• ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

"მუშაობის სწავლის ადრეულ ეტაპზევე დაწყება და შემდგომი წარმატების მიღწევა სწორედ გაუ-ში შეძენილი განათლებისა და უნარ-ჩვევების საშუალებით მოვახერხე..."

პროფესორები და ლექტორები

ლევან მესხორაძე 2007 წლიდან კითხულობს ლექციებს საერთაშორისო საჯარო და ადამიანის უფლებათა სამართალში, აქვს საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებათა სამართლის, ასევე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება...

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

პროგრამის სახელწოდება 

ინგლისური ფილოლოგია

საფეხური

ბაკალავრიატი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია

ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრი

პროგრამის ხელმძღვანელი

რუსუდან ციციშვილი

დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის ხელმძღვანელის კვალიფიკაციასა და მის  სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით მოცემულია პროგრამაზე თანდართულ დოკუმენტებში.

პროგრამის მოცულობა

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების სტანდარტული ხანგრძლივობა არის 4 წელი, 8 სემესტრი.

წლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 60 კრედიტს, ე.ი სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა.

ინგლისური ფილოლოგიის პროგრამა მოიცავს სულ  348 კრედიტს და შედგება სავალდებულო  და არჩევითი დისციპლინებისაგან. სავალდებულო და არჩევითი დისციპლინების სრული რაოდენობა შეადგენს  84 დისციპლინას, მათ შორის:

35 სავალდებულო დისციპლინას, 1 საბაკალავრო ნაშრომს და 48 არჩევით დისციპლინას. სავალდებულო საგნები მოიცავს   165 კრედიტს ( სავალდებულო სპეციალური - 138 კრედიტი და სავალდებულო საფაკულტეტო - 27 კრედიტი), ხოლო არჩევითი მოდული მოიცავს 183  კრედიტს (არჩევითი სპეციალური - 39 კრედიტი და არჩევითი საფაკულტეტო - 144 კრედიტი). 

ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტმა ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად  საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი. აქედან გამომდინარე,  სავალდებულო საგნებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს  165 კრედიტი (138 კრედიტი + 27 კრედიტი) და არჩევით მოდულში მინიმუმ 75 კრედიტი (165 + 75 = 240)

სწავლების კონცეფცია

ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის შემადგენელი სავალდებულო და არჩევითი დისციპლინები  შემდეგნაირად ნაწილდება სემესტრების მიხედვით:

I კურსი, I სემესტრი

  1. ინგლისური ენა B 1+ - 6კრ
  2. ინგლისური ენის პრაქტიკული გრამატიკა B 1+ - 3კრ
  3. ტექსტის ანალიზი B 1+ - 3კრ
  4. ინგლისური ენის ფონეტიკა -3კრ  
  5. ლათინური ენა-6კრ L
  6. მსოფლიო ცივილიზაციების ისტორია 1- 6 კრ
  7. მეტყველების კულტურა/აკადემიური წერა /საქართველოს ისტორიის ზოგადი კურსი -3კრ 

I კურსი, II სემესტრი

  1. ინგლისური ენა B 2 -6კრ
  2. ინგლისური ენის პრაქტიკული გრამატიკა B 2 -3კრ
  3. ტექსტის ანალიზი B 2 -3კრ
  4. სწავლის უნარ-ჩვევები -3კრ  
  5. მსოფლიო ცივილიზაციების ისტორია 2   - 6 კრ
  6. ანტიკური ლიტერატურის ისტორია  - 6კრ 
  7. ეთნოფსიქოლოგია სახვით ხელოვნებაში/ეთნოფსიქოლოგია ლიტერატურასა და პუბლიცისტიკაში/ მსოფლიო ხელოვნების შედევრები - 3 კრ 

II კურსი, III სემესტრი                                                 

  1. ინგლისური ენა B 2+ -6კრ
  2. ინგლისური ენის პრაქტიკული გრამატიკა B 2 + -3კრ
  3. ანალიზური კითხვა B 2+ -6კრ
  4. ენათმენიერების შესავალი  - 6კრ
  5. კრიტიკული აზროვნება/ლოგიკა  3კრ
  6. გერმანული ენა 1  / რუსული ენა 1 – 6 კრ           

II კურსი, IV სემესტრი

  1. ინგლისური ენა ჩ 1 - 6კრ
  2. ინგლისური ენის მორფოლოგია - 3კრ 
  3. ანალიზური კითხვა ჩ 1 - 6კრ 
  4. ინგლისური ენის ისტორია - 3კრ 
  5. ზოგადი ფსიქოლოგია/ პოლიტიკური მეცნიერების შესავალი /სოციოლოგია - 3კრ
  6. გერმანული ენა 2 /რუსული ენა 2  - 6კრ
  7. ეთიკა + ბიოეთიკა + ეკოეთიკა და მდგრადი განვითარება/ესთეტიკა/მსოფლიო რელიგიების ისტორია/კომპიუტერული უნარები 1 ან 2 – 3 კრ                  

III კურსი, V სემესტრი 

  1. ინგლისური ენა ჩ 1+ - 6კრ
  2. ინგლისური ენის სინტაქსი - 3კრ 
  3. ინგლისური ენის ლექსიკოლოგია -6კრ
  4. ლიტერატურათმცოდნეობა/მე-20 საუკუნის ლიტერატურული შედევრები 2/მე-20 საუკუნის დასავლური ლიტერატურის ისტორია- 3კრ
  5. გერმანული ენა 3 /რუსული ენა 3  - 6კრ
  6. მსოფლიო კინოს ისტორია/ჯანსაღი ცხოვრების წესი/რიცხვები და გამოთვლები 1 – 6 კრ 

 III კურსი, VI სემესტრი

  1. ინგლისური სპეციფიური მიზნებისათვის (ბიზნესი) -3 კრ 
  2. ტექსტის ინტერპრეტაცია (პროზა და დრამა) -6კრ
  3. თეორიული გრამატიკა-3კრ
  4. ინგლისური ენის სტილისტიკა-3კრ
  5. გერმანული ენა 4 /რუსული ენა 4  - 6კრ
  6. შექსპირის სამყარო/რიცხვები და გამოთვლები, მონაცემთა დამუშავება 2 -6კრ
  7. მხარეთმცოდნეობა(ამერიკა)/ამერიკული ხელოვნების ისტორია - 3 კრ 

IV კურსი, VII სემესტრი

  1. ინგლისური აკადემიური მიზნებისათვის (სამართალი)-3კრ
  2. ტექსტის ინტერპრეტაცია (პოეზია) - 6 კრ  
  3. საჯარო გამოსვლა-3კრ
  4. აკადემიური წერა (ინგლისური) -3კრ
  5. მე-20 საუკუნის ინგლისის ლიტერატურა-6კრ
  6. ეთნომუსიკოლოგია/ჯაზის ისტორია - 3 კრ
  7. ადამიანის უფლებები/სამოქალაქო განათლება/რიცხვები და გამოთვლები, გამოყენენებები 1  -3 კრ 

IV კურსი, VIII სემესტრი 

  1. საბაკალავრო ნაშრომი - 6 კრ
  2. თარგმნის თეორია და პრაქტიკა -6კრ 
  3. მე-20 საუკუნის ამერიკის ლიტერატურა- 6კრ
  4. ფილოსოფიის შესავალი-3კრ
  5. საინფორმაციო საზოგადოება და კომუნიკაციის თეორიული საფუძვლები/კლიმატის ცვლილება და ადამიანის ჯანმრთელობა  / რიცხვები და გამოთვლები, გამოყენებები 2-3 კრ
  6. სამეცნიერო ენა/ლექსიკოგრაფიის საფუძვლები/ენის ფილოსოფია - 3 კრ
  7. ტექსტის ლინგვისტიკა /ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგია  -6კრ

ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის განხორციელებისას  ზოგადი პროფილის პრაქტიკული ინგლისური ენის სწავლება ხდება ეტაპობრივად B 1+-დან ჩ 1/ჩ 1+ დონემდე, რაც საფუძველს ქმნის, უპირველეს ყოვლისა, კებრიჯის საერთაშორისო გამოცდების ჩასაბარებლად (პროგრამის ფარგლებში, VI  ან  VII სემესტრის ბოლოს)  საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს  (ჩEFღ)  სტანდარტით განსაზღვრულ B2(FჩE) და  ჩ1/ჩ 1+ (ჩAE) დონეებზე  ენის საერთაშორისო კვალიფიკაციის მოსაპოვებლად, ასევე, ისეთი სპეციალური თეორიული და პრაქტიკული საგნების შესასწავლად, როგორიცაა დარგობრივი ინგლისური ენა (ბიზნესი, სამართალი, პოლიტიკა), ტექსტის ინტერპრეტაცია, აკადემიური წერა, თარგმნის თეორია და პრაქტიკა, თეორიული გრამატიკა,ინგლისური ენის ლექსიკოლოგია, ინგლისური ენის სტილისტიკა, ტექსტის ლინგვისტიკა, ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგია, ინგლისური ენის ლექსიკოგრაფია, მე-20 საუკუნის ლიტერატურის ისტორია (ინგლისი, ამერიკა, დასავლეთ ევროპა), და ა შ.

ენობრივი კომპეტენციის თანმიმდევრული ზრდა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია  ზოგადსაგანმანათლებლო დისციპლინებისათვისაც (მსოფლიო ხელოვნების შედევრები, ამერიკის ხელოვნება, ჯაზის ისტორია, ეთნომუსიკოლოგია, ეთნოფსიქოლოგია - სახვითი ხელოვნება, ეთნოფსიქოლოგია ლიტერატურასა და პუბლიცისტიკაში  მსოფლიო კინოს ისტორია, ესთეტიკა, ეთიკა, ფილოსოფიის შესავალი, ცივილიზაციების ისტორია, კრიტიკული აზროვნება, პოლიტიკური მეცნიერების შესავალი, სამოქალაქო განათლება და ა.შ), რადგან, გარდა იმისა რომ ზოგიერთი მათგანი ინგლისურად იკითხება (განსაკუთრებით III/IV კურსებზე), სილაბუსებში ძირითად ქართულენოვან სახელმძღვანელოებთან ერთად მითითებულია ძირითადი და დამატებითი ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოები და მრავალფეროვანი ინტერნეტ რესურსები, რომელთა უმეტესობა გათვალისწინებულია მაღალი ენობრივი კომპეტენციის მქონე მკითხველთათვის.

ინგლისური ფილოლოგიის პროგრამა ხასიათდება რამდენიმე ახლებური მიდგომით, როგორც პროგრამის შინაარსის, ისე სწავლების მეთოდოლოგიის თვალსაზრისით: 

  1. უკლებლივ ყველა სპეციალური და ზოგადსაგანმანათლებლო საგნის შესწავლისას დისციპლინის თემატიკის დამუშავებისა და მისი კრიტიკული გააზრების გარდა პროგრამაში განსაკუთრებული მნიშვნელობა  მრავალფეროვანი დარგობრივი ტერმინოლოგიისა და ფრაზეოლოგიის შესწავლასაც ენიჭება (თითოეული საგნისთვის შედგება თემატური ტერმინოლოგიის ლექსიკური  მინიმუმი, რაზეც ინგლისური ენის პედაგოგები და საგნის მასწავლებლები ერთად იზრუნებენ), რაც ინგლისური ენის კომპეტენციის განუხრელ ხრდას უწყობს ხელს და ამავდროულად ინგლისური პროფესიულ -დარგობრივი ლიტერატურის ორიგინალში კითხვის შესაძლებლობასაც იძლევა.
  2.  პროგრამა სწავლისა და სწავლების პროცესის უმნიშვნელოვანეს კომპონენტად დამოუკიდებელ მუშაობას მიიჩნევს. საშინაო დავალების ტრადიციულ ფორმებთან ერთად დიდი ყურადღება ექცევა საშინაო დავალების ინოვაციურ ფორმას, 12 - თვიან ელექტრონულ/ონლაინ  კურსს „ჩემი ლაბორატორია“ (Mყ Lაბ), რომელიც გამოიყენება არამარტო ინგლისური ენის სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკული კურსის დამატებად (Mყჭრიტინგლაბ, MყღეადინგLაბ, Mყჩომპლაბ, MყLიტერატურეLაბ), არამედ  აგრეთვე რამდენიმე ზოგადსაგანამანათლებლო დისციპლინაში მიღებული ცოდნის გასამყარებლადაც (MყAნტჰროLაბ, MყAრტსLაბ,  MყMუსიცLაბ, MყHისტორყKიტ, MყEტჰიცსKიტ, MყLოგიცLაბ, MყPსყცჰკიტ, MყღელიგიონKიტ, MყშოცLიბრარყ, MყPოლიშციKიტ, MყPჰილოსოპჰყLიბრარყ).
  3.  პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის, რომ  მრავალფეროვანი ჰუმანიტარული დისციპლინების გარდა ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებს ეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ ფილოლოგიური და სოციალური დისციპლინების გარდა საბუნებისმეტყველო დისციპლინებსაც ეზიარონ. დაინტერესებული სტუდენტები მათთვის საინტერესო საგნებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ინჟინერიის სკოლის აპრობირებული დისციპლინებიდან აირჩევენ.
  4. კიდევ უფრო მნიშვნელოვან სიახლედ გვევლინება ის, რომ ექსპერიმენტის სახით ინგლისური ფილოლოგიის მიმარულებების სტუდენტებს ჩაუტარდებათ ტესტი მათემატიკაში და მათემატიკური მიდრეკილების გამოვლენის (ანუ ტესტის 75% -80% -იანი შედეგის მიღების) შემთხვევაში რეკომენდაცია მიეცემათ არჩევითი კურსის სახით გაიარონ 4-სემესტრიანი კურსი მათემატიკაში - „რიცხვები და გამოთვლები  1,2“ + „რიცხვები და გამოთვლები, გამოყენებები  1,2“, რომელიც სპეციალურად შეიქმნა ჰუმანიტარული მიმართულების სტუდენტებისათვის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სკოლის ბაზაზე.
  5. ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებს ასევე შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ კომპიუტერული და ინფორმაციული ტექნოლოგიების შემსწავლელი კურსები, რაც მათ  სწავლის  ზოგადი უნარ-ჩვევების განმტკიცებაში კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.
  6. პროგრამა  სტუდენტებს მეორე უცხო ენის სახით სთავაზობს გერმანულ ან  რუსულ ენას. სტუდენტების ენობრივი კომპეტენცია  ნულოვანი დონიდან ოთხ-სემესტრიანი კურსის გავლის შემდეგ  სავარაუდოდ A2/A 2+/B1 დონეებს მიაღწევს. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს მიეცემათ  რეკომენდაცია ჩააბარონ საერთაშორისო გამოცდები  გერმანულ ან  რუსულ ენაში A 2/A 2+ (გერმანული ენა) და B 1 (რუსული ენა) დონეებზე ენის საერთაშორისო კვალიფიკაციის მოპოვების მიზნით.   

ზემოთაღნიშნული კურსების გავლა ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების კურსდამთავრებულებს შესძენს დამატებით  კრიტიკულ-ლოგიკურ-აბსტრაქტული, სივრცული, შემოქმედებითი აზროვნებისა და კომპიუტერული/ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების  უნარ-ჩვევებს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს სწავლა გააგრძელონ მაგისტრატურაში არა მარტო ინგლისური ფილოლოგიის სხვადასხვა დარგების, არამედ სოციალური, საბუნებისმეტყველო დარგებისა და ბიზნესის ადმინისტრირების სხვადასხვა მიმართულების (მენეჯმენტის, მარკეტინგის, პიარტექნოლოგიების) განხრითაც. 

მკაცრი მოთხოვნისა და სწავლების პროცესის ხარისხიან მართვაზე დაფუძვნებული ობიექტური შეფასების მრავალფეროვანი კრიტერიუმების გამოყენების პირობებში ინგლისური ფილოლოგიის პროგრამა ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ენის წამყვანი სპეციალისტების (ინგლისური ენის მომავალი მასწავლებლების, მთარგმნელების, თარჯიმნების, მეცნიერების) აღზრდას, რომლებიც თავიანთი ღრმა ცოდნით,  ფართე ერუდიციითა და წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ყველა ზოგადი და დარგობრივი პრაქტიკული ჩვევის მეშვეობით შეძლებენ  მრავალნაირი საქმის წამოწყებას,  დაკისრებული მოვალეობის მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებას, საქმის სათანადოდ მართვას, სასურველი შედეგის მიღებას. ეს ყოველივე, ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის კურსდამთავრებულებს მაღალკონკურენტიან ქართულ შრომით ბაზარზე ძალზედ წარმატებული კარიერის მყარ საფუძველს შეუქმნის.

სწავლების ენა

 ინგლისური და ქართული

პროგრამის მიზანი

თანამედროვე სამყაროში ადამიანის ინტელექტუალური, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი  მოღვაწეობის გლობალიზაციის პირობებში ფილოლოგიური მეცნიერებების შესწავლას განსაკუთრებული  მნიშვნელობა ენიჭება, როგორც საგანმანათლებლო ისე აღმზრდელობითი თვალსაზრისით.

 ინგლისური ფილოლოგია ეროვნული და ზოგადევროპული  სამეცნიერო ტრადიციების, თავისებურებებისა და მსგავსება-განსხვავების შეჯერებისა და კრიტიკული გააზრების საფუძველზე შეიქმნა, ამიტომ ინგლისური ფილოლოგია, როგორც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ერთ-ერთი წამყვანი დარგი თავის თავზე ორმაგ ფუნქციას იღებს: ერთი მხრივ, ხელს უწყობს ეროვნული მენტალიტეტის მქონე გონიერი პიროვნების ჩამოყალიბებას, რომელიც პატივს სცემს  ეროვნულ  ფასეულობებსა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, თავისი ქვეყნის მდიდარ ისტორიულ წარსულსა და კულტურულ- სულიერ მემკვიდრეობას,  განუწყვეტლივ ზრუნავს მის აწმყოსა და მომავალზე, ხოლო, მეორე მხრივ, მყარ ნიადაგს ქმნის მცოდნე, ერუდირებული, ლიდერის თვისებებით აღჭურვილი, შრომისმოყვარე, სამოქალაქო თვითშეგნების მქონე, სხვა ერების, ტრადიციებისა და ადათ-წესებისადმი ტოლერანტული, „მსოფლიო საზოგადოების“ ღირსეული წევრის ფორმირებისათვის.        

ინგლისური ფილოლოგიის პროგრამა სრულად ეხმიანება ჩვენი ქვეყნის, როგორც უძველესი სახელმწიფოებრივი და კულტურულ-საგანმანათლებლო ტრადიციების მქონე ქვეყნის მოთხოვნას სრულად  ჩაერთოს თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო საქმიანობაში, გაიზიაროს თანამედროვე მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი მიღწევები სხვადასხვა სფეროში და თავადაც  გაუზიაროს საუკუნეების მანძილზე დაგროვილი უნიკალური ცოდნა და გამოცდილება.

ინგლისური  ფილოლოგიის პროგრამა ძირითად სპეციალობაზე ფოკუსირების გზით შეძენილი მყარი ცოდნის გარდა სტუდენტს სთავაზობს 21-ე საუკუნის ადამიანისათვის აუცილებელი ზოგადი და დარგობრივი, სოციალური თუ ინდივიდუალური კომპეტენციის განვითარების შესაძლებლობას, ფართე განათლებას,  „ხარისხიანი“ სწავლის ეფექტურ სტრატეგიებს, კრიტიკული და შემოქმედებითი  აზროვნების  ჩამოყალიბების შესაძლებლობას, წამოჭრილ პრობლემაზე სწრაფი და ადექვატური რეაგირებისა და გამოტანილი დასკვნების მართებულად განზოგადების უნარ-ჩვევებს, ასევე თანამედროვე სამყაროში მრავალმხრივი, სრულყოფილი  ურთიერთობისათვის საჭირო ყველა ხერხსა და საშუალებას, როგორც ადამიანური რესურსის, ისე კომუნიკაციური ტექნოლოგიების თვალსაზრისით.

აქედან გამომდინარე ინგლისური ფილოლოგიის პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტს:

  • ხელი შეუწყოს სრულად დაეუფლოს პრაქტიკულ ინგლისურ ენას, რისი სრულყოფილი ცოდნაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო საგამოცდო პროგრამების მომზადებასა და კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების ჩაბარებას  საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს  (ჩEFღ)  სტანდარტით განსაზღვრულ B2/ჩ1 დონეებზე (FჩE/ჩAE) ენის საერთაშორისო კვალიფიკაციის მოპოვების მიზნით.
  • საშუალება მისცეს საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (ჩEFღ) სტანდარტით განსაზღვრულ A2/A 2+ და B 1 დონეებზე დაეუფლოს პრაქტიკულ გერმანულ ან/და რუსულ ენებს და მოამზადოს  შესაბამისი დონის სასერტიფიკატო  გამოცდების ჩასაბარებლად ენის საერთაშორისო კვალიფიკაციის  მოპოვების მიზნით.
  • ჩამოუყალიბოს  წერისა და მეტყველების კულტურა ქართულ და ინგლისური ენებზე სხვადასხვა ტიპის პროფესიულ ლინგვისტურ გარემოში  ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.
  • გამოუმუშავოს სწავლის ზოგადი ავტონომიური უნარ-ჩვევები და სათანადო ინდივიდუალური სტრატეგიები საკუთარი სასწავლო პროცესის სწრაფი დაგეგმვისა და ეფექტური მართვის მიზნით.
  • გამოუმუშავოს სწრაფი კითხვის,  მოსმენისა და მოსმენილი მასალის ადექვატური აღქმისა და მასზე სათანადო რეაგირების ეფექტური სტრატეგიები მრავალფეროვანი დარგობრივი და სამეცნიერო ინგლისური ენის სხვადასხვა სირთულის  მასალაზე.
  • ხელი შეუწყოს აკადემიური წერის უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებასა და საჯარო გამოსვლისა და პროფესიული პრეზენტაციის მომზადებაში ინგლისურ და ქართულ ენებზე.
  • სრული წარმოდგენა შეუქმნას სხვადასხვა ტიპის დარგობრივი ინგლისური ენის  მრავალმხრივი ფუნქციონირების შესახებ, გააცნოს კონკრეტულ დარგებთან დაკავშირებული მრავალფეროვანი თემატიკა და შეასწავლოს დარგობრივი ტერმინოლოგია.
  • გააცნოს ინგლისური სალიტერატურო ენის მრავალმხრივი ფუნქციები და ენობრივ შემოქმედებასთან დაკავშირებული სტილისტური სირთულეები და გამოუმუშავოს ნებისმიერი ტიპის ტექსტის (მხატვრული, პუბლიცისტური, სამეცნიერო, სასაუბრო, საქმიანი)  სიღრმისეულად აღქმისა და მისი სათანადო ლინგვისტურ კონტექსტში გააზრების  უნარ-ჩვევები.
  • ასწავლოს მუშაობა სხვადასხვა ტიპის მხატვრულ ტექსტზე (მოთხრობა, პოეტური ან დრამატული ნაწარმოები) და ხელი შეუწყოს მხატვრული გემოვნების  ჩამოყალიბების პროცესს.
  • ყურადღება გაუმახვილოს ქართული და ინგლისური ენების მსგავსება-განსხვავებაზე და აჩვენოს რა სპეციფიური საშუალებებით მიიღწევა შინაარსისა და ფორმის იდენტურობა ინგლისურ და ქართულ ტექსტებს შორის.
  • წარმოდგენა შეუქმნას ზოგადად ენათმეცნიერებისა და ენათმეცნიერების კონკრეტული დარგების (თეორიული გრამატიკა, ლექსიკოლოგია, სტილისტიკა, პრაგმატიკა/სემანტიკა, ტექსტის ლინგვისტიკა, ლექსიკოგრაფია)  საფუძვლების, ცნებების, კატეგორიებისა და კვლევის მეთოდების შესახებ.
  • ინტერესი  აღუძრას  სამეცნიერო  საქმიანობისა  და კონკრეტული სამეცნიერო სფეროს მიმართ, ხელი შეუწყოს ენათმეცნიერული შრომების გააზრებასა და ზოგადად სამეცნიერო კვლევისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.
  • გააცნოს ლიტერატურათმცოდნეობის ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციები და მიმდინარეობები, გაარკვიოს თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობის ცნებებსა და ლიტერატურის ჟანრების კლასიფიკაციის პრონციპებში.
  • გააცნოს თანამედროვე ინგლისური ენის გრამატიკული, ფონეტიკური და ლექსიკურ-სემანტიკური სისტემების თავისებურებები, მათი ფუნქციონირების მექანიზმების გამოვლენის შესაძლებლობები და სისტემური კვლევის ლინგვისტური მეთოდები.
  • ცოდნა შესძინოს ინგლისური ენის განვითარების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ ზოგადევროპული კულტურულ-ისტორიული-ფილოსოფიური განვითარების კონტექსტში. 
  • გააცნოს ინგლისური ენის სწავლების ყველაზე ეფექტური მეთოდები და საშუალებები,  გაკვეთილისა და ენის ძირითადი უნარ-ჩვევების განსავითარებლად საჭირო აქტივობების ტიპები და ხელი შეუწყოს მეთოდოლოგიასტან დაკავშირებული დარგობრივი ტერმინოლოგიის დაუფლებაში.
  • წარმოდგენა შეუქმნას  XX საუკუნის ევროპული, ამერიკული და აღმოსავლური ლიტერატურის  უმნიშვლოვანესი ტენდენციების შესახებ. 
  • წარმოდგენა შეუქმნას ანტიკურ  პერიოდში შექმნილ ლიტერატურულ ჟანრებსა და მხატვრულ ნაწარმოებებზე, ჩაახედოს ანტიკურობის პრობლემებსა და ანტიკური ადამიანის შინაგან სამყაროში.
  • მისცეს სათანადო ცოდნა ლათინური ენის ფონეტიკის, გრამატიკისა და ლექსიკის შესახებ და გამოუმუშავოს სწორი მეთოდოლოგიური მიდგომა შესასწავლი ობიექტის მიმართ.
  • ცოდნა შესძინოს მსოფლიო ისტორიული პროცესის, ცივილიზაციათა დიალოგისა და ამ დიალოგის ფარგლებში კაცობრიობის ეტაპობრივი ისტორიულ-კულტურული განვითარების შესახებ და წარმოდგენა შეუქმნას საქათველოს, როგორც უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყნის წვლილზე მსოფლიოს ინტელექტუალური და კულტურული განვითარების ისტორიის ნებისმიერ ეტაპზე.  
  • გამოუმუშავოს ფილოსოფიური დამოკიდებულება სამყაროსადმი, მიმდინარე მოვლენებისადმი,  ჩამოუყალიბოს აზროვნების ფილოსოფიური, ანალიტიკური ფორმატისათვის დამახასიათებელი ცნებითი აპარატი.
  • მარადიულ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებთან ზიარებით, ჩამოუყალიბოს  ზნეობრივი ნორმებისა და პრინციპების ერთიანი სისტემა და ეთიკური ქცევის კოდექსი. გაუღვიძოს საკუთარი ქვეყნისადმი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა. გამოუმუშავოს პატივისცემა უცხოენოვანი კულტურის ტრადიციებისა და ადათ-წესების მიმართ და ტოლერანტობა განსხვავებული აზრის მიმართ.
  • ჩამოუყალიბოს თავისუფალი, კრიტიკული, ლოგიკური, აბსტრაქტული, შემოქმედებითი  აზროვნება და  ხელი შეუწყოს აზროვნების პროცესის განვითარების გაცნობიერებაში.
  • წარმოდგენა შეუქმნას სხვადასხვა ეპოქებსა და ქვეყნებში ხელოვნების სხვადასხვა დარგებისა (ლიტერატურის, სახვითი ხელოვნების, მუსიკის, თეატრის, კინოს) და მიმართულებების  ურთიერთქმედების შესახებ
  • გააცნოს განსხვავებული  ქვეყნებისა  (მათ შორის საქართველოს) და ცივილიზაციების გამორჩეული ინტელექტუალური, კულტურული და შემოქმედებითი მიღწევები.
  • წარმოდგენა შეუქმნას ადამიანის ინტელექტუალური შემოქმედების სხვადასხვა სფეროზე და ხელი შეუწყოს ამ სფეროებთან დაკავშირებული დარგებისა და მიმართულებების თავისებურებების გააზრებაში. 
  • ხელი შეუწყოს საბაკალავრო ნაშრომის მომზადებაში 

პროგრამაზე დაშვების წინა პირობა

ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს, რომელიც ჩაირიცხება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე და ჩაბარებული აქვს გამოცდა ინგლისურ ენაში B 1 დონეზე (საერთო ევროპულ რეფერენციულ ჩარჩოსთან შესაბამისობაში) 

ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში.

დასაქმების სფერო

ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ინგლისური ფილო-ლოგიის ბაკალავრს შესაძლებლობა ექნება იმუშაოს ნებისმიერ დაწესებულებაში (საჯარო, კერძო, არასამთავრობო ორგანიზაციები), სადაც კომუნიკაციის განსხვავებულ/მრავალფეროვან უნარ-ჩვევებს ინგლისურ, ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე განსაკუთრებული  მნიშვნელობა ენიჭება. აქედან გამომდინარე, ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ:

