• აბიტურიენტის გზამკვლევი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

GAU-ს კურსდამთავრებულები

„კორძაძის საადვოკატო ბიურო“

2013 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა. ამ უნივერსიტეტმა პროფესიული განვითარების კუთხით ძალიან ბევრი რამ მომცა. საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული, როგორც სასწავლო პროცესში...

პროფესორები და ლექტორები

თამარ კიკნაძეს განათლება მიღებული აქვს მოსკოვის დიპლომატიური აკადემის დოქტორანტურაში, ინგლისის ლონდონ-პარკის სკოლაში, თბილისის მენეჯერთა სკოლაში, თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტიში, 1988 წელს გაიარა სტაჟირება უნგრეთში, ქ. ავსტრიაში - ეკონომიკური განათლების სკოლაში, 2000-2001 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები...

დეკანის მისალმება

მოგესალმებით ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ახლად დაარსებული ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის სახელით!

ქვეყნის ინტელექტუალური, შემოქმედებითი თუ საზოგადოებრივი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა წამყვანი დარგები თავიანთ თავზე ორმაგ ფუნქციას იღებენ, რითაც, ერთი მხრივ, ხელს უწყობენ  ეროვნული მენტალიტეტის მქონე, პასუხისმგებლობით აღსავსე პიროვნების ჩამოყალიბებას, ხოლო, მეორე მხრივ, მყარ ნიადაგს ქმნიან  მცოდნე, ერუდირებული, ლიდერის თვისებებით აღჭურვილი „მსოფლიო საზოგადოების''  ღირსეული წევრის ფორმირებისათვის.

ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა წარმოგიდგენთ ქართული ფილოლოგიის, ინგლისური ფილოლოგიისა და ისტორიის პროგრამებს, რომლებიც ძირითად სპეციალობაზე სრულყოფილი ფოკუსირების გზით შეძენილი მყარი ცოდნის გარდა გთავაზობთ 21-ე საუკუნის ადამიანისათვის აუცილებელი ზოგადი თუ დარგობრივი, სოციალური თუ ინდივიდუალური კომპეტენციების განვითარებისა და „ხარისხიანი''  სწავლის ეფექტური სტრატეგიების ჩამოყალიბების შესაძლებლობას.

ჩვენი სკოლის პროგრამების გახორციელებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მაღალი პროფესიული დონის მქონე სპეციალისტებისა და მოწინავე მეცნიერებისაგან შემდგარი გუნდი, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს, რათა სტუდენტებმა შეძლონ, თავიანთი ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალი სრულად გამოავლინონ. თავად ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტიც, თავისი ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და კომფორტული, მეგობრული ატმოსფეროთი დიდად  უწყობს ხელს აკადემიური პროცესის ხარისხიან მართვას.

ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის, რომ მრავალფეროვანი ჰუმანიტარული და სოციალური დისციპლინების გარდა სტუდენტს ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ მისთვის საინტერესო საფაკულტეტო საგნები ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამი სხვა სკოლის (ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის) აპრობირებული დისციპლინებიდან აირჩიოს.

ზემოთ აღნიშნული კურსების გავლა ჩვენი სკოლის  კურსდამთავრებულებს დამატებით შესძენს კრიტიკულ-ლოგიკურ-აბსტრაქტული, სივრცული, შემოქმედებითი აზროვნებისა და კომპიუტერული ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს სწავლა გააგრძელონ მაგისტრატურაში როგორც ჰუმანიტარული მიმართულების სხვადასხვა დარგების, ისე სოციალური თუ საბუნებისმეტყველო დარგებისა და ბიზნესის ადმინისტრირების სხვადასხვა მიმართულების (მენეჯმენტის, მარკეტინგის, პიარტექნოლოგიების) განხრითაც. 

მკაცრი მოთხოვნისა და სწავლების პროცესის ხარისხიან მართვაზე დაფუძვნებული ობიექტური შეფასების  კრიტერიუმების გამოყენების საფუძველზე ქართული ფილოლოგიის, ინგლისური ფილოლოგიისა და ისტორიის პროგრამები ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში დასაქმებული, წამყვანი სპეციალისტების აღზრდას, რომლებიც თავიანთი ღრმა ცოდნით, ფართო განათლებითა და წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ყველა ზოგადი და დარგობრივი პრაქტიკული ჩვევის მეშვეობით შეძლებენ  მრავალნაირი საქმის წამოწყებას,  დაკისრებული მოვალეობის მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებას, საქმის სათანადოდ მართვასა და სასურველი შედეგის მიღებას.

ეს ყოველივე, ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებულებს მაღალკონკურენტიან ქართულ შრომით ბაზარზე ძალზე წარმატებული კარიერის მყარ საფუძველს შეუქმნის.

ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში სწავლა თითოეული სტუდენტისაგან მოითხოვს ორგანიზებულობას, თავდაუზოგავ შრომასა და განუხრელ სწრაფვას როფესიონალიზმისაკენ. 

რუსუდან ციციშვილი, ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, ფილოლოგიის დოქტორი, სრული პროფესორი.

გისურვებთ წარმატებას!

რუსუდან ციციშვილი

ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების სკოლის დეკანი

 

 

რუსუდან ციციშვილი, გაუ-ს ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების სკოლის დეკანი