GAU-ს კურსდამთავრებულები

თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო დეპარტამენტი

"გაუ-ს ჩამოყალიბებისთანავე შეიქმნა მეგობრული ატმოსფერო სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის, ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ გაუ გამხდარიყო ერთ-ერთი ძლიერი და წამყვანი უნივერსტეტი საქართველოში, რომელიც შესთავაზებდა აბიტურიენტებს თანამედროვე ბიზნეს განათლებას..."

პროფესორები და ლექტორები

გიორგი გორაძე არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი და პარალელურად ხელმძღვანელობს მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე განთავისუფლების აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივ საბჭოს.

ნინა კარბელაშვილი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სრული პროფესორი
ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი

ნინა კარბელაშვილი Autodesk-ის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის სერტიფიცირებული მასწავლებელია, სერტიფიცირებულია: 3D MAX, 3DVIZ, CorelDraw და Adobe Photoshop. მუშაობს სასწავლო პროგრამებსა და სახელმძღვანელოებზე კომპიუტერულ ტექნოლოგიებში.

ნინა კარბელაშვილს გამოქვეყნებული აქვს 21 სამეცნიერო ნაშრომი და 5 სახელმძღვანელო, არის თანაავტორი წიგნებისა:
  • კომპიუტერული გრაფიკის სწავლების მეთოდიკა სამხატვრო აკადემიის არქიტექტურისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტებზე - მონოგრაფია
  • კომპიუტერული გრაფიკა, ლექციების კურსი
  • AutoCAD2000... პრაქტიკული კურსი
  • მულტიმედია და Web-დიზაინი, ნაწილი 1, პრაქტიკული კურსი
  • მულტიმედია და Web-დიზაინი, ნაწილი 2, რასტრული ანიმაცია, პრაქტიკული კურსი
  • AutoCAD2006 – ლექციების კურსი 
ნინა ქართული ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის ,,პედაგოგიური მეცნიერებები და ფსიქოლოგია'' (http://gesj.internet-academy.org.ge) დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია, არის სამეცნიერო-საგანმანათლებლო ორგანიზაციის ,,ინტერნეტ აკადემია'' (www.internet-academy.org.ge) თანადამფუძნებელი, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე და დისტანციური სწავლების მენეჯერი.
 
ჰობი: მხატვრული ლიტერატურა, კინო, ცურვა, მცენარეების მოვლა, მეგობრებთან ურთიერთობა.