს, სტუდენტი გაარკვიოს თანამედროვე მსოფლიოში მიმდნარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ  პროცესებში და გამოუმუშაოს არსებულ პრობლემებზე სწრაფი, ადეკვატური რეაგირების უნარი წარსული გამოცდილების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე; გააცნოს ფილოსოფიის ძირითადი ელემენტები, დარგები და დისციპლინები; შეასწავლოს ფილოსოფიის ძირითადი ცნებები, აგრეთვე მისცეს ცოდნა ესთეტიკურის, მშვენიერებისა და ხელოვნების არსის, სტრუქტურის, მისი ონტოლოგიური სტატუსის, შემეცნების გზებისა და მეთოდების, ფუნქციების, ძირითადი კატეგორიების, ესთეტიკური გემოვნების, შეფასების, ხელოვნების გაგება-გააზრებისა და ინტერპრეტაციის შესახებ.
  • კონცეფცია-პროგრამის მიზანია, სტუდენტს გააცნოს ზნეობრივი ღირებულებების სპეციფიკა, ზნეობრივი ფენომის სტრუქტურა, სულიერი ღირებულებებისა და კეთილდღეობის არსი, ეთიკური ცნებებისა და კატეგორიების კლასიფიკაცია; აგრეთვე შეასწავლოს სოციოლოგიის ძირითადი პრინციპები და კატეგორიები, წარმოდგენა შეუქმნას ადამიანთა ჯგუფებისა და საზოგადოებების (როგორც ინსტიტუციონალურ გაერთიანებათა წევრების) სოციალური ცხოვრების განსხვავებული წესის შესახებ, დაანახვოს და გააცნობიერებინოს სოციოლოგიური კვლევის შედეგების მნიშვნელობა სწორი საზოგადოებრივი  პოლიტიკის განხორციელების საქმეში.
  • პროგრამა მიზნად ისახავს, სტუდენტს გააცნოს ზრდასრული, ნორმალური, კულტურული და ინტელექტუალური განვითარების სათანადო დონეზე მყოფი ადამიანის ფსიქიკის ზოგადი კანონზომიერებანი, აგრეთვე გარკვეული ცოდნა შესძინოს პოლიტიკისა და პოლიტიკური ცხოვრების სფეროში; დაანახვოს, თუ რაში მდგომარეობს ჯანსაღი ცხოვრების წესი, გააცნოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის (პუბლიც ჰეალტჰ) ელემენტარული საფუძვლები, ზოგადი და პირადი ჰიგიენის ელემენტები, სამედიცინო პრობლემატიკა, რათა სტუდენტმა სწორად და გააზრებულად შეაფასოს საკუთარი ცხოვრების წესი და შეიმეცნოს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი არა მარტო ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის, არამედ  ზოგადად ნებისმიერი ადამიანის წარმატების წინაპირობაა.
  • პროგრამის მიზანია, სტუდენტს ცოდნა შესძინოს თანამედროვე ინფორმაციული და კომპიუტერული ტექნოლოგიების შესახებ ინტერნეტრესურსების სხვადასხვა მიზნით გამოყენების თვალსაზრისით; შეასწავლოს Microsoft office, Word-ისა და Power Point პროგრამები და მათი გამოყენებით ჩამოუყალიბოს დოკუმენტებისა და პრე-ზენტაციების შექმნის, რედაქტირებისა და დაკაბადონების უნარჩვევები; ამავდროულად – შეასწავლოს რიცხვების, გამოთვლებისა და მონაცემთა ბაზების დამუშავების საფუძვლები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დარგში – ბიზნესსა და ეკონომიკაში, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, პოლიტიკაში; გაააზრებინოს მათემატიკური მოდელირების პრინციპები, როგორც პრობლემების ანალიზის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება.
  •  პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტის მიერ საბაკალავრო ნაშრომის მომზადებას აკადემიურ დონეზე.
  • ინგლისური ენის პრაქტიკული კურსი B 2+ დონეზე ემყარება ოთხი ძირითადი უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება-განვითარებასა და სამი ძირითადი ენობრივი სისტემის (ფონეტიკურ-ფონოლოგიური, გრამატიკული და ლექსიკური)  სიღრმისეულ წვდომას. პრაქტიკული ინგლისური ენის სათანადო ცოდნა ნიადაგს მოამზადებს კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდის (FIrsht CERTIFICHATE ENGLISH) ჩასაბარებლად ენის საერთაშორისო კვალიფიკაციის მოპოვების მიზნით. წერითი თარგმანი კი ითვალისწინებს მუშაობას სწორედ იმ ენობრივ საკითხებზე, რომლებიც თავს იჩენს წერითი თუ ზეპირი თარგმნისას (აქ იგულისხმება როგორც სიტყვათა სწორი შერჩევა, ისე მათი განლაგება წინადადებაში, გრამატიკული კატეგორიების მართებულად გამოყენება, სტილისტიკური ნიუანსების წვდომა და მრავალი სხვა). სტუდენტი ეზიარება აგრეთვე ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგიას – ინგლისური ენის სწავლების ყველაზე ეფექტურ მეთოდებსა და საშუალებებს, გაეცნობა გაკვეთილისა და ენის ძირითადი უნარ-ჩვევების განსავითარებლად საჭირო აქტივობის ტიპებს, გაკვეთილის ეფექტური დაგეგმვის მრავალფეროვან  საშუალებებს, ამავდროულად – ხელს შეუწყობს სტუდენტს გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმების დადგენა-ჩამოყალიბებაში, ხოლო პრაქტიკული ინგლისური ენის თითოეული კურსი ითვალისწინებს, რომ სტუდენტმა  გამოიმუშაოს სწავლის ზოგადი  უნარ-ჩვევები და სათანადო ინდივიდუალური სტრატეგიები საკუთარი სასწავლო პროცესის სწრაფი დაგეგმვისა და ეფექტური მართვის მიზნით.  