2013 წლის 15 და 16 თებერვალს გაუ-მ მონაწილეობა მიიღო განათლების საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც ჩატარდა გამოფენების ცენტრში ,,ექსპო ჯორჯია''. აღნიშნული ღონისძიება საქართველოში მესამედ გაიმართა და გაუ-ც მესამე წელია გამოფენის მონაწილეა.
გაუ-ს საგამოფენო-საინფორმაციო სტენდი, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო მიეღო ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე, შეხვედროდა გაუ-ს დეკანებს, მიმართულებების ხელმძღვანელებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ გამოფენების ცენტრი ,,ექსპო ჯორჯია'', საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და თბილისის მერია.
განათლების ფორუმის ფარგლებში გაუ ,,ექსპო ჯორჯიამ'' დააჯილდოვა სერტიფიკატით გამოფენის სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაციისათვის.
დაათვალიერე 2011 წლის განათლების გამოფენის ფოტოალბომი [1]
დაათვალიერე 2012 წლის განათლების გამოფენის ფოტოალბომი [2]
ბმულები:
[1] http://www.facebook.com/media/set/?set=a.202779729748437.65006.172913372735073&type=3
[2] http://www.facebook.com/media/set/?set=a.391141727578902.112845.172913372735073&type=3
[3] http://www.facebook.com/media/set/?set=a.612992272060512.155058.172913372735073&type=1