2016 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის [1] ბაკალავრიატი მაღალი აკადემიური მოსწრებით. GAU-ში სწავლა ჩემთვის ნამდვილად საინტერესო და მრავლის მომცემი იყო.
GAU არის სწორედ ის უნივერსიტეტი, სადაც მაღალი კვალიფიკაციის მქონე ლექტორები ასწავლიან და როგორც სტუდენტი თავს კომფორტულად გრძნობ, რაც ვფიქრობ პირველ რიგში [1]სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის [1] [1] დეკანის ზაზა რუხაძის დამსახურებაა. მიმაჩნია, რომ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) არჩევა ჩემ ცხოვრებაში წარმატების პირველი ნაბიჯი იყო.
სწორედ GAU-ში სწავლის პერიოდში მომეცა საშუალება ჩემი ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა. 2015 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს [2] ამერიკის დეპარტამენტში გავიარე პრაქტიკა. აქტიურად ვმონაწიელობდი სხვადასხვა პროექტში და ვახდენდი GAU-ში მიღებული ცოდნის რეალიზებას. 2016 წელს გავიარე სტაჟირება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს [2] ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში.
GAU-ს დამთავრების შემდეგ დავიწყე მუშაობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს [2] საკონსულო დეპარტამენტში.
მადლობელი ვარ, რომ GAU-მ მომცა მაღალი ხარისხის განათლება და კარიერაში სწორი მიმართულება.
ბმულები:
[1] http://gau.ge/ge/schools/law-and-social-sciences
[2] http://mfa.gov.ge/