რაც შეეხება ინგლისურს აკადემიური მიზნებისათვის, იგი სტუდენტს წარმოდგენას შეუქმნის დარგობრივი ინგლისური ენის (ფილოლოგია, ბიზნესი, სამართალი) მრავალ-მხრივი ფუნქციონირების შესახებ და გააცნობს კონკრეტულ დარგებთან დაკავშირებულ მრავალფეროვან თემატიკას, აგრეთვე – სათანადო დონეზე შეასწავლის შესაბამის დარგობრივ ტერმინოლოგიას.
  • პროგრამა სწავლისა და სწავლების პროცესის უმნიშვნელოვანეს კომპონენტად დამოუკიდებელ მუშაობას მიიჩნევს. საშინაო დავალების ტრადიციულ ფორმებთან ერთად დიდი ყურადღება ექცევა საშინაო დავალების ინოვაციურ ფორმას, 12-თვიან ელექტრონულ/ონლაინ  კურსს „ჩემი ლაბორატორია“ (Mყ Lაბ), რომელიც გამოიყენება არა მარტო ინგლისური ენის სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკული კურსის დამატებად (Mყჭრიტინგლაბ, MყღეადინგLაბ, Mყჩომპლაბ, MყLიტერატურეLაბ), არამედ  აგრეთვე რამდენიმე ზოგადსაგანამანათლებლო დისციპლინაში მიღებული ცოდნის გასამყარებლადაც (MყAნტჰროLაბ, MყAრტსLაბ, MყMუსიცLაბ, MყHისტორყKიტ, MყEტჰიცსKიტ, MყLოგიცLაბ, MყPსყცჰკიტ, MყღელიგიონKიტ, MყშოცLიბრარყ, MყPოლიშციKიტ, MყPჰილოსოპჰყLიბრარყ).
  • პროგრამა მიზნად ისახავს სპეციფიკური უნარ-ჩვევების სწავლებას ინგლისურ ენაზე პროფესიული პრეზენტაციის მოსამზადებლად, რათა სტუდენტმა უპრობლემოდ შეძლოს მოპოვებული მასალის ნებისმიერი აუდიტორიისთვის წარმატებით წარდგენა და  პრეზენტაციაზე მუშაობის პროცესში საკუთარი ლინგვისტური კომპეტენციის დახვეწა, ხოლო აკადემიური წერის კურსი (ინგლისური) სტუდენტს ხელს შეუწყობს აკადემიური წერის უნარ-ჩვევების დახვეწაში ინგლისურ და ქართულ ენებზე. ბაკალავრი თავისუფლად შეძლებს  აზრის მწყობრად  და ლოგიკურად ჩამოყალიბებას, საკვალიფიკაციო თემების შესაბამის დონეზე მომზადება-რედაქტირებას და სხვა. ინგლისური კითხვა კი სტუდენტს გამოუმუშავებს სწრაფი კითხვის,  მოსმენისა და მოსმენილი მასალის ადეკვატური აღქმის ეფექტურ სტრატეგიებს მრავალფეროვანი დარგობრივი ინგლისური ენის სხვადასხვა სირთულის მქონე მასალის გათვალისწინებით.
  • ქართული ფილოლოგიის სპეციალისტს პრაქტიკული ინგლისური ენის B 2+ დონეზე ცოდნა საშუალებას მისცემს, ქართულ-ინგლისურ კონტექსტში მოიაზროს და შეიმეცნოს არა მხოლოდ პროგრამით გათვალისწინებული დისციპლინები, არამედ უპრობლემოდ მიიღოს მონაწილეობა გლობალურ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, საკუთარი წვლილი შეიტანოს თანამედროვე მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს მიღწევებსა და აღმოჩენებში, მრავალმხრივი და ნაირ-გვარი პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა თუ კომპეტენციების დაუფლებით გაიკვლიოს გზა პროფესიულ სფეროში; იყოს კონკურენტუნარიანი, გააზრებულად შეძლოს სხვადასხვა სახის წამოწყება-საქმიანობაში (იქნება ეს სამეცნიერო-საგანმანათლებლო, ეკონომიკური თუ სხვა) მონაწილეობის მიღება და გონივრული მართვა.
  • ქართული ფილოლოგიისა და ინგლისური ენის ერთობლივ-პარალელური, ურთიერთშეჯერებული, გააზრებული და თანამიმდევრული სწავლება წარმოადგენს შემოთავაზებული პროგრამა-კონცეფციის უმთავრეს სიახლესა და მიზანდასახულობას.
  • სტუდენტი უნდა დაეუფლოს პროგრამებით შემოთავაზებულ დისციპლინებს; გაითვა-ლისწინოს როგორც მშობლიური, ისე ინგლისური ენის სემიოტიკური სისტემა, ამ ენათა აგებულებისა და ფუნქციონირების ზოგადი პრინციპები; შეითვისოს სინქრონიული და დიაქრონიული ანალიზის უახლესი მეთოდები, რათა უპრობლემოდ უპასუხოს თანამედროვე ჰუმანიტარული აზროვნების გლობალურ სფეროში არსებულ ყველა კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო გამოწვევას. 

სწავლის შედეგები/კომპეტენციები

დარგობრივი კომპეტენციები: 

ცოდნა და გაცნობიერება

  • ძველი ქართული ენის სათანადო დონეზე ცოდნა; უძველესი ქართული წერილობითი ძეგლების (წარწერები და ხელნაწერები) ანალიზი; ძველი ქართული ენის ფონეტიკური აგებულების, მორფოლოგიისა და სინტაქსის ძირითადი საკითხების დაუფლება; ძველი ქართული ლექსიკის ძირითადი მარაგის ცოდნა სხვადასხვა სახის გამოცდების ჩასაბარებლად (და შესაბამისად, სწავლის გასაგრძელებლად).
  • ცოდნა და გააზრება ენობრივი აქტივობისა, რაც გულისხმობს ენის – როგორც სისტემის ცალკეულ სამეტყველო აქტებში (მეტყველებაში) რეალიზაციას.
  • ქართული ენის ფონეტიკური ბუნების ცოდნა; ფონემურ ერთეულთა ლოგიკური აღწერა; პრაქტიკული ორთოეპიის დაუფლება სამეტყველო პრაქტიკაში წარმოთქმასთან დაკავშირებული დეფექტების დაძლევის მიზნით; ინტონაციურ თავისებურებათა ცოდნა (სამეტყველო სუნთქვა და მისი რეგულირება); კონკრეტული საწარმოთქმო პრობლემების დაძლევა; წარმოთქმასთან დაკავშირებული კომპონენტების (რიტმი, ტემპი, პაუზა) ცოდნა; ტრანსლიტერაციის ძირითადი წესების დაუფლება.
  • სავალდებულო ორთოგრაფიული ნორმების ცოდნა: სახელისა და ზმნის ფორმა წარ-მოებასთან დაკავშირებული ორთოგრაფიული პრობლემები; სხვა მეტყველების ნაწილებთან დაკავშირებული ორთოგრაფიული სირთულენი; გადატანის წესები; პუნქტუაციის ძირითადი წესები და სხვა.
  • თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგიის ცოდნა; ფლექსია და დერივაცია; ძირი, აფიქსი, ფუძე, პარადიგმები; სიტყვის ფორმა და ამ ფორმის  ცვლილების კანონზომიერებანი; მორფემათა დანიშნულება და მათი ფუნქციური კლასიფიკაცია; მორფოლოგიური კატეგორიები.
  • თანამედროვე ქართული ენის სინტაქსის ცოდნა; სინტაქსური კავშირის გამოხატვის საშუალებანი; სიტყვათა მიმართების ტიპები წინადადებაში; სიტყვათა შორის კავშირის სახეების დადგენა წინადადებაში; წინადადების სინტაქსური ანალიზი.
  • სალიტერატურო ენის ისტორიის ცოდნა: ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ეტაპები, რომლებიც განვლო ქართულმა სალიტერატურო ენამ 15 საუკუნის განმავლობაში; სალიტერატურო ენის პერიოდიზაციასთან დაკავშირებული საკითხების გააზრება.
  • ლექსიკოლოგიისა და სემანტიკის უმთავრესი საკითხების ცოდნა; ძველი და თანამედროვე ქართული ენის ძირითადი ლექსიკური ფონდის სემანტიკურ ბადეებად დანაწილება; სხვადასხვა სახის ლექსიკონთა (განმარტებითი, ორთოგრაფიული, ტერმინოლოგიური, უცხო სიტყვათა, პარონიმთა...) საჭიროებისამებრ გამოყენების უნარი.
  • ენის გამომსახველობითი შესაძლებლობების სტილისტიკური ხერხების ცოდნა; ფუნქციური სტილისტიკის ძირითადი საკითხების დაუფლება (სამეცნიერო, პუბლიცისტური, ოფიციალურსაქმიანი, საზოგადოებრივი ურთიერთობის სტილები) ნებისმიერი  შინაარსისა და დანიშნულების მქონე ტექსტის მომზადების მიზნით.
  • ენის არსებობის ფორმების ცოდნა სოციალურ გარემოში: ენაზე სოციალური ფაქტორების გავლენა; მიმართება ენასა და საზოგადოებას შორის; ენის სოციალური დიალექტები.
  • ეთნოლინგვისტიკის, ქართული ფსიქოლოგიის (ლიტერატურა-პუბლიცისტიკაში, მუსიკასა და სახვით ხელოვნებაში) ცოდნა; ენის, ლიტერატურის, მუსიკისა და სახვითი ხელოვნების ფსიქოანალიზი.
  • ენის კომპიუტერული მოდელირების ძირითადი პრინციპების ცოდნა; მორფოლოგიური და სინტაქსური ანალიზატორების შექმნაში მონაწილეობის მიღება; სხვადასხვა სახის ლექსიკონთა შედგენის უნარჩვევები.
  • ტექსტის შესწავლის ასპექტების ცოდნა: საკომუნიკაციო ერთეულების დანიშნულება; ტექსტის სტრუქტურა; ფორმალური და შინაარსობრივი მთლიანობა; ენობრივი და სიტუაციური კონტექსტი; პარალინგვისტიკა.
  • ძველი, ახალი და უახლესი ქართული ლიტერატურის სათანადო დონეზე ცოდნა; ნაწარმოების ანალიზი და საკუთარი თვალსაზრისის წარმოჩენა; შეფასება; პარალელების დაძებნა მსოფლიო ლიტერატურის შედევრებთან მიმართებით.
  • აკადემიური წერის ცოდნა; აბზაცის სტრუქტურა; მიზეზისა და შედეგის გამოხატვის ენობრივი საშუალებანი და დასაბუთება; პრობლემისა და მისი გადაჭრის გზების გამოხატვის ენობრივი საშუალებანი; ესე¬ის სტრუქტურა.
  • საჯარო გამოსვლის მომზადება; აუდიტორიის უშუალო ინტერესებზე აპელირების ხერხების ცოდნა (ავტორიტეტებზე აპელირება); კამათის, დისკუსიის, პოლემიკისა და დიალოგის ხელოვნება; საჯარო მეტყველების თავისებურებანი; მეტაფორით გამოხატული მხილება.
  • ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდოლოგიის დაუფლება; გაკვეთილის აგების ძირითადი უნარჩვევების ცოდნა; აქტივობის ტიპების გამომუშავება გაკვეთილის ეფექტური დაგეგმვის მიზნით.
  • XX საუკუნის მსოფლიო ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი მიმართულებების, ტენდენციებისა და ავტორების ცოდნა; ტექსტის გააზრება მსოფლიო ლიტერატურული პროცესის კონტექსტში.
  • სპეციალობასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების დაუფლება საბაკალავრო ნაშრომის მოსამზადებლად.
  • სხვადასხვა ქვეყნისა და ცივილიზაციის გამორჩეული ინტელექტუალური, კულტურული და შემოქმედებითი მემკვიდრეობის გააზრება.
  • არსებულ პრობლემებზე სწრაფი, ადეკვატური რეაგირების უნარის გამომუშავება წარსული გამოცდილების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე
  • ინგლისური ენის პრაქტიკული კურსის (B 2+) დონეზე ცოდნა, რაც ნიადაგს მოამზადებს კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდის ჩასაბარებლად ენის საერთაშორისო კვალიფიკაციის მოპოვების მიზნით.
  • წერითი თარგმნის დაუფლება; სიტყვათა სწორი შერჩევა და განლაგება წინადადებაში; შესაბამისი  სტილის დაცვა ნათარგმნ ვარიანტში; გრამატიკული კატეგორიების მართებულად გამოყენება.
  • ინგლისური ენის ფლობა აკადემიური მიზნებისათვის (ფილოლოგია, ბიზნესი, სამართალი); კონკრეტულ დარგებთან დაკავშირებული თემატიკის ცოდნა; დარგობრივი ტერმინოლოგია.
  • სწრაფი კითხვის, მოსმენისა და მოსმენილი მასალის ადეკვატური აღქმის ეფექტური სტრატეგიების ცოდნა მრავალფეროვანი დარგობრივი ინგლისური ენის სხვადასხვა სირთულის ტექტების გათვალისწინებით.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

  • სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, ძველი, ახალი და უახლესი ქართული ლიტერატურის ნიმუშებზე დაყრდნობით, მოამზადოს კრიტიკული, კვლევითი და  პრაქტიკული ხასიათის წერილები და პროექტები წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად.
  • სტუდენტი შეძლებს მიღებული საენათმეცნიერო თეორიული ცოდნის პრაქტკიულად გამოყენებასა და მარტივი ლინგვისტიკური კვლევის დამოუკიდებლად წარმართვას, შესაბამისი ენობრივი მასალის მოპოვებას, მის დამუშავებას ენობრივი ანალიზის სხვადასხვა დონეზე; იგი ასევე შეძლებს გაერკვეს ლინგვისტიკური ანალიზის უახლეს მეთოდებსა თუ მიდგომებში და ისინი წარმატებით გამოიყენოს კონკრეტული ლინგვისტიკური ამოცანის გადაჭრისას.
  • სტუდენტი შეძლებს აგრეთვე კონკრეტულ ლინგვისტიკურ თუ ლიტერატურულ საკითხებზე საჯარო გამოსვლის ტექსტის მომზადებას; ჩატარებული ენათმეცნიერული თუ ლიტერატურული კვლვის წერილობითი ანგარიშის წარმოდგენას; სათანადო ლინგვისტიკური თუ სალიტერატურო ინფორმაციის ზეპირად გადმოცემას; დისკუსიაში მონაწილეობის მიღებას პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებით და აუდიტორიის კითხვებზე არგუმენტირებული პასუხის გაცემას.
  • სტუდენტს შესაძლებლობა ექნება ლიტერატურული და ენობრივი მასალის ინტეგრირებისა ტექსტზე მუშაობის პროცესში; იგი დაეუფლება აგრეთვე მშობლიური ენის სახელმძღვანელოთა შეფასებისა და შერჩევის უნარს; შეძლებს მოსმენილი გაკვეთილის შეფასება-ანალიზს; სანიმუშო გაკვეთილის სცენარის შედგენას ენობრივ-ლიტერატურული მასალის ინტეგრირებით; ეცოდინება საპლოტო სახელმძღვანელოების აგების პრინციპები.
  • სტუდენტი შეძლებს თხზულების ნაწილებად დაყოფა-დასათაურებას; ძირითადი სათქმელის (დედააზრის) წარმოჩენასა და ანალიზს; თხზულების შემადგენელი თემების გამოყოფას და განხილვას; აბზაცის ძირითადი წინადადების დაძებნა-დახასიათებას; თხზულების ახსნასა და სწავლებას; მწერლის მხატვრული ჩანაფიქრის ანალიზსა და ინტერპრეტაციას.
  • სტუდენტს საშუალება ექნება, გაეცნოს ენათმეცნიერულ და ლიტერატურულ ნაშრომებს; კრიტიკულად შეაფასოს ესა თუ ის თვალსაზრისი; შეაჯეროს განსხვავებული მოსაზრებანი; დაასაბუთოს და დაიცვას საკუთარი აზრი.
  • სტუდენტი მზად იქნება, მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო-საგრანტო პროექტებში პროფესორთან ერთად; მოცემულ პროექტში იგი შეძლებს საკითხის შესაბამისი მასალის მოპოვება-მოძიებას, დახასიათებას, კომენტირებას.
  • სტუდენტი შეძლებს აგრეთვე უძველესი ქართული წარწერებისა და ხელნაწერების ახალი ქართულით გადმოტანას, ტექსტის მორფოლოგიურ-სინტაქსურ ანალიზს.
  • სათანადო ორთოგრაფიული ნორმების ცოდნით აღჭურვილი სტუდენტი თავისუფლად შეძლებს ნებისმიერი ფუნქციური სტილის მქონე ტექსტის გამართვასა და კორექტურა-რედაქტირებას.
  • თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგიისა და სინტაქსის სათანადო დონეზე ცოდნა  სტდენტს საშუალებას მისცემს განიხილოს, გააანალიზოს და შეაფასოს ენათ-მეცნირული ნაშრომები, შეაჯეროს განსხვავებული თვალსაზრისები და წარმოაჩინოს საკუთარი პოზიცია.
