GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

ვფიქრობ, რომ GAU-ს Quant პროგრამამ მომცა საშუალება შემეძინა ის მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც აუცილებელია კონკურენტულ გარემოში სასურველი მიზნის მისაღწევად. ამჟამად ვსწავლობ GAU-ს ბიზნეს სკოლის მაგისტრატურის Quant პროგრამაზე...

პროფესორები და ლექტორები

ნინა კარბელაშვილი Autodesk-ის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის სერტიფიცირებული მასწავლებელია, სერტიფიცირებულია: 3D MAX, 3DVIZ, CorelDraw და Adobe Photoshop. მუშაობს სასწავლო პროგრამებსა და სახელმძღვანელოებზე კომპიუტერულ ტექნოლოგიებში.

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლაში ჩატარდება სემინარი „ინოვაციები IT სფეროში“

1 ივნისს 13:00 საათზე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლაში ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი სემინარი „ინოვაციები IT სფეროში“. სემინარში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები შემდეგი უნივერსიტეტებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, დამამის უნივერსიტეტი, იორდანიის ბალქას გამოყენებითი უნივერსიტეტი, მეფე აბდულაზიზის უნივერსიტეტი, კავშირი „მწვანე დედამიწა“, საქართველოს დისტანციური და მობილური სწავლების ცენტრი, GETQ, უკრაინის დისტანციური და მობილური სწავლების ფორუმი, ინფორმაციული სისტემების აუდიტის და კონტროლის ასოციაცია. 
მისამართი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU), მერაბ ალექსიძის 8 http://www.gau.ge/ge/contact აუდიტორია 317