ქვემოთ ჩამოთვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მობილობის მსურველთა საბუთები მიიღება 18 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე:
1. შპს - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებელი;
2. შპს - ევრორეგიონალური სასწავლო უნივერსიტეტი;
3. შპს - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი;
4. სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია;
5. შპს - საქართველოს ბიზნეს აკადემია - SBA;
6. შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
7. შპს - ევროპის უნივერსიტეტი;
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
- წერილობითი განაცხადი უნივერსიტეტის პრეზიდენტის სახელზე;
- პირადობის მოწმობის დედანი და ასლი;
- 2 ფოტოსურათი 3*4 (დისკთან ერთად);
- სათანადოდ დამოწმებული ნიშნების ფურცელი;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი- ატესტატი;
- გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
- სათანადოდ დამოწმებული უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი (ჩარიცხვის ბრძანება, არსებობის შემთხვევაში კურსიდან კურსზე გადაყვანის ბრძანება, სტუდენტის სტატუსის შეჩერების/ შეწყვეტის ბრძანება);
- ვაჟებისათვის სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი.