GAU-ს კურსდამთავრებულები

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა

ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, როდესაც ჩემი სტუდენტური წლები GAU-ს დავუკავშირე. GAU-ში მიღებული, ცოდნა არის მომავალში კარიერული წინსვლის გარანტი. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) სწორედ ის ადგილია სადაც ყველა პირობაა, შენი პროფესიული...

პროფესორები და ლექტორები

ქეთევან საგინაშვილმა 1991 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური შემოქმედებისა და პატენტმცოდნეობის ინსტიტუტი პატენტმცოდნეობის სპეციალობით, 1995 წელს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდენეობის სპეციალობით...

ბექა ძამაშვილი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი
მიმართულება: სამართალი

ბექა ძამაშვილმა 2006 წელს საჯარო სკოლის წარჩინებით დასრულების შემდეგ ერთიან ეროვნულ გამოცდებში 39 000 აბიტურიენტს შორის საქართველოს მასშტაბით დაიკავა პირველი ადგილი და ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 100%–იანი სახელმწიფო გრანტით. ბაკალავრიატი დაამთავრა წარჩინებით და ფაკულტეტზე ოთხი კურსის განმავლობაში იყო რეიტინგით პირველი. ამასთანავე არის სხვადასხვა სამართლებრივი კონფერენციის გამარჯვებული. 

2009 წლიდან მუშაობდა განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში (შემდგომში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) ავტორიზაციის სამმართველოს კოორდინატორად.

2011 წელს ჩაირიცხა Queen Mary University of London-ის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე და გახდა აღნიშნული უნივერსიტეტის სტიპენდიანტი (100% გრანტით). ლონდონში წარჩინებით დაამთავრა LLM, რომლის ფარგლებშიც გაიარა შემდეგი მოდულები: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო და შედარებითი სოციალური იუსტიცია, სამხედრო კონფლიქტების სამართალი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. სწავლის პარალელურად იყო ტრენერი შემდეგ სკოლებში: Mossbourne Community Academy, St Paul's Way Trust School, New VIC School of London.

სხვადასხვა დროს გავლილი აქვს ტრენინგები, სემინარები და კურსები შემდეგ საკითხებზე: Research Writing, teambuilding, time management, project management, recruitment, human marketing.

ამჟამად არის ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) პრეზიდენტი საქართველოში.