  • სტუდენტი შეძლებს იმსჯელოს ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ეტაპებზე; მას საშუალება ექნება სალიტერატურო ენის პერიოდიზაციასთან დაკავშირებით (ამ საკიხთის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს) წარმოაჩინოს საკუთარი მოსაზრება.
  • მნიშვნელოვანია ისიც, რომ სტუდენტი უპრობლემოდ შეძლებს ძველი და თანამედროვე ქართული ენის ძირითადი ლექსიკური ფონდის სემანტიკურ ბადეებად დანაწილებას, რაც დიდად დაეხმარება მას სხვადასხვა სახის ლინგვისტიკური სტატია წერილებისა და საენათმეცნიერო პროექტების მომზადებაში.
  • სტუდენტს საშუალება ექნება, ამა თუ იმ მწერლის ენა გააანალიზოს გამომსახველობით საშუალებათა სტილისტიკური ხერხების გამოყენებით.
  • სტუდენტი შეძლებს მსჯელობას და საკუთარი თვალსაზრისის წარმოჩენას იმ სოციალური ფაქტორების შესახებ, რომლებიც მეტნაკლებად გავლენას ახდენენ ენაზე.
  • სტუდენტისათვის პრობლემა არ იქნება, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახის ელექტრონული ლექსიკონების შედგენა-მომზადებაში.
  • მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტიპოლოგიური ანალიზის პრინციპების გამოყენებით სტუდენტი თავისუფლად შეძლებს ტიპოლოგიურად განსხვავებულ ენათა შედარება-შეპირისპირებას, რაშიც მას დიდად დაეხმარება ინგლისური ენის სათანადო დონეზე ცოდნა.
  • სტუდენტი უპრობლემოდ შეძლებს ენის მონაცემების, ლიტერატურული ნაწარმოებების, მუსიკალური კომპოზიციებისა და სახვითი ხელოვნების ნიმუშების ეთნოფსიქიკურ ანალიზს.
  • სტუდენტი დაეუფლება სხვადასხვა ტიპის ლექსიკონების მოხმარების უნარს, ამავდროულად შეძლებს საკუთარი მოკლე ლექსიკონის შედგენას.
  • სტუდენტს ექნება იმის უნარი, რომ სხვადასხვა ტიპის პრობლემა (ენათმეცნიერული თუ ლიტერატურული) გაიაზროს, გააანალიზოს თეორიულ ჭრილში და გამოიტანოს სწორი დასკვნები.
  • სტუდენტი შეძლებს საბაკალავრო ნაშრომის მომზადებას.
  • რაც მთავარია, სტუდენტი დაეუფლება ნებისმიერი პრაქტიკული პრობლემის იდენტიფიკაციისა და მისი მართებულად გადაჭრის უნარჩვევებს.
  • სტუდენტს ექნება ხელოვნების სხვადასხვა დარგისა და მიმართულების  ურთიერთქმედების ანალიზის საფუძველზე მიღებული შედეგების გლობალურ კონტექსტში გააზრების უნარი.
  • სტუდენტი უპრობლემოდ შეძლებს სწავლის გაგრძელებასა და წარმართვას მომდევნო საფუხურზე.
  • სტუდენტს ექნება სრული წარმოდგენა დარგობრივი ინგლისური ენის (ბიზნესი, სამართალი, ისტორია, ფილოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა) მრავალმხრივი ფუნქციონირების სფეროების შესახებ და ეცოდინება კონკრეტულ დარგებთან დაკავშირებული მრავალფეროვანი თემატიკა და დარგობრივი ტერმინოლოგია.
  • სტუდენტს გამოუმუშავდება სწრაფი კითხვის, მოსმენისა და მოსმენილი მასალის ადეკვატური აღქმის უნარ-ჩვევები მრავალფეროვანი დარგობრივი ინგლისური ენის სხვადასხვა სახის მასალის გათვალისწინებით.
  • სტუდენტი შეძლებს, ინგლისურ ენაზე ჩამოაყალიბოს მოცემული ტექსტი აკადემიური წერის პრინციპებისა და მეთოდების გათვალისწინებით.
  • სტუდენტი თავისუფლად შეძლებს ქართულ და ინგლისურ ენებზე არსებული ისტორიულ-კულტურული, რელიგიური და ლიტერატურული წყაროების მოძიება-მოპოვებას, განმარტებასა და საჭიროების შემთხვევაში დამოწმებას.

