GAU-ს კურსდამთავრებულები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

"მაგისტრატურის მე-2 კურსზე სწავლისას გაუ-ს შუამდგომლობით მიმიწვიეს გასაუბრებაზე სტაჟიორის პოზიციაზე Deloitte Consulting-ში, რომელიც საქართველოში ახორციელებს USAID-ის პროექტს „საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა“ (EPI Georgia). მინდა აღვნიშნო, რომ დიდი კონკურსის მიუხედავად, ყველა სასტაჟიორო ვაკანსიაზე GAU-ს სტუდენტები მიიღეს."

პროფესორები და ლექტორები

მუშაობდა საბაჟო დეპარტამენტის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში მომკვლევად. 1998-2002 წწ. იყო ასოციაცია ,,სამართალი და თავისუფლების" საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი. 2003 წლიდან ს/ს ,,სადაზღვევო კომპანია ალდაგი''-ის იურისტი. იყო საადვოკატო ბიურო ,,სვანიძე და პარტნიორების" ადვოკატი.

გაუ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე "ექსპო ჯორჯია"-ში

გაუ განათლების გამოფენაზე

2013 წლის 15 და 16 თებერვალს გაუ-მ მონაწილეობა მიიღო განათლების საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც ჩატარდა გამოფენების ცენტრში ,,ექსპო ჯორჯია''. აღნიშნული ღონისძიება საქართველოში მესამედ გაიმართა და გაუ-ც მესამე წელია გამოფენის მონაწილეა.

გაუ-ს საგამოფენო-საინფორმაციო სტენდი, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო მიეღო ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე, შეხვედროდა გაუ-ს დეკანებს, მიმართულებების ხელმძღვანელებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.  

გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ გამოფენების ცენტრი ,,ექსპო ჯორჯია'', საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და თბილისის მერია

განათლების ფორუმის ფარგლებში გაუ ,,ექსპო ჯორჯიამ'' დააჯილდოვა სერტიფიკატით გამოფენის სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაციისათვის.

დაათვალიერე 2011 წლის განათლების გამოფენის ფოტოალბომი

დაათვალიერე 2012 წლის განათლების გამოფენის ფოტოალბომი 

დაათვალიერე 2013 წლის განათლების გამოფენის ფოტოალბომი