1 ივნისს 13:00 საათზე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლაში ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი სემინარი „ინოვაციები IT სფეროში“. სემინარში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები შემდეგი უნივერსიტეტებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, დამამის უნივერსიტეტი, იორდანიის ბალქას გამოყენებითი უნივერსიტეტი, მეფე აბდულაზიზის უნივერსიტეტი, კავშირი „მწვანე დედამიწა“, საქართველოს დისტანციური და მობილური სწავლების ცენტრი, GETQ, უკრაინის დისტანციური და მობილური სწავლების ფორუმი, ინფორმაციული სისტემების აუდიტის და კონტროლის ასოციაცია.
მისამართი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU), მერაბ ალექსიძის 8 http://www.gau.ge/ge/contact [1] აუდიტორია 317
ბმულები:
[1] http://l.facebook.com/l.php?u=http%3A%2F%2Fwww.gau.ge%2Fge%2Fcontact&h=SAQFc-N_kAQFxYHCVTkGSopk2usreoLpXnFh3J6LX5KLEdg&enc=AZPHugTgTCKlVEILwq9WlTRpcIH7L0Av-iWJ0V1S38iI_tvnTvZMt4dAzmqwo4Ta8XCVRi8_uw2KggZENW3Qm0kR2xg0W8wbcXIrYgZiZCk5OJiJMfYcfm3795OM7YM3tYOSKqtGOafcx9BpfSvdctg3rNxuCFJaWwy8yWrot299OTc58gpQTumagopMWvKck7W1r-_MmGIqCqiQBDDHtaqH&s=1