  •  დარგობრივ-პროფესიული და სამეცნიერო ლიტერატურის მთარგმნელებად
  • დარგობრივ/პროფესიული, სამეცნიერო, მხატვრული  ტექსტების კორექტორ-რედაქტორებად დარგობრივ, სამეცნიერო და ლიტერატურულ ჟურნალებში
  • ინგლისურ, რუსულ  და გერმანულენოვანი ფილმების მთარგმნელებად ტელე- და კინოკომპანიებში
  • რადიო და სატელევიზიო გადაცემების რედაქტორებად ტელეკომპანიებში
  • კორესპონდენტებად და კორესპონდენტების ასისტენტებად ტელეკომპანიებსა და ჟურნალ-გაზეთებში
  • სარეკლამო და საინფორმაციო ბროშურების, ბუკლეტებისა და ფლაერების შემდგენელებად და რედაქტორ-კორექტორებად ტურისტულ, სარეკლამო და საინფორმაციო სააგენტოებში
  • აღმზრდელებად ბაგა-ბაღებში და გახანგრძლივებული კლასების მასწავლებლებად
  • ნოტარიუსების, მოსამართლეებისა და ადვოკატების თანაშემწეებად (შსაბამისი საქმის ქაღალდების გაფორმება მომზადების მიზნით - ინგლისურენოვან სამყაროში
  • საადვოკატო ფირმაში მოღვაწე წერითი და ზეპირი კომუნიკაციის სპეციალისტის (პარალეგალ) მსგავსი)
  • ოფისმენეჯერისა და პროექტის მენეჯერის თანაშემწეებად (ტექსტური ნაწილის მომზადება-რედაქტირების თვალსაზრისით)
  • ნებისმიერი სახის (დარგობრივ/პროფესიული, სამეცნიერო) პროექტების ტექსტური ნაწილის (შეთავაზება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია) შემდგენელ-მთარგმნელ-რედაქტორ-კორექტორებად
  • სხვადასხვა დაწესებულების პრესსამსახურების ტექსტური ნაწილის შემდგენელ-რე-დაქტორებად
  • საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილებების თანამშრობლებად საბრენდო მაღაზიებსა, ბანკებსა და კომპანიებში
  • პრეზენტაციებისა და საჯარო გამოსვლების ტექსტური ნაწილის შემდგენელ-რედაქტორებად
  • საპრეზენტაციო ცენტრებში პრესრელიზებისა თუ სხვა სახის დოკუმენტების შემდგენელ-რედაქტორებად
  • სპიჩრაიტერების თანაშემწეებად (თანამდებობის პირთათვის გამოსასვლელი სიტყვების რედაქტორ-კორექტორებად)
  • საელჩოებში ქართულ-ინგლისური თუ ინგლისურ-ქართული დოკუმენტაციის შემდგე-ნელ-რედაქტორებად
  • გასართობი ცენტრებისა და საბავშვო გადაცემების ორგანიზატორ-დიჯეიკონფერან-სიეებად
  • დიქტორებად და ახალი ამბებისა თუ სხვადასხვა ტიპის რედაქციების თანამშრომლებლად სხვადასხვა  ტელეკომპანიებში
  • სცენარებისა და პიესების მთარგმნელ-რედაქტორ-კორექტორებად
  • ლიტერატურული ნაწილის გამგეების თანაშემწეებად თეატრებში
  • ვებ-გვერდის ტექსტური ნაწილის შემდგენელ-რედაქტორ-კორექტორებად
  • გიდებად და ექკურსია მძღოლებად სხვადასხვა ტურისტულ კომპანიებში უცხოენოვანი ტურისტების მომსახურების მიზნით

საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს უფლება ექნება სწავლა გააგრძელოს სამაგისტრო პროგრამით როგორც ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეობის, ინგლისური ენის სწავლების მეთოლოგიის, ანგლისტიკის, ამერიკანისტიკის, ისე სხვა მისთვის საინტერესო ჰუმანიტარული დარგის მიმართულებით. დამატებითი სათანადო ცოდნისა და უნარ-ჩვევების (კომპიუტერისა და ინტერნეტის მოხმარება, კრიტიკული, ლოგიკური, კრეატიული აზროვნება)  ფლობის შემთხვევაში, რის შესაძლებლობასაც ინგლისური ფილოლოგიის პროგრამა იძლევა მრავალფეროვანი არჩევითი საგნების ხარჯზე,  კურსდამთავრებულს საშუალება ექნება სწავლა გააგრძელოს მაგისტრატურაში სოციალური, საბუნებისმეტყველო დარგებისა თუ ბიზნეს ადმინისტრირების კონკრეტული მიმართულებების განხრითაც.

სწავლის შედეგები/კომპეტენციები (ზოგადი და დარგობრივი)

ზოგადი კომპეტენციები:

ცოდნა და გაცნობიერება

  • ფართე თეორიული და პრაქტიკული ცოდნის კრიტიკული გააზრება
  • არსებული  პრობლემების გაცნობიერება და მათი წარმატებით გადაწყვეტა მათზე სწრაფი ადექვატური რეაგირების საფუძველზე.
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
  • ნაცნობ გარემოში მიღებული ცოდნის გააზრების საფუძველზე გამოტანილი დასკვნების უცნობ (პროფესიულ/სამეტყველო) გარემოში გამოყენების უნარი.
  • სხვადასხვა ტიპის პროექტებში დამოუკიდებლად ჩართვისა და პროცესის წარმატებულად მართვის უნარი.
  • დასკვნის უნარი
  • სხვადასხვა ტიპის თეორიული თუ პრაქტიკული მასალის გაგების, კრიტიკული გააზრებისა და სათანადო ინტერპრეტაციის უნარი.
  • მოვლენებს შორის მსგავსება-განსხვავების დადგენისა და მასალის კრიტიკული გააზრების საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების გამოტანის უნარი.
  • გამოტანილი დასკვნების განზოგადებისა და უცხო მასალისადმი მისი მისადაგების უნარი. 
  • კომუნიკაციის უნარი
  • კომპიუტერული, ინფორმაციული, ადამიანური რესურსების მიზანმიმართულად და შემოქმედებითად გამოყენებისა და მართვის უნარი
  •  სწავლის უნარი
  • სწავლის პროცესის  დამოუკიდებელი მართვა სწავლის სათანადო, ეფექტური სტრატეგიების გამოყენების საფუძველზე
  • შეფასებისა და თვით-შეფასების სათანადო სისტემების ჩამოყალიბება და მათი მიზანმიმართული გამოყენება
  • ღირებულებები
  • აქტიური ჩართვა მაღალი ზნეობრივი ფასეულობების, ეროვნული და მარადიული ღირებულებების ჩამოყალიბების პროცესში.

დარგობრივი კომპეტენციები:

