GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

მადლობელი ვარ, რომ GAU-მ მომცა მაღალი ხარისხის განათლება და კარიერაში სწორი მიმართულება. სწორედ GAU-ში სწავლის პერიოდში მომეცა საშუალება ჩემი ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა. GAU-ს დამთავრების შემდეგ დავიწყე მუშაობა საქართველოს საგარეო საქმეთა...

პროფესორები და ლექტორები

თეა არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, აკადემიური დოქტორი. იგი არის 25 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მონაწილეა 5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, გამოცემული აქვს 2 დამხმარე სახელმძღვანელო და 1 მონოგრაფია...

დავით შიოლაშვილი

2010 - ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
2013 - ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი  
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 
ინვესტიციების და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი

GAU-ს ბიზნესის სკოლის მე-4 კურსზე გადავედი 2009 წელს, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების დაქვემდებარებაში არსებული მოსკოვის ეროვნული ეკონომიკის აკადემიიდან. მიუხედავად ქართული ენის არასრულყოფილად ცოდნისა, GAU-ს პროდუქტიულმა და კომფორტულმა გარემომ მომცა შესაძლებლობა წარმატებით დამესრულებინა ბაკალავრიატი.

დიდხანს არ მიფიქრია, თუ რომელ უნივერსიტეტში მინდოდა სამაგისტრო ხარისხის მიღება ბიზნესის მართვის სფეროში და 2013 წელს მივიღე GAU-ს მაგისტრის დიპლომი და გავხდი რეიტინგით პირველი სტუდენტი (Valedictorian) ამ წლის კურსდამთავრებულ მაგისტრებს შორის.

GAU-ს დახმარებით არა მარტო ბაზარზე მოთხოვნადი ცოდნა და გამოცდილება მივიღე, არამედ ჩემი უნივერსიტეტი დამეხმარა კარიერულ წინსვლაშიც. მაგისტრატურის მე-2 კურსზე სწავლისას GAU-ს შუამდგომლობით მიმიწვიეს გასაუბრებაზე სტაჟიორის პოზიციაზე Deloitte Consulting-ში, რომელიც საქართველოში ახორციელებს  USAID-ის პროექტს „საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა" (EPI Georgia). მინდა აღვნიშნო, რომ დიდი კონკურსის მიუხედავად, ყველა სასტაჟიორო ვაკანსიაზე GAU-ს სტუდენტები მიიღეს.

ჩვენი სამუშაო იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციების წახალისების დეპარტამენტის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, ის ძალიან წარმატებული გამოდგა და სტაჟირების ვადა 2 თვით გამიგრძელეს. პროექტის დასრულებისთანავე, EPI-ში ჩვენი მენტორის - ლუკას კალტრაიდერის რეკომენდაციით ამიყვანეს საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში ეკონომიკური ანალიტიკოსის პოზიციაზე. 3-თვიანი მუშაობის შემდეგ, სააგენტოს რეორგანიზაციის შედეგად დამაწინაურეს და დავინიშნე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

სწორედ GAU-ში მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ განაპირობა ასეთი სწრაფი კარიერული წინსვლა და USAID-ის, EPI-ს, Deloitte-ის მსგავს საერთაშორისო პროგრამებში ჩემი მონაწილეობა, რისთვისაც ჩემი უნივერსიტეტის მადლობელი ვარ.