GAU-ს კურსდამთავრებულები

შ.პ.ს „ავიატორ“

მოხარული ვარ, რომ GAU-ს სტუდენტი ვიყავი, რადგან აქ შეძენილი ცოდნა და გამოცდილება დამეხმარა პროფესიულ წინსვლაში. აუცილებელია ხაზი გაესვას იმ დეტალებს რაც ძალიან დავაფასე GAU-ში სწავლების ოთხი წლის მანძილზე: ლექტორების პროფესიონალიზმი, ისინი ყოველთვის...

პროფესორები და ლექტორები

ლევან მესხორაძე 2007 წლიდან კითხულობს ლექციებს საერთაშორისო საჯარო და ადამიანის უფლებათა სამართალში, აქვს საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებათა სამართლის, ასევე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება...

ლევან გოგიჩაძე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი
მიმართულება: მარკეტინგული კვლევა, მიწოდების ჯაჭვები

ლევან გოგიჩაძე სწავლობდა  თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1995 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მიიღო არქიტექტორის კვალიფიკაცია, ამავე წლიდან მუშაობდა კერძო თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში სხვადასხვა თანამდებობებზე.
 
2001 წელს ლევანმა დაამთავრა კავკასიის ბიზნესის სკოლა და მიიღო ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მარკეტინგის კონცენტრაციით, 2005 წლიდან მუშაობს შპს უნიგრუპში, რომელიც ლუკოილ ჯორჯიას ექსკლუზიური დისტრიბუტორი და მარკეტინგის სამსახურია. 2010 წლიდან იკავებს კორპორაციული სტრატეგიის მარკეტინგის და PR-ის განყოფილების უფროსის თანამდებობას. 
 
ლევან გოგიჩაძე 2007 წლიდან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში კითხულობს ორ საგანს - მარკეტინგულ კვლევას და მიწოდების ჯაჭვებს. სტუდენტებთან მუშაობა აძლევს საშუალებას მუდმივად განიახლოს ცოდნა და გარეშე თვალით შეხედოს საკუთარ პროფესიულ საქმიანობას.