ცოდნა და გაცნობიერება 

  • პრაქტიკული ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა ენობრივი მომზადების სხვადასხვა დონეზე: B1, B2, ჩ1/ჩ 1+. მზადყოფნა კემბრიჯის სხვადასხვა დონის საერთაშირისო გამოცდების ჩასაბარებლად (FჩE–B1/ჩAE–ჩ1).
  • პრაქტიკული გერმანული ენის ცოდნა A1/A2 დონეზე და მზადყოფნა     საერთაშორისო გამოცდის ჩასაბარებლად ენის საერთაშორისო კვალიფიკაციის მოსაპოვებლად გერმანულ ენაში.
  • პრაქტიკული  რუსული ენის ცოდნა  A 1/A2 – B 1 დონეზე და მზადყოფნა  საერთაშორისო გამოცდის ჩასაბარებლად ენის საერთაშორისო კვალიფიკაციის  მოსაპოვებლად რუსულ ენაში.
  • ქართული ენის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენა-იდენტიფიკაცია. სალიტერატურო ქართული ენის მეტყველებისა და წერის კულტურის თავისებურებებისა და ფუნქციური სტილების ცოდნა.
  •  ინგლისური ენის 3 ძირითადი სისტემის (გრამატიკული, ლექსიკურ-სემანტიკური, ფონეტიკურ-ფონოლოგიური ) თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. აღნიშნული სისტემების კანონზომიერებების, თავისებურებების, ნიშან-თვისებების გაცნობიერება.
  • დარგობრივი ინგლისური ენის (ბიზნესის, სამართლის, პოლიტიკის) პრაქტიკული ცოდნა. მრავალფეროვანი დარგობრივ-პროფესიული თემატიკისა და  დარგობრივ-პროფესიული ტერმინოლოგიის ფლობა.
  • ენათმეცნიერების სხვადასხვა დარგის ძირითადი საფუძვლების, თავისებურებების, კვლევის მეთოდების ცოდნა. დარგთაშორისი კავშირებისა და კანონზომიერებების გააზრება-გაანალიზება.
  • ლიტერატურათმცოდნეობის ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციებისა და მიმდინარეობების, თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობითი ცნებებისა და ტერმინების გაცნობიერება.
  • ფილოლოგიის მეცნიერებებთან  დაკავშირებული სამეცნიერო ლიტერატურის (ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა)  კრიტიკული ანალიზი, მრავალფეროვანი სამეცნიერო თემატიკის ცოდნა და სამეცნიერო ენის ფლობა.
  • თარგმნის თეორიისა და პრაქტიკის საფუძვლების, ინგლისური ენიდან ქართულ ენაზე  არამხატვრული/პუბლიცისტური, დარგობრივი ლიტერატურის თარგმნის თავისებურებების ცოდნა. ინგლისური და ქართული ენების სტილური თავისებურებების, განსხვავებების, შეპისპირებების დადგენა-გაცნობიერება.
  • მხატვრული ტექსტების (მოთხრობა, პროზაული ნაწარმოების ნაწყვეტი, პოეტური ნაწარმოები, დრამატული ნაწარმოები) თავისებურებებისა და მათი ანალიზისა და ინტერპრეტაციისთვის საჭირო მეთოდების ცოდნა.  სტილისტური ხერხებისა და ფორმების კლასიფიკაციისა და მხატვრულ საშუალებებს შორის მრავალფეროვანი მიმართებების გააზრება-გაცნობიერება.
  • ინგლისური ენის ლექსიკურ-სემანტიკურ სისტემაში სიტყვათსაწარმოებელი საშუალებებისა და მათი გამომწვევი ფაქტორების გაცნობიერება, ინგლისური ენის სინონიმური ჯგუფებისა და ანტონიმური წყვილების თავისებურებების ცოდნა.
  • ლექსიკოგრაფიის, როგორც დარგის, ფართო აღქმა, ლექსიკოგრაფიის ფუნქციების, ძირითადი მიმართულებებისა და დარგთან დაკავშირებული კომპლექსური საკითხების გაცნობიერება-გააზრება.
  • გრამატიკულ მოვლენათა განვითარების თვალსაზრისით თეორიული პრობლემატიკისა და თანამედროვე ინგლისურ ენაში მიმდინარე პრაქტიკული პროცესებისა და მათი მიმართებების  დადგენა-გააზრება.
  • ენის, როგორც სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოდელის, ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესის გააზრება და ამ პროცესის ფარგლებში ინგლისური ენის მრავალსაუკუნოვანი განვითარების ისტორიის, მისი მნიშვნელოვანი ეტაპებისა და თავისებურებების ცოდნა.
  • ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგიის საფუძვლების, ძირითადი პრინციპების, საშუალებების და მრავალფეროვანი მეთოდების ცოდნა. სწავლების ოთხი ძირითადი უნარ-ჩვევისა და სამი ძირითადი სისტემის სწავლების თავისებურებებისა და მსგავსება-განსხვავების ანალიზი,  გაკვეთილის ტიპებისა და სწავლების პროცესში ინტერაქციის ფორმების გააზრება. გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმების ცოდნა, სწავლისა და სწავლების ეფექტური ინდივიდუალური  სტრატეგიების ფლობა.
  • ტექსტის ლინგვისტური ანალიზის პროცესის გააზრება-გაცნობირება, ტექსტის ლინგვისტური ანალიზისთვის საჭირო ცნებებისა (ტექსტი, ჰიპერტექსტი, ტექსტის მიკრო- და მაკრომახასიათებლები) და გამოყენებული მეთოდების ცოდნა, ტექსტის შედგენის პროცესის მონაწილეთა (შემქმნელი, დამკვეთი, მიმღები) იდენტიფიკაცია.
  • კაცობრიბრიობის კულტურული და შემოქმედებითი განვითარების ჭრილში ლიტერატურული პროცესის გაცნობიერება, ზოგადად დასავლური და არმოსავლური და კერძოდ ინგლისურენოვანი სამყაროს სხვადასხვა ეპოქის ლიტერატურული მემკვიდრეობის თავისებურებების, მსგავსება-განსხვავებისა და მათი კვლევისთვის საჭირო მეთოდების ცოდნა. 
  • ინგლისის ლიტერატურის კონკრეტული მონაკვეთის სიღრმისეული ანალიზი შექსპირის მრავალმხრივი შემოქმედების უმნიშვნელოვანესი ნიმუშების შესწავლის საფუძველზე.
  • მსოფლიო ისტორიული პროცესების, მოვლენების, მათი ნიშანდობლივი თავისებურებების პოზიტიური ცოდნა, ისტორიული კანონხომიერებების იდენტიფიცირება და შეფასება, მსოფლიო ისტორიულ კონტექსტში საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გააზრება-გაცნობიერება.
  • ძველი ბერძნული და რომაული ლიტერატურის განვითარების ძირითადი ეტაპების, ჟანრების, მნიშვნელოვანი ავტორების, მათი შემოქმედების ძირითადი პრობლემატიკისა  და კვლევის თანამედროვე მეთოდოლოგიის, ცალკეული ნაწარმოებების კონცეპტუალური და სტილისტური მახასიათებლების გააზრება -გაცნობიერება -კრიტიკული ანალიზი.
  • ლათინური ენის ფონეტიკის, გრამატიკისა და ლექსიკის მთავარი კანონების, ბრუნვათა და დრო-კილოთა ფუნქციებისა და მარტივ და რთულ წინადადებათა აგებულების ცოდნა.
  • ფილოსოფიის ცნებითი აპარატისა და ანალიზის, სინთეზის, დედუქციისა და ინდუქციის მეთოდების, ასევე ჰერმენევტიკული და ფენომენოლოგიური მეთოდების ცოდნა,  ზოგადად ესთეტიკურისა და მხატვრულის ძირითად პრობლემათა არსში წვდომა.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

