GAU-ს კურსდამთავრებულები

Williams College

"GAU-ს მთავარ უპირატესობად მივიჩნევ რაოდენობრივი ანალიზის განხრის არსებობას, რაც მოიცავს ისეთი საგნების სწავლის შესაძლებლობას (Fixed income, Investment, Value at Risk…), როგორებიც არ გვხვდება თბილისის სხვა უნივერსიტეტებში..."

პროფესორები და ლექტორები

თეა ამნიაშვილი სწავლობდა გოეთეს გერმანული ენისა და კულტურის ინსტიტუტში. 2007 წელს მიიღო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის - DAAD -სტიპენდია ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. 2010-2011 წლებში კი მეორედ მიიღო სტიპენდია (Post-Doc) ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში.

ნინო კვინიკაძე

2012 წლის გამოშვება
მთავარი ბუღალტერი
სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (dvv international) საქართველოს ფილიალის თბილისის პროექტთა ბიურო

2008 წელს ჩავაბარე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში. ბაკალავრიატზე ფინანსების მიმართულებით 4 წლიანი საფუძვლიანი სწავლის შემდეგ გადავწყვიტე გამეღრმავებინა ცოდნა და კვლავ GAU-ში გავაგრძელე მაგიტრატურაზე სწავლა.

ბაკალავრიატის მე-3 კურსზე უკვე მქონდა მიღებული იმ დონის განათლება, რომ დამეწყო მუშაობა სერიოზულ კომპანიაში, სადაც შევძლებდი წარმომეჩინა ჩემი შესაძლებლობები და ფონდში "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ (საქართველოს წარმომადგენლობა) მუშაობა აღმოჩნდა უდიდესი ტრამპლინი ჩემი მომავალი კარიერისთვის. ამჟამად კი ვმუშაობ სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (dvv international) საქართველოს ფილიალის თბილისის პროექტთა ბიუროს მთავარ ბუღალტრად.

GAU-ში გატარებული 4 წელი დაუვიწყარი სტუდენტური წლებით მართლაც, რომ საუკეთესო იყო ჩემთვის. ხელს გვიწყობდა ყველა, როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ასევე ლექტორები, ჯგუფები კი დაკომპლექტებული იყო დონის მიხედევით, რაც, ვფიქრობ, მოტივაციის შენარჩუნებისა და ცოდნის ეფექტიანად შეძენის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. პირველობის სურვილი ძალიან დიდია და ამისთვის ყოველდღიური მუშაობაა საჭირო, რადგან რთულია აჯობო სხვებს, რომლებიც ასევე თავდაუზოგავად შრომობენ. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ უკვე მზად ხარ დაიწყო მუშაობა სერიოზულ კომპანიებში, ამისთვის მზად ხარ, რადგან უკვე პროფესიონალად ჩამოყალიბებული ხარ.

GAU-ს ბევრი მიზეზის გამო ვაფასებ, თუმცა განსაკუთრებით გამოვარჩევდი შემდეგს:

  • წიგნები, რომლებიც შეიცავენ ზუსტად იმ მასალას, რაც დაგჭირდება;

  • ლექტორები, რომლებიც მუდმივად მზად არიან დახმარებისთვის;

  • მომსახურე პერსონალი, რომელიც ზრუნავს, რომ სასწავლო წელი არ შეფერხდეს;

  • ლიდერობის სურვილი, რომელიც ნებისმიერ სტუდენტს უღვივდება GAU-ს კედლებში მოხვედრისას.

ამ ყველაფრის შემდეგ როგორ უნდა თქვა უარი GAU-ში სწავლის გაგრძელებაზე? არასოდეს მინანია, რომ ამ უნივერსიტეტში ჩავაბარე და ამის გამო აბიტურიენტობის დროს აქ მოხვედრის უდიდესი სურვილით შთაგონებული ვმეცადინეობდი. GAU ჩემი მეორე სახლი გახდა, სადაც ყოველთვის ღიმილით დაგხვდებიან!