GAU-ს კურსდამთავრებულები

შპს ოპტიმალ გრუპ +

მეოთხე კურსი სადიპლომო ნამუშევრის მომზადებას დავუთმე. ეს იყო სარესტავრაციო შენობის რეალური პროექტი, რომელიც უკვე წარმატებით განხორციელდა. დიპლომის აღებიდან ორ თვეში მუშაობა A ტიპის ინსპექტირების ორგანოში დავიწყე. სადაც დღემდე ვმუშაობ. ამ კომპანიის...

პროფესორები და ლექტორები

2011 წელს ჩაირიცხა Queen Mary University of London-ის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე და გახდა აღნიშნული უნივერსიტეტის სტიპენდიანტი (100% გრანტით). ლონდონში წარჩინებით დაამთავრა LLM, რომლის ფარგლებშიც გაიარა შემდეგი მოდულები: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო და შედარებითი სოციალური იუსტიცია...

საახალწლო ღონისძიება ბენდის დაბადების დღე და მარსის ნაძვის ხეების კონკურსი

2015 წელი GAUელებმა ერთად და მხიარულად გააცილეს. 24 დეკემბერს 18.30 საათზე GAU-ში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ნაძვის ხეების კონკურსს, GAU ბენდის დაბადების დღეს, გათამაშებას, კონცერტს, საიდუმლო სანტების გამოვლენას და GAUელი DJ-ის საღამოს მოიცავდა. პრიზებითა და სიურპრიზებით სავსე ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრებიც იყვნენ: GAU-ს დამფუძნებლები თამარ ციციშვილი და სოფო შუბლაძე, მხატვარი ზალიკო სულაკაური და ფოტოგრაფი გურამ მურადოვი.

ნაძვის ხის კონკურსში მონაწილეობა ყველა სკოლის 4-მა გუნდმა მიიღო. გამარჯვება კი იმ შემადგენლობამ მოიპოვა, რომელშიც ორი ფაკულტეტის სტუდენტები გაერთიანდნენ: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლა და სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლა.

სპეციალური ჟიურის წევრები იყვნენ:

  • GAU-ს სანტა კლაუსი - პრეზიდენტი - რ. მაიკლ ქაუგილი
  • GAU-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი - თამარ ციციშვილი
  • GAU-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი - ნინო ტოროჯაძე
  • GAU-ს ნაძვის ხეების ექსპერტი და ფინანსური დეპარტამენტის თანამშრომელი - ანა ჩორგოლაშვილი
  • მხატვარი ზალიკო სულაკაური, რომელმაც გამარჯვებული გუნდის წევრები პერსონალური კარიკატურებით დაასაჩუქრა.

სტუდენტებმა კონკურსის პირობის მიხედვით მარსზე აღმოჩენილი ქართული ჯიშის ნაძვის ხის ხელოვნური ასლები მორთეს. გუნდებმა მარსული ნაძვის ხის ძალიან ორიგინალური გადაწყვეტა შემოგვთავაზეს და დეკორაციასთან ერთად მარსის ბინადრებიც განასახიერეს.

კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა:

  • კონკურსში მონაწილეობის სიგელი;
  • GAU-ს საახალწლო ბრენდირებული სუვენირები;
  • დასაჩუქრდნენ www.rafting.ge -ის მიერ ჯომარდობის ტურით (რომელიც გაიმართება გაზაფხულზე);

გამარჯვებული გუნდის წევრები კი კარიკატურებთან ერთად დასაჩუქრდნენ სარაჯიშვილის სასაჩუქრე კონიაკით, რომელიც სპეციალურად GAU-ს კონკურსის გამარჯვებულთათვის იყო ბრენდირებული. მათ ასევე გადაეცათ ელექტრონული წიგნები www.saba.com.ge -სგან.

იუბილარმა GAU ბენდმა კი დაბადების დღეზე GAU-სგან ელექტრო გიტარა და მადლობის სიგელები მიიღო GAU-ს სტუდენტური ცხოვრების GAUმჯობესებისთვის. საზეიმო ტორტი GAU ბენდის წევრების გამოსახულებით მათთან ერთად GAU-ს პრეზიდენტმა გაჭრა. საღამო DJ Ramy-ს კლუბური მუსიკით დასრულდა. 

ღონისძიების ვიდეო იხილეთ ბმულზე - https://www.youtube.com/watch?v=v6A4Ei0JnyE&list=PLqq8kKx8Ow0dIyPOG7Epir...

GAU გილოცავთ ახალ 2016 წელს! GAU გილოცავთ ახალ 2016 წელს!
GAU გილოცავთ ახალ 2016 წელს! GAU გილოცავთ ახალ 2016 წელს!
GAU გილოცავთ ახალ 2016 წელს! GAU გილოცავთ ახალ 2016 წელს!
GAU გილოცავთ ახალ 2016 წელს! GAU გილოცავთ ახალ 2016 წელს!
GAU გილოცავთ ახალ 2016 წელს! GAU გილოცავთ ახალ 2016 წელს!
GAU გილოცავთ ახალ 2016 წელს! GAU გილოცავთ ახალ 2016 წელს!
GAU გილოცავთ ახალ 2016 წელს! 24-dec-2015-16-14