  • ინგლისური ენის ოთხი ძირითადი უნარ-ჩვევის (კითხვა, წერა, მოსმენა, ლაპარაკი) B2 და ჩ1+ დონეებზე გამოყენების უნარი ანუ ენობრივი მომზადების მოცემულ დონეებზე სრულყოფილი ენობრივი კომუნიკაციის უნარი. ენის საერთაშორისო გამოცდის მოცემულ დონეებზე წარმატებით ჩაბარების შესაძლებლობა.
  • გერმანული და რუსული ენების  A1/A2/B1 დონეებზე თავისუფლად გამოყენების უნარი. ენის საერთაშორისო გამოცდის მოცემულ დონეებზე წარმატებით ჩაბარების შესაძლებლობა.
  • საჯარო გამოსვლისა და პროფესიული პრეზენტაციისთვის საჭირო ინფორმაციის ლოგიკურად დალაგების უნარი.  აუდიტორიის ფაქტორისა და ინტერესების გათვალისწინებით ვერბალური და არავერბალური კომუნუკაციის მრავალფეროვანი ფორმების სწორად გამოყენების უნარი.
  • რთული გრამატიკული ფორმებისა და კატეგორიებისა და განსხვავებული სიტუაციების შესაბამისი სტილისტურად რელევანტური გრამატიკული ფორმების (ოფიციალური, არაოფიციალური, წერითი, ზეპირი) სწორად გამოყენების უნარი.
  • ნაცნობ და უცნობ სამეტყველო სიტუაციებში ზეპირი და წერილობითი მეტყველების განსხვავებული ფორმების მეშვეობით პროფესიულ-დარგობრივი და არაპროფესიული ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის უნარი.
  • ინგლისურ ენაზე შესაბამისი აკადემიური ტექსტის  სათანადო ფორმით  ჩამოყალიბებისა და მოდელირების უნარი. აკადემიური წერის მიდგომებისა და მოდელების სათანადოდ გამოყენების უნარი.
  • დარგობრივ-პროფესიული ლიტერატურის თარგმანის შესრულებისა და კონკრეტული ინსტრუქციისა და ნაირგვარი ნიმუშების საფუძველზე სამეცნიერო სტატიის წერის უნარი.
  • ინგლისურ ენაში სიტყვის მნიშვნელობისა და მეტყველებაში ლექსემათა და სიტყვათფორმათა შერჩევისა და კომბინირების ზოგადი კანონზომიერებების გააზრება - ანალიზის უნარი.
  • სხვადასხვა ტიპის ლექსიკონის (ბეჭდური, ელექტრონული, ონლაინ-ვერსიები), ენციკლოპედიის,  თეზაურუსის  შედარების, მსგავსება-განსხვავების დადგენის უნარი. ლექსიკონი შედგენასთან დაკავშირებული პრაქტიკული საქმიანობის წარმართვის უნარი.
  • ინგლისური ენის ბგერების სწორად წარმოთქმის, სიტყვებზე და წინადადებებზე მახვილის სწორად დასმის, გაბმული მეტყველებისთვის დამახასიათებელი ელემენტების (ასიმილაცია, ელიზია, რედუცირება) აღქმისა და მეტყველებისას მათი გამოყენების, გაბმული მეტყველებისას სწორი ინტონაციის და რიტმის გამოყენების უნარ-ჩვევები.
  • კონკრეტული კომუნიკაციური მიზნის მისაღწევად ინგლისურ და ქართულ ენებში ფუნქციურ სტილებს შორის ყველაზე უფრო მართებული სტილის არჩევისა და მისი მიზანმიმართულად გამოყენების უნარი.
  • თანამედროვე ლიტერატურის (ინგლისის/ამერიკის/აღმოსავლური ლიტერტურა) წაკითხვისა და გაგების უნარი, ტექსტიდან მიღებული შინაარსობრივი თუ ემოციური ინფორმაციის გააზრებისა და ავტორისეული სათქმელის აღქმისა და ზეპირი/ წერითი ფორმით გადმოცემის უნარი.
  • მხატვრული  ლიტერატურული ტექსტის ანალიზის, შეფასებისა და დასმული პრობლემის ორიგინალური გზით გადაწყვეტის უნარი.
  • მრავალფეროვანი ლიტერატურული ფორმების (მოთხრობა, პოეტური თუ დრამატული ნაწარმოები) ფარგლებში ავტორის მხატვრული ჩანაფიქრის ინტეპრეტაციის მიზნით მხატვრული ხერხებისა და მათი მიმართებების კონკრეტულ ლიტერატურულ და ლინგვო-სტილისტურ კონტექსტში გააზრებისა და ინტერპრეტაციის უნარი.
  • ტექსტზე მუშაობის დროს სხვადასხვა ტიპის ლექსიკონის გამოყენების,  პირადი ლექსიკონის შედგენისა და სწავლის ეფექტური სტრატეგიების საფუძველზე ახლადნასწავლი თემატური ლექსიკური მასალის გამეორებისა და დამახსოვრების უნარი.  
  • სხვადასხვა ტიპის პრაქტიკული პრობლემის თეორიულ ჭრილში გადატანის, განხილვისა და გაანალიზების უნარი. 
  • მრავალფეროვან პროფესიულ-დარგობრივ და არაპროფესიული თემებზე მსჯელობისას საკუთარი აზრის თავისუფლად, თანმიმდევრულად გამოხატვისა და არგუმენტირების უნარი.
  • წამოჭრილ საკითხთან კავშირში საკუთარი და დისკუსიაში მონაწილე სხვა ადამიანების აზრების შეჯერების, სხვისი აზრის ყურადღებით მოსმენისა და ანალიზის უნარი.
  • ნებისმიერი თეორიული თუ პრაქტიკული პრობლების იდენტიფიკაციისა და მისი დროული, მართებულად გადაწყვეტის უნარი.
  • ქართულ და ინგლისურ ენებზე არსებული ისტორიულ-კულტურული,  რელიგიური    და ლიტერატურული  წყაროების მოძიების, დამუშავების, განმარტებისა და გამოყენების უნარი.
  • ანტიკურ ლიტერატურაში როგორც პირველადი, ისე მეორადი საინფორმაციო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის - მეცნიერული მოსაზრებების, ჰიპოთეზებისა და თეორიების კრიტიკული შეფასებისა და საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბების უნარი.
  • კონკრეტულ ცივილიზაციასთან, ისტორიულ ეპოქასთან და ქვეყანასთან დაკავშირებული ხელოვნების მრავალფეროვანი დარგებისა და მიმართულებების ურთიერთკავშირისა და მათი ურთიერთქმედების შედეგების გლობალურ კონტექსტში გააზრების უნარი.
  • ქართულ და ინგლისურ ენაზე ენათმეცნიერებისა და ლიტერატურათმცოდნეობის  დარგების მიმართულებით არსებული სამეცნიერო ლიტერატურის გააზრების, დამუშავების, საჯაროდ წარდგენისა და წერილობითი ფორმით გადმოცემის უნარი. 
  • ქართულ და ინგლისურ ენაზე არსებული მრავალფეროვანი სამეცნიერო ლიტერატურის  გააზრება - გაცნობიერების საფუძველზე ჩამოყალიბებული სამეცნიერო კვლევის უნარ-ჩვევების გამოყენების უნარი.
  • დამოუკიდებელი, ლოგიკური, კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნებისა და  საკუთარი თავის მოტივირების უნარი. საკუთარი თავისა და სამყაროს სრულყოფილი წვდომის უნარი.
  • სწავლის უფრო მაღალ საფეხურზე პროცესის დამოუკიდებლად გაგრძელებისა და წარმართვის უნარი.
  • ხელოვნების სხვადასხვა სფეროში (სახვითი ხელოვნება, მუსიკა, კინოხელოვნება) ან საბუნებისმეტყველო პრობლემებთან დაკავშირებული კვლევითი თუ პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელების უნარი.
  • ეროვნული ღირებულებებისა და ფასეულობების, სამოქალაქო თვითშეგნების, მნიშვნელოვანი სოციალური კომპეტენციებისა და ეთიკური ქცევის კოდექსის ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობის უნარი.
  • საბაკალავრო ნასრომის ფარგლებში კონკრეტული თემის სრულყოფილი კრიტიკული გააზრებისა და სათანადო აკადემიური ფორმით ჩამოყალიბების უნარი.

დასკვნის უნარი 

  • ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან (ფილოლოგიური, სოციალური) დაკავშირებით ამა თუ იმ აქტუალური საკითხის დასამუშავებლად საჭირო მასალებისა და მონაცემების შეგროვების, გააზრების, სისტემატიზაციისა და მათ საფუძველზე არგუმენტირებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი.
  • სხვადასხვა ტიპის თეორიული თუ პრაქტიკული მასალის გაგებისა და სათანადო ინტერპრეტაციის უნარი.
  • მოვლენებს შორის მსგავსებისა და განსხვავების დადგენისა და  მასალის კრიტიკული გააზრების საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების გამოტანის უნარი.
  • გამოტანილი დასკვნების განზოგადებისა და სფეროსთან  დაკავშირებული უცხო მასალისადმი  ან  პროფესიული/სამეცნიერო სიტუაციისადმი მისი მისადაგების უნარი. 

