GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი ბანკი

„გაუ-ს ფორმულა მარტივია - გახდი გაუ-ელი, გამოიყენე შემოთავაზებული შანსი და იქნები წარმატებული''. გაუ-ს დახმარებით გავიარე არაერთი პრაქტიკული კურსი, ამ კუთხით გაუ-ს სამართლის კლინიკა საქართველოში მოწინავეა. გაუ-ს იურიდიული ფაკულტეტის...

პროფესორები და ლექტორები

ელისო ყვავაძეს აქვს სამეცნიერო მოღვაწეობის და პედაგოგობის 37 წლის სამუშაო სტაჟი.1967-1971 წლებში სწავლობდა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ბიოგეოგრაფიულ ფაკულტეტზე. როგორც წარჩინებული სტუდენტი ასევე იყო ლენინის სახელობის სტიპენდიანტი...

მარიამ ბერაძე

2015 წლის გამოშვება
თიბისი ლიზინგი
საკრედიტო რისკების ანალიტიკოსი
 

GAU-ში 2011 წელს ჩავირიცხე ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე და ავირჩიე Quant (რაოდენობრივი ფინანსების) მიმართულება. სწავლა არც ისე მარტივი აღმოჩნდა, თუმცა ერთმანეთის დახმარებით, მე და ჩემმა ჯგუფელებმა შევძელით მასალის წარმატებით ათვისება.

მე-4 კურსზე ვიყავი, როცა  საქართველოში პირველად ჩატარდა ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ შედგენილი ბიზნეს ქეისების ამოხსნის კონკურსი ''Harvard Business Case Competition”, რომელშიც 5 უნივერსიტეტი მონაწილეობდა. ამ კონკურსზე, GAU-ს მე და ჩემი სამი ჯგუფელი წარმოვადგენდით. მოგვიწია რამდენიმე ქეისის ამოხსნა, საბოლოოდ კი, ფინალში წარმოდგენილი ამოხსნისა და პრეზენტაციის შემდეგ გავიმარჯვეთ და გავემგზავრეთ ბაქოში, კონკურსის საერთაშორისო ეტაპში მონაწილეობის მისაღებად. გამარჯვება ქეისების რთული და საინტერესო ამოხსნის გზით მოვიპოვეთ, რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა სხვა უნივერსიტეტის ამოხსნებისგან.

მე-4 კურსის ბოლოს სტაჟირება დავიწყე სს „თიბისი ლიზინგში“ საკრედიტო დეპარტამენტში, სტაჟირების დამთავრების შემდეგ ვმუშაობდი ლიზინგის პროექტების მენეჯერად, ამჟამად, ვარ საკრედიტო რისკების ანალიტიკოსი.

2016 წელს ჩავირიცხე GAU-ში სამაგისტრო პროგრამაზე, სწავლა კვლავ Quant მიმართულებით გავაგრძელე. 

GAU სტუდენტს აძლევს ბევრ შესაძლებლობას. მთავარია, გადაწყვიტო რისი გაკეთება გინდა და მოინდომო, GAU-ში მიღებული ცოდნა კი აუცილებლად დაგეხმარება არჩეულ გზაზე წარმატების მიღწევაში.