დასკვნის უნარი

  • ძველი ქართული ლიტერატურის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მასალებისა და ინფორმაციის მოპოვების უნარი შესაბამისი დასკვნის ჩამოსაყალიბებლად.
  • ახალი ქართული ლიტერატურის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მასალებისა და ინფორმაციის მოპოვების უნარი შესაბამისი დასკვნის ჩამოსაყალიბებლად.
  • უახლესი ქართული ლიტერატურის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მასალებისა და ინფორმაციის მოპოვების უნარი შესაბამისი დასკვნის ჩამოსაყალიბებლად.
  • ძველი ქართული ენის აქტუალურ საკითხებთან  (ფონეტიკა-ფონოლოგია, მორფოლოგია, სინტაქსი, ლექსკა) დაკავშირებით მასალებისა და ინფორმაციის მოპოვების უნარი შესაბამისი დასკვნის ჩამოსაყალიბებლად.
  • თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგიის კატეგორიებთან დაკავშირებით მასა-ლებისა და ინფორმაციის მოპოვების უნარი შესაბამისი დასკვნის ჩამოსაყალიბებლად.
  • თანამედროვე ქართული ენის სინტაქსურ კატეგორიებთან დაკავშირებით მასალებისა და ინფორმაციის მოპოვების უნარი შესაბამისი დასკვნის ჩამოსაყალიბებლად.
  • სხვადასხვა სახის თეორიული მასალის აღქმა-გააზრებისა და ინტერპრეტაციის უნარი.
  • ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებულ დასკვნათა განზოგადების უნარი.
  • საბაკალავრო ნაშრომში დასკვნათა განზოგადების უნარი.

კომუნიკაციის უნარი

  • სამეცნიერო გარემოში დიალოგის, აზრთა გაცვლა-გამოცვლის, დებატებისა და პრეზენტაციის წარმართვის უნარი (ქართულ და ინგლისურ ენებზე).
  • საჭირო საპრეზენტაციო საკითხთან დაკავშირებით ქართული ენის ფუნქციონირების შესაბამისი სტილის შერჩევის უნარი.
  • პროფესიულ თუ არაპროფესიულ გარემოში საჭირო წერილობითი დოკუმენტების მომზადება-შედგენის უნარი.
  • საკუთარი ნააზრევის საჯაროდ დაცვის უნარი.
  • მოსმენისა და კამათის უნარი. 

სწავლის უნარი

  • ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის გაღრმავების მიზნით საკუთარი სასწავლო პროცესის დაგეგმვა-განხორციელების უნარი.
  • საკუთარი საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობის სწორად განსაზღვრისა და სასწალვო პროცესის მართებულად შეფასების უნარი.
  • სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვის უნარი.
  • სასწავლო პროცესის დამოუკიდებლად მართვის უნარი.

ღირებულებები

  • მრავალწლიანი შემოქმედებითი (ისტორიული, ლიტერატურული, რელიგიური...) მემკვიდრეობის კრიტიკული ანალიზისა და ზნეობრივი იდეალების საფუძველზე ღირებულებათა ფორმირების პროცესში მონაწილეობის უნარი.
  • მარადიული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გააზრება, საკუთარი ქვეყნის ისტორიულ-კულტურული წარსულის გაცნობიერება, სხვა ქვეყნების ფასეულობათა და ტრადიციებისადმი  პატივისცემა, ზნეობრივი ნორმების დაცვა, სხვადასხვა საკითხზე მსჯელობისას სხვათა ნააზრევის კრიტიკული შეფასება ეთიკის ფარგლებ¬ში.
  • სოციალური (ამა თუ იმ საკიხის განხილვა-ანალიზისას კოლეგებთან ურთიერთთანამ შრომლობის, ერთმანეთის დასახმარებლად მზადყოფნის, დიალოგისა და დისკუსიის უნარი) და პიროვნული (პასუხისმგებლობის გრძნობა, თავმდაბლობა, დროის მენეჯმენტი, კონფლიქტის მართვა) კომპეტენციები.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა 

საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს, რომელიც ჩაირიცხება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.

ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში.

დასაქმების სფერო 

ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება შესაძლებლობა, იმუშაოს ნებისმიერ სამსახურსა და იმ თანამდებობებზე, რომლებზედაც არ მოითხოვება ქართული ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი, აგრეთვე იგი უფლებამოსილია, სწავლა განაგრძობს სამაგისტრო პროგრამით, რომელიც ორიენტირებულია შემდგომი დონის სპეციალისტის მომზადებაზე.

ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ქართული ფილოლოგიის ბაკალავრებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ:

  • კორექტორ-რედაქტორებად ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში;
  • რადიო და სატელევიზიო გადაცემების რედაქტორებად სხვადასხვა ტელეკომპანიაში; 
  • ტექსტების რედაქტორებად სარეკლამო სააგენტოებში;
  • მთარგმნელებად (ქართულ-ინგლისური, ინგლისურ-ქართული) სხვადასხვა ოფისში;
  • თარჯიმნებად სამეცნიერო კონფერენციებსა და სემინარებზე;
  • ინგლისურენოვანი ფილმების მთარგმნელებად ტელე და კინოკომპანიებში;
  • სცენარებისა და პიესების მთარგმნელ-რედაქტორ-კორექტორებად;
  • აღმზრდელებად ბაგაბაღებში;
  • საქმის ქაღალდების (მათ შორის, საჯარო გამოსვლის) რედაქტორ-შემდგენლებად სხვადასხვა ოფისში;
  • გახანგრძლივებული კლასების მასწავლებლებად;
  • ნოტარიუსების, მოსამართლეებისა და ადვოკატების თანაშემწეებად (შესაბამისი საქმის ქაღალდების გაფორმება-მომზადების მიზნით);
  • ოფისმენეჯერის თანაშემწეებად (ტექსტური ნაწილის მომზადება-რედაქტირების თვალსაზრისით);
  • სპიჩრაიტერებად (თანამდებობის პირთათვის გამოსასვლელი სიტყვების შემდგენელ-რედაქტორებად);
  • საპრეზენტაციო ცენტრებში თანაშემწეებად (პრესრელიზებისა თუ სხვა სახის საქმის ქაღალდების მომზადების მიზნით);
  • ნებისმიერი სახის პროექტებში ტექსტური ნაწილის მთარგმნელ-რედაქტორ-კორექტორებად;
  • საელჩოებში ქართულ-ინგლისური თუ ინგლისურ-ქართული დოკუმენტაციის შემდგენელ-რედაქტორებად;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებების  თანამშრომლებად სხვადასხვა კომპანიაში;
  • გიდებად;
  • გასართობი ცენტრებისა და საბავშვო გადაცემების ორგანიზატორ-დიჯეი-კონფერენსიეებად;
  • საოფისე პრესსამსახურის ტექსტური ნაწილის შემდგენელ-რედაქტორებად;
  • ბანკებში მომხმარებელთა განმანაწილებლად (საბანკო ოპერაციების შემსრულებლებთან საკონტაქტოდ);
  • საბრენდო მაღაზიებში მრჩეველ-კონსულტანტებად.

ზოგადი კომპეტენციები:

ცოდნა და გაცნობიერება

  • ფილოლოგიური (საენათმეცნიერო და ლიტერატურული) ცოდნის (როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული) კრიტიკული გააზრება
  • მოცემულ საკითხთან დაკავშირებული პრობლემების გაცნობიერება და შეძლებისდაგვარად გადაწყვეტა მათზე ადეკვატური რეაგირების საფუძველზე
  • საკუთარი ნააზრევისა და კოპმლექსური საკითხების გაცნობიერება

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

  • თეორიული ცოდნის საჭიროების შემთხვევაში ადეკვატურად გამოყენების უნარი
  • საჭირო მასალისა და სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება-ანალიზის უნარი
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა პროექტებში მონაწილეობის უნარი
  • პროექტის მართვა-ხემლძღვანელობის უნარი

დასკვნის უნარი

  • თეორიული ცოდნისა და საკუთარი ნააზრევის შეჯერებისა და შესაბამისი დასკვნების გამოტანის  უნარი
  • საპირისპირო თვალსაზრისების შედარების, მსგავსება-განსხვავებათა დაძებნისა და სათანადო დასკვნების წარმოჩენის უნარი
  • საკუთარი ნააზრევის ფორმისა და შინაარსის ადეკვატურად გამოხატვის უნარი შესაბამისი სწორი დასკვნების მისაღებად

კომუნიკაციის უნარი

  • მეცნიერებსა და მკვლევრებთან დიალოგის უნარი
  • საკუთარი ნააზრევის საჯაროდ დასაბუთების უნარი
  • ინტერნეტსივრცის გამოყენების უნარი აზრთა გაცვლა-გამოცვლის მიზნით

სწავლის უნარი

  • გააზრებული და მიზანმიმართული მართვა სწავლის პროცესისა შესაბამისი სტრატეგიების გათვალისწინებით
  • სათანადო მოხმარება-გამოყენება- შეფასება-შეჯამების ჩამოყალიბებული სისტემებისა ღირებულებები
  • აქტიური მონაწილეობა (და შეძლებისდაგვარად საკუთარი თვალსაზრისის წარმოჩენა-დასაბუთება) ეროვნული ღირებულებების ჩამოყალიბების პროცესში

