2015 წელი GAUელებმა ერთად და მხიარულად გააცილეს. 24 დეკემბერს 18.30 საათზე GAU-ში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ნაძვის ხეების კონკურსს, GAU ბენდის დაბადების დღეს, გათამაშებას, კონცერტს, საიდუმლო სანტების გამოვლენას და GAUელი DJ-ის საღამოს მოიცავდა. პრიზებითა და სიურპრიზებით სავსე ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრებიც იყვნენ: GAU-ს დამფუძნებლები თამარ ციციშვილი და სოფო შუბლაძე, მხატვარი ზალიკო სულაკაური და ფოტოგრაფი გურამ მურადოვი.
ნაძვის ხის კონკურსში მონაწილეობა ყველა სკოლის 4-მა გუნდმა მიიღო. გამარჯვება კი იმ შემადგენლობამ მოიპოვა, რომელშიც ორი ფაკულტეტის სტუდენტები გაერთიანდნენ: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლა და სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლა.
სპეციალური ჟიურის წევრები იყვნენ:
სტუდენტებმა კონკურსის პირობის მიხედვით მარსზე აღმოჩენილი ქართული ჯიშის ნაძვის ხის ხელოვნური ასლები მორთეს. გუნდებმა მარსული ნაძვის ხის ძალიან ორიგინალური გადაწყვეტა შემოგვთავაზეს და დეკორაციასთან ერთად მარსის ბინადრებიც განასახიერეს.
კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა:
გამარჯვებული გუნდის წევრები კი კარიკატურებთან ერთად დასაჩუქრდნენ სარაჯიშვილის სასაჩუქრე კონიაკით, რომელიც სპეციალურად GAU-ს კონკურსის გამარჯვებულთათვის იყო ბრენდირებული. მათ ასევე გადაეცათ ელექტრონული წიგნები www.saba.com.ge [2] -სგან.
იუბილარმა GAU ბენდმა კი დაბადების დღეზე GAU-სგან ელექტრო გიტარა და მადლობის სიგელები მიიღო GAU-ს სტუდენტური ცხოვრების GAUმჯობესებისთვის. საზეიმო ტორტი GAU ბენდის წევრების გამოსახულებით მათთან ერთად GAU-ს პრეზიდენტმა გაჭრა. საღამო DJ Ramy-ს კლუბური მუსიკით დასრულდა.
ღონისძიების ვიდეო იხილეთ ბმულზე - https://www.youtube.com/watch?v=v6A4Ei0JnyE&list=PLqq8kKx8Ow0dIyPOG7Epir... [3]
ბმულები:
[1] http://www.rafting.ge/
[2] http://www.saba.com.ge/
[3] https://www.youtube.com/watch?v=v6A4Ei0JnyE&list=PLqq8kKx8Ow0dIyPOG7Epirwo0ioEmMIuI&index=1