GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

"მუშაობის სწავლის ადრეულ ეტაპზევე დაწყება და შემდგომი წარმატების მიღწევა სწორედ გაუ-ში შეძენილი განათლებისა და უნარ-ჩვევების საშუალებით მოვახერხე..."

პროფესორები და ლექტორები

მიხეილ მანიამ ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1999 წელს თბილისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში - სადოქტოროდისერტაცია. ის არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მისი სამეცნიერო ინტერესებია სტოქასტური ანალიზი, ოპტიმალური მართვის თეორია, ფინანსური და სადაზღვევო მათემატიკა...

შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მობილობის მსურველთა საყურადღებოდ

ქვემოთ ჩამოთვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მობილობის მსურველთა საბუთები მიიღება 18 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე:

1. შპს - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებელი;
2. შპს - ევრორეგიონალური სასწავლო უნივერსიტეტი;
3. შპს - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი;
4. სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია;
5. შპს - საქართველოს ბიზნეს აკადემია - SBA;
6. შპს -  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
7. შპს - ევროპის უნივერსიტეტი;

რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:

  1. წერილობითი განაცხადი უნივერსიტეტის პრეზიდენტის სახელზე;
  2. პირადობის მოწმობის დედანი და ასლი;
  3. 2 ფოტოსურათი 3*4 (დისკთან ერთად);
  4. სათანადოდ დამოწმებული ნიშნების ფურცელი;
  5. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი- ატესტატი;
  6. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული  სერთიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
  7. სათანადოდ დამოწმებული  უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი (ჩარიცხვის ბრძანება, არსებობის შემთხვევაში კურსიდან კურსზე გადაყვანის ბრძანება, სტუდენტის სტატუსის შეჩერების/ შეწყვეტის ბრძანება);
  8.  ვაჟებისათვის სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი.