GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი ლიზინგი

GAU სტუდენტს აძლევს ბევრ შესაძლებლობას. მთავარია, გადაწყვიტო რისი გაკეთება გინდა და მოინდომო, GAU-ში მიღებული ცოდნა კი აუცილებლად დაგეხმარება არჩეულ გზაზე წარმატების მიღწევაში. 2016 წელს ჩავირიცხე GAU-ში სამაგისტრო პროგრამაზე, სწავლა კვლავ Quant...

პროფესორები და ლექტორები

ლევან გოგიჩაძე 2005 წლიდან მუშაობს შპს "უნიგრუპში", რომელიც ლუკოილ ჯორჯიას ექსკლუზიური დისტრიბუტორი და მარკეტინგის სამსახურია. 2010 წლიდან იკავებს კორპორაციული სტრატეგიის მარკეტინგის და PR-ის განყოფილების უფროსის თანამდებობას...

გაუ-ს პროფესორების მიერ მომზადებული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

წიგნის პრეზენტაცია გაუ-ში

15 აპრილს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ჩატარდა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ფარგლებში მომზადებული წიგნის - "უმაღლეს სასწავლებლების სამართლის ფაკულტეტებზე იურიდიული კლინიკის სწავლების სახელმძღვანელო" პრეზენტაცია.

წიგნი მომზადდა გაუ-ს ლექტორების (პროფ. ნ. გვენეტაძე, პროფ. მ. კვაჭაძე, პროფ. ზ. რუხაძე) მიერ. სახელმძღვანელოს შექმნის მიზანია საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის სკოლებში იურიდიული კლინიკის სწავლების დანერგვა და სწავლების ამ მეთოდის სრულყოფა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ JILEP-ის ექსპერტი, იორკის უნივერსიტეტეის (დიდი ბრიტანეთი) იურიდიული კლინიკის უნივერსიტეტის რექტორი პროფ. რიჩარდ გრაიმსი, JILEP-ის იურიდიული განათლებისა და ტრენინგების სპეცილისტი გიორგი ვაშაკიძე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ეკა გასიტაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისიტთა ასოციაციის (საია) იურიდიული განათლების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ მეტრეველი, საიას მენეჯერი თ. სარაჯიშვილი, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი კახი ყურაშვილი, თბილისის სკოლა -პანსიონის "აიბი-მთიების" საშუალო სკოლის დირექტორი რამაზ ფარესაშვილი.

ღონისძიებას ეწსრებოდა უნივერიტეტის კანცლერი ნ. ტორონჯაძე, უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები.

პრეზენტაციას უძღვებოდა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი პროფ. ზ. რუხაძე, სიტყვით გამოვიდა უნივერიტეტის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი, პროფ. მ. კვაჭაძე, ე. გასიტაშვილი, კ. ყურაშვილი, რ. ფარესაშვილი, გ. ვაშაკიძე, პროფ. რ. გრაიმსი.

წიგნის პრეზენტაცია გაუ-ში წიგნის პრეზენტაცია გაუ-ში
წიგნის პრეზენტაცია გაუ-ში წიგნის პრეზენტაცია გაუ-ში
წიგნის პრეზენტაცია გაუ-ში წიგნის პრეზენტაცია გაუ-ში
წიგნის პრეზენტაცია გაუ-ში წიგნის პრეზენტაცია გაუ-ში
წიგნის პრეზენტაცია გაუ-ში წიგნის პრეზენტაცია გაუ-ში