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები

  1. დისკუსია-დებატები
  2. ჯგუფური მუშაობა
  3. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
  4. გონებრივი იერიში
  5. დემონსტრირების მეთოდი
  6. ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  7. ინდუქციის, დედუქციის, ანალიზის, სინთეზის მეთოდები
  8. კომუნიკაციური მეთოდი
  9. გრამატიკულ-მთარგმნელობითი მეთოდი
  10. ელექტრონული სწავლება
  11. ვერბალური მეთოდი
  12. წერითი მუშაობის მეთოდი
  13. პრაქტიკული მეთოდები (მაგ. პედაგოგიური პრაქტიკა)
  14. თანამშრომლობითი სწავლება
  15. წიგნზე მუშაობის მეთოდი
  16. ინტერაქტიური მეთოდი
  17. დამოუკიდებელი მუშაობა
  18. ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება
  19. ლოგიკური აზროვნების მეთოდი
  20. კრეატიული აზროვნების მეთოდი
  21. შედარებითი ანალიზი
  22. ანალიტიკურ-კომუნიკაციური მეთოდი (ჯანსაღი ცხოვრების წესის სწავლების შემთხ-ვევაში)
  23. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
  24. ევრისტიკული მეთოდი
  25. შემთხვევის ანალიზი
  26. დემონსტრირების მეთოდი
  27. თვალსაჩინოებაზე მუშაობის მეთოდი
  28. წიგნსა და სპეციალურ ტექსტებზე მუშაობის მეთოდი
  29. ვიზუალური მასალის დემონსტრირება
  30. შემთხვევის ანალიზი
  31.  Bრაინ სტორმინგ
  32. სიტუაციური თამაშები
  33. ავადმყოფის ადგილზე გასინჯვის მეთოდი (ნევროლოგიის სწავლების შემთხვევაში)
  34. ვერბალური მეთოდი
  35. ელექტრონული სწავლება
  36. საშინაო დავალება
  37. როლური და სიტუაციური თამაშები
  38. ჰერმენევტიკული მეთოდი
  39. ფენომენოლოგიური მეთოდი
  40. მუსიკალური კომპოზიციის ანალიზი (ჯაზის ისტორიის სწავლების შემთხვევაში)
  41. ხატვა-დიზაინის პრაქტიკულად სწავლება (ამ საგნის არჩევის შემთხ¬ვევაში)
  42. პრაქტიკული მეთოდი
  43. ლაბლორატორიული მეთოდი
  44. ტექსტის ლინგვისტური პარამეტრებით დამუშავება
  45. საშინაო დავალების შესრულება (სასწავლო თემის შესაბამისი ინფორმაციის დამოუ-კიდებლად მოძიება)
  46. მრავლობითი ინტელექტის თეორია
  47. ლინგვისტიკურ-მთარგმნელობითი მეთოდი
  48. გამოცნობის მეთოდი (სხვადასხვა სახის მუსიკალური ნიმუშების – სასიმღერო, დასაკრავი, საცეკვაო – ინდენტიფიცირება)
  49. მხატვრული ტილოს აღწერა-ანალიზი
  50. სისტემური აზროვნების მეთოდი
  51. მოდელირების მეთოდი
  52. აღწერითი მეთოდი
  53. ჰიპოთეტიკური მეთოდი

შეფასების სისტემა

სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული  სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში;

სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულაა, რომელიც უტოლდება საბოლოო შეფასების 100 პროცენტს.

სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემის  მიხედვით:

დადებითი შეფასებები:

(A) ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი:

(B) ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%:

(C) კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%:

(D) დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%:

(E) საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%:

უარყოფითი შეფასებები:

(FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41- 50%;

(F) ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები; 

(FX) ვერ ჩააბარა - უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე; 

(F) ჩაიჭრა - უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტ ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი; 

სტუდენტს შეუძლია მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში ერთი და იგივე სასაწავლო კურსი აიღოს მხოლოდ ორჯერ, მათ შორის, მიღებული დადებითი შეფასების გაუმჯობესების მიზნითაც; 

სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს;

დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით; 

შუალედურ შეფასებაში სავალდებულოა ორი შუალედური გამოცდის გათვალისწინება, რომელთა შეფასებათა ჯამი 40 ქულის ტოლია (თითოეული 20-20 ქულა);

შუალედური შეფასების 20 ქულის განაწილება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს  რამოდენიმე ტესტირებას, სემინარებზე, პრაქტიკულ მეცადინოებებზე აქტივობას, წარმოებს სასწავლო კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე და დეტალურად გაიწერება სილაბუსში კურსის წამყვანი პროფესორის მიერ; 

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით უგროვდება 51 ქულა;

სტუდენტი დამატებით დასკვნით გამოცდაზე გადის იმავე სემესტრში. დასკვნით და შესაბამის დამატებით დასკვნით გამოცდებს შორის შუალედი არ შეიძლება იყოს 10 დღეზე ნაკლები; 

სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა (კუმულატიური ქულის გამოთვლა ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოსაც).

კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად განხორციელდეს: ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი გამრავლდეს ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი გაიყოს სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.

პროგრამის განსახორციელებლად მისაღწევი რესურსები

მატერიალური რესურსი:

  • კანონმდებლობით გათვალისწინებული ფართი (სასწავლო და დამხმარე);
  • სათანადო ინვენტარით აღჭურვილი აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები, აკადემიური პერსონალის სამუშაო ოთახები, ადმინისტრაციის მუშაობისათვის განკუთვნილი ფართი;
  • ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა;
  • სველი წერტილები;
  • ბუნებრივი განათება;
  • გათბობის საშუალებები;
  • ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;
  • ვაკუაციის გეგმა;
  • სამედიცინო დახმარების მექანიზმები (სამედიცინო კაბინეტი);
  • წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები (უნივერსიტეტის დაცვა);
  • კომპიუტერთა სათანადო რაოდენობა და ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სახელმძღვანელოებითა და თანამედროვე საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა;
  • ადამიანური რესურსი:
  • აკადემიური პერსონალი შერჩეული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მათი კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
  • მკვლევარებად და მასწავლებლებად უნივერსიტეტში მოწვეულნი არიან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პრაქტიკოსი მუშაკები და სამეცნიერო ხარისხის მქონე პირები.

დანართი 1: პროგრამის სასწავლო გეგმა და შედეგების რუქა.

დანართი 2: СV -  თამარ ვაშაკიძე

ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსები და სილაბუსები