GAU-ს კურსდამთავრებულები

„კორძაძის საადვოკატო ბიურო“

2013 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა. ამ უნივერსიტეტმა პროფესიული განვითარების კუთხით ძალიან ბევრი რამ მომცა. საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული, როგორც სასწავლო პროცესში...

პროფესორები და ლექტორები

2011 წლიდან სერგო ცუცქირიძე კითხულობას ლექციებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლაში საინჟინრო გეოდეზიასა და მარკშეიდერიაში...

გიორგი გოგშელიძე

2011 - სამართლის ბაკალავრი
2013 - სამართლის მაგისტრი
იურისტი
თიბისი ბანკი

„GAU-ს ფორმულა მარტივია - გახდი გაუ-ელი, გამოიყენე შემოთავაზებული შანსი და იქნები წარმატებული''.

2008 წელს ჩავაბარე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის სამართლის პროგრამაზე. აქედან დაიწყო ყველაფერი - დაიწყო ჩემი როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული განვითარება, შევიძინე მეგობრები. GAU-ს იურიდიული ფაკულტეტის ლექტორები თუ ადმინისტრაციის თანამშრომლები აკეთებდნენ მაქსიმუმს, ჩვენი ფუნქცია იყო მხოლოდ შემოთავაზებულის სათანადოდ ათვისება.
 
ლექტორებმა მოგვცეს, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ცოდნა. ყველაზე მეტად მომხიბვლელი სწორედ ეს უკანასკნელია - GAU-ში თეორია და პრაქტიკა შერწყმულად ისწავლება. GAU-ს საბაკალავრო ხარისხის მიღებით ხდები კონკურენტუნარიანი კადრი.
 
GAU-ს ხელშეწყობით ჯერ კიდევ 2008 წელს საადვოკატო პრაქტიკები გავიარე შპს „ზაზა რუხაძე და კომპანიაში'' და „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში''. 2010 წელს პრაქტიკანტად ჩართული ვიყავი სახელმწიფო იურიდიული დახმარების პროექტში. 2010 წელს იურისტად დავიწყე მუშაობა შპს „ჯი-ენდ-სი ჯგუფში''. 2011 წელს პრაქტიკანტად ვმუშაობდი კს „კორძაძის საადვოკატო ბიუროში''. 2011 წელს წამოვიწყე კერძო საადვოკატო პრაქტიკა, დავაფუძნე საკუთარი იურიდიული კომპანია შპს „B&P” და  მოვიზიდე არაერთი ადგილობრივი თუ უცხოელი კორპორატიული კლიენტი. 2011 წლიდან იურისტად ვმუშაობდი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჰოლდინგში შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში'', 2012  წლიდან - შპს „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში''. 
 
GAU-ს დახმარებით გავიარე არაერთი პრაქტიკული კურსი, ამ კუთხით GAU-ს სამართლის იურიდიული კლინიკა საქართველოში მოწინავეა. GAU-ს იურიდიული ფაკულტეტის მაღალკვალიფიციური ლექტორების დამსახურება იყო ის, რომ 2010  წელს ავიღე კემბრიჯის ILEC-ის (საერთაშორისო იურიდიული ინგლისურის სერტიფიკატი) სერტიფიკატი და შევიძინე იურიდიულ სფეროში ინგლისურად მუშაობის უნარ-ჩვევები. 2011 წელს გავხდი ადვოკატთა ასოციაციის წევრი. მიუხედავად ასაკისა, GAU-ს ლექტორებისგან მიღებულმა ფასდაუდებელმა პრაქტიკულმა და თეორიულმა ცოდნამ გადამალახინა ცხოველური კონკურენცია.
 
2012  წლიდან გავხდი სს „თიბისი ბანკის'' იურისტი.
 
2013  წლის ივლისში GAU-ში მოვიპოვე მაგისტრის ხარისხი.
 
თითოული ზემოაღნიშნული ნაბიჯის გადადგმისას მუდმივად გვერდში მედგა GAU-ს მთელი კონტიგენტი, ისინი დღეს ჩემი მეგობრები არიან. შეუფასებელია GAU-ს იურიდიული ფაკულტეტის ლექტორების ღვაწლი ჩემს განვითარებაში.GAU ჩემთვის საუკეთესო წლებთან, მეგობრობასთან და წარმატებასთან არის დაკავშირებული.