15 აპრილს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ჩატარდა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ფარგლებში მომზადებული წიგნის - "უმაღლეს სასწავლებლების სამართლის ფაკულტეტებზე იურიდიული კლინიკის სწავლების სახელმძღვანელო" პრეზენტაცია.
წიგნი მომზადდა გაუ-ს ლექტორების (პროფ. ნ. გვენეტაძე, პროფ. მ. კვაჭაძე, პროფ. ზ. რუხაძე) მიერ. სახელმძღვანელოს შექმნის მიზანია საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის სკოლებში იურიდიული კლინიკის სწავლების დანერგვა და სწავლების ამ მეთოდის სრულყოფა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ JILEP-ის ექსპერტი, იორკის უნივერსიტეტეის (დიდი ბრიტანეთი) იურიდიული კლინიკის უნივერსიტეტის რექტორი პროფ. რიჩარდ გრაიმსი, JILEP-ის იურიდიული განათლებისა და ტრენინგების სპეცილისტი გიორგი ვაშაკიძე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ეკა გასიტაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისიტთა ასოციაციის (საია) იურიდიული განათლების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ მეტრეველი, საიას მენეჯერი თ. სარაჯიშვილი, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი კახი ყურაშვილი, თბილისის სკოლა -პანსიონის "აიბი-მთიების" საშუალო სკოლის დირექტორი რამაზ ფარესაშვილი.
ღონისძიებას ეწსრებოდა უნივერიტეტის კანცლერი ნ. ტორონჯაძე, უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები.
პრეზენტაციას უძღვებოდა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი პროფ. ზ. რუხაძე, სიტყვით გამოვიდა უნივერიტეტის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი, პროფ. მ. კვაჭაძე, ე. გასიტაშვილი, კ. ყურაშვილი, რ. ფარესაშვილი, გ. ვაშაკიძე, პროფ. რ. გრაიმსი.