კომუნიკაციის უნარი

  • ნებისმიერ (პროფესიულ/სამეცნიერო) გარემოში ქართულ, ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებზე ინტერაქციის,  დიალოგის, აზრთა გაცვლა-გამოცვლის, დისკუსიის, დებატებისა და პრეზენტაციების წარმართვის უნარი.
  • პროფესიულ ან სამეცნიერო გარემოში სხვადასხვა ტიპის წერილობითი დოკუმენტების შედგენის უნარი.
  • პროფესიული მიმოწერის, სამეცნიერო/პროფესიული ინფორმაციის მოპოვების პროცესში ინტერნეტ რესურსების სრულყოფილად გამოყენების უნარი.
  • სწავლის უნარი
  • კულტურული, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარების მიზნით თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემდგომი გაღრმავებისა და დახვეწის, საკუთარი სასწავლო პროცესის წინასწარი დაგეგმვის, საკუთარი პროფესიული / საგანმანათლებლო საჭიროებების დამოუკიდებლად განსაზღვრა-დადგენისა და სასწავლო პროცესის შეფასებისა და დამოუკიდებლად წარმართვის უნარი. 

ღირებულებები

  • გასული საუკუნეების ისტორიული, რელიგიური, შემოქმედებითი  მემკვიდრეობის კრიტიკული ანალიზისა და ჰუმანისტური  და ზნეობრივი იდეალებისა და ღირებულებების საფუძველზე თანამედროვე საზოგადოების სრულფასოვანი წევრის, განათლებული ლიდერის თვისებებით აღჭურვილი პროფესიონალის ფორმირების ხელშეწყობა.
  • მარადიული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გააზრება-გათავისება, საკუთარი ქვეყნის ისტორიულ-კულტურული წარსულის გაცნობიერება, საკუთარი ქვეყნისა და სხვა ქვეყნების ფასეულობების, ტრადიციების, კულტურისა, ადათ-წესების პატივისცემა, ზნეობრივი ნორმების დაცვა, კონკრეტულ საკითხზე მსჯელობისას სხვისი აზრის კრიტიკული შეფასება  შეურაცხყო¬ფისა  მიყენების გარეშე.
  • აუცილებელი სოციალური კომპეტენციებისა (ჯგუფში ან წყვილებში მუშაობის, თანამშრომლობის, დახმარებისთვის მზადყოფნის, დიალოგის და დისკუსიის უნარი) და  პიროვნული კომპეტენციების (პასუხისმგებლობის გრძნობა, დროის მენეჯმენტი, კრიტიკის, კონფლიქტის მართვა), აგრეთვე  ეთიკური თვისებებისა და საზოგადოებაში სათანადო ქცევის ჩვევების განმტკიცება.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები 

  • ჯგუფური (ცოლლაბორატივე) მუშაობა
  • ინდივიდუალური მუშაობა
  • წყვილებში მუშაობა
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL)
  • ევრისტიკული მეთოდი
  • შემთხვევის ანალიზი (ჩასე სტუდყ)
  • გონებრივი იერიში (Bრაინ შტორმინგ)
  • დემონსტრირების მეთოდი
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • ინდუქციის, დედუქციის, ანალიზის, სინთეზის მეთოდები,
  • კომუნიკაციური მეთოდოლოგია,
  • გრამატიკულ-მთარგმნელობითი მეთოდი
  • მრავლობითი ინტელექტის თეორია
  • ელექტრონული სწავლება
  • როლური თამაშები და სიმულაცია
  • ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერების მეთოდი
  • წერითი მუშაობის მეთოდები
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი, სპეციალურ ტექსტებზე მუშაობის მეთოდი
  • დისკუსია-დებატები
  • ჰერმენევტიკული მეთოდი და ფენომენოლოგიური მეთოდები
  • მედებაზე ორიენტირებული მეთოდი
  • მხატვრული ტილოს შესწავლა, აღწერა-გაანალიზების მეთოდით.
  • ხელოვნების ნიმუშების ანალიზის მეთოდი
  • ლოგიკური აზროვნების მეთოდი
  • სისტემური აზროვნების მეთოდი
  • შედარებითი ანალიზი
  • მოდელირების მეთოდი
  • აღწერილობითი მეთოდი
  • შემოქმედებითი აზროვნების მეთოდი
  • სოციალურ-კულტურული მეთოდი
  • მუსიკალური ნაწარმოების ანალიზი

შეფასების სისტემა

სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული  სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში;

სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულაა, რომელიც უტოლდება საბოლოო შეფასების 100 პროცენტს.

სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემის  მიხედვით:

დადებითი შეფასებები:

(A)          ფრიადი _ მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი:

(B)          ძალიან კარგი _ მაქსიმალური შეფასების 81-90%:

(ჩ)          კარგი _ მაქსიმალური შეფასების 71-80%:

(D)          დამაკმაყოფილებელი _ მაქსიმალური შეფასების 61-70%:

(E)          საკმარისი _ მაქსიმალური შეფასების 51-60%:

უარყოფითი შეფასებები:

(FX)  ვერ ჩააბარა _ მაქსიმალური შეფასების 41- 50%;

(F)     ჩაიჭრა _ მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები;

(FX) ვერ ჩააბარა _ უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;

(F)  ჩაიჭრა _ უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტ ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი;

სტუდენტს შეუძლია მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში ერთი და იგივე სასაწავლო კურსი აიღოს მხოლოდ ორჯერ, მათ შორის, მიღებული დადებითი შეფასების გაუმჯობესების მიზნითაც;

სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს;

დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით;

შუალედურ შეფასებაში სავალდებულოა ორი შუალედური გამოცდის გათვალისწინება, რომელთა შეფასებათა ჯამი 40 ქულის ტოლია (თითოეული 20-20 ქულა);

 შუალედური შეფასების 20 ქულის განაწილება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს  რამოდენიმე ტესტირებას, სემინარებზე, პრაქტიკულ მეცადინოებებზე აქტივობას, წარმოებს სასწავლო კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე და დეტალურად გაიწერება სილაბუსში კურსის წამყვანი პროფესორის მიერ;

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით უგროვდება 51 ქულა;

სტუდენტი დამატებით დასკვნით გამოცდაზე გადის იმავე სემესტრში. დასკვნით და შესაბამის დამატებით დასკვნით გამოცდებს შორის შუალედი არ შეიძლება იყოს 10 დღეზე ნაკლები;

სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა (კუმულატიური ქულის გამოთვლა ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოსაც).

კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად განხორციელდეს: ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი გამრავლდეს ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი გაიყოს სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.

პროგრამის განსახორციელებლად მისაღწევი რესურსები

მატერიალური რესურსი:

  • კანონმდებლობით გათვალისწინებული ფართი (სასწავლო და დამხმარე);
  • სათანადო ინვენტარით აღჭურვილი აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები, აკადემიური პერსონალის სამუშაო ოთახები, ადმინისტრაციის მუშაობისათვის განკუთვნილი ფართი;
  • ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა;
  • სველი წერტილები;
  • ბუნებრივი განათება;
  • გათბობის საშუალებები;
  • ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;
  • ევაკუაციის გეგმა;
  • სამედიცინო დახმარების მექანიზმები (სამედიცინო კაბინეტი);
  • წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები (უნივერსიტეტის დაცვა);
  • კომპიუტერთა სათანადო რაოდენობა და ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სახელმძღვანელოებითა და თანამედროვე საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა; 

ადამიანური რესურსი:

  • აკადემიური პერსონალი შერჩეული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მათი კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
  • მკვლევარებად და მასწავლებლებად უნივერსიტეტში მოწვეულნი არიან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პრაქტიკოსი მუშაკები და სამეცნიერო ხარისხის მქონე პირები.

დანართი 1: პროგრამის სასწავლო გეგმა და შედეგების რუქა.

დანართი 2: CV -  რუსუდან ციციშვილი

ინგლისური ფილოლოგიის - საბაკალავრო კურსების ჩამონათვალი და სილაბუსები