GAU-ს კურსდამთავრებულები

ეროვნული ბანკი

ამავდროულად გავხდი ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტში. ამჟამად ვმუშაობ საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტში. ყოველდღიური საქმიანობის წარმატებით შესრულებაში კი სტუდენტობის დროს...

პროფესორები და ლექტორები

არჩილ კაიკაციშვილს დამუშავებული აქვს შემდეგი სახის კვლევითი საკითხები: ,,საქართველოში დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ'', ,,ადვოკატის მოქმედება ექსტრემალურ სიტუაციაში'', ,,ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში'', ,,საზოგადოებრივი ინიციატივის საკითხი'', ,,საქართველოში დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ''...

ანანო დევიძე

2011 წლის გამოშვება
საქართველოს ეროვნული ბანკი
ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტი

2011 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა, კერძოდ ვსწავლობდი QUANT (ფინანსური ანალიტიკოსი) ჯგუფში, 2012 წელს იგივე სპეციალობით გავაგრძელე სწავლა GAU-ს მაგისტრატურაში.

GAU-ში სწავლის პერიოდში, მეორე კურსიდანვე დავიწყე მუშაობა რესპუბლიკა ბანკში, საცალო მომსახურების ოფიცრის თანამდებობაზე, დღესდღეობით ვმუშაობ საქართველოს ეროვნულ ბანკში, ზედამხედველობის დეპარტამენტში სპეციალისტის თანამდებობაზე. მუშაობის სწავლის ადრეულ ეტაპზევე დაწყება და შემდგომი წარმატების მიღწევა სწორედ GAU-ში შეძენილი განათლებისა და უნარ-ჩვევების საშუალებით მოვახერხე.

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში შექმნილია კომფორტული და დაცული სასწავლო გარემო, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიაღწიონ წარმატებას სწავლის პერიოდში. ასევე, გამოვარჩევდი ლექტორების პროფესიონალიზმსა და კარგად ორგანიზებულ ლექციებს, ეს ყველაფერი სტუდენტს უფრო მოტივირებულსა და მიზანდასახულს ხდის.