GAU-ს კურსდამთავრებულები

ნოვა ტექნოლოჯი

2012 წელს ჩავაბარე ქართულ-ამერიკულ უნივესიტეტში (GAU) და დღეს ვთვლი, რომ ამ უნივერსიტეტზე არჩევანის გაკეთება ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. GAU-ში დამხვდნენ პროფესიონალი ლექტორები, მათ შორის...

პროფესორები და ლექტორები

ნუგზარ დურმიშიძე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს დეპარტამენტის მეორე მდივანი, რეგიონული თანამშრომლობის დეპარტამენტის პირველი მდივანი და სამხრეთ კავკასიის სამმართველოს უფროსი, 008-2012 წლებში - საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპქრლამენტო კომისიის აპარატის თანამშრომელი...

ხატია შელია

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი                                                 მიმართულება: სამართალი

ხატია შელია 1988-1993  წწ. სწავლობდა თბილისის ივ, ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის სპეციალობით. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. ამავე წლებში მუშაობდა საბაჟო დეპარტამენტის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში მომკვლევად.

1998-2002 წწ. იყო ასოციაცია ,,სამართალი და თავისუფლების'' საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი. 2003 წლიდან  ს/ს ,,სადაზღვევო კომპანია ალდაგი''-ის იურისტი. იყო საადვოკატო ბიურო ,,სვანიძე და პარტნიორების'' ადვოკატი.

ხატია შელია 2006-2008 წწ - კომპანია ,,ლივო გრუპ''-ის, იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი იყო, 2008-2009 წწ. - შპს ,,მვ კონსალტინგ'', დამფუძნებელი პარტნიორი, ხოლო 2008 წლიდან კი იყო საინვესტიციო კომპანია ,,ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი'', შიდა აუდიტორი.

2010 წლის აგვისტოდან დღემდე არის აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.