GAU-ს კურსდამთავრებულები

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის თბილისის პროექტთა ბიურო

"GAU-ში გატარებული 4 წელი დაუვიწყარი სტუდენტური წლებით მართლაც რომ საუკეთესო იყო ჩემთვის. ხელს გვიწყობდა ყველა, როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ასევე ლექტორები, ჯგუფები კი დაკომპლექტებული იყო დონის მიხედევით, რაც, ვფიქრობ, მოტივაციის შენარჩუნებისა და ცოდნის ეფექტიანად შეძენის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია..."

პროფესორები და ლექტორები

2011 წელს ჩაირიცხა Queen Mary University of London-ის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე და გახდა აღნიშნული უნივერსიტეტის სტიპენდიანტი (100% გრანტით). ლონდონში წარჩინებით დაამთავრა LLM, რომლის ფარგლებშიც გაიარა შემდეგი მოდულები: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო და შედარებითი სოციალური იუსტიცია...

ირინა მამულაიშვილი

2016 წლის გამოშვება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საკონსულო დეპარტამენტი

2016 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის ბაკალავრიატი მაღალი აკადემიური მოსწრებით. GAU-ში სწავლა ჩემთვის ნამდვილად საინტერესო და მრავლის მომცემი იყო.

GAU არის სწორედ ის უნივერსიტეტი, სადაც მაღალი კვალიფიკაციის მქონე ლექტორები ასწავლიან და როგორც სტუდენტი თავს კომფორტულად გრძნობ, რაც ვფიქრობ პირველ რიგში სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის დეკანის ზაზა რუხაძის დამსახურებაა. მიმაჩნია, რომ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) არჩევა ჩემ ცხოვრებაში წარმატების პირველი ნაბიჯი იყო.

სწორედ GAU-ში სწავლის პერიოდში მომეცა საშუალება ჩემი ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა. 2015 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტში გავიარე პრაქტიკა. აქტიურად ვმონაწიელობდი სხვადასხვა პროექტში და ვახდენდი GAU-ში მიღებული ცოდნის რეალიზებას. 2016 წელს გავიარე სტაჟირება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში.

GAU-ს დამთავრების შემდეგ დავიწყე მუშაობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში.

მადლობელი ვარ, რომ GAU-მ მომცა მაღალი ხარისხის განათლება და კარიერაში სწორი მიმართულება.