GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ის პროფესიული ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რომელიც GAU-ში სწავლის დროს შევიძინე. ამ უნივერსიტეტში 6 წელი გავატარე და ამ ხნის განმავლობაში, გარდა უაღრესად დატვირთული სასწავლო პროცესისა, უამრავ სხვადასხვა პროგრამაში, კონფერენციასა...

პროფესორები და ლექტორები

დადუნა ხუციშვილის დისერტაციით დაინტერესდა LAMBERT Academic Publishing, რომელმაც გამოსცა ის წიგნად აშშ–ში, სახელწოდებით: “United States Foreign Policy Toward Georgia” – (Why EU Countries Should Be Interested in Georgia)...

მიხეილ მანია

ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის სრული პროფესორი
მიმართულება: ფინანსური მათემატიკა

მიხეილ მანიამ წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის სპეციალობით.

1981 წელს მიხეილ მანიამ ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1999 წელს თბილისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში - სადოქტორო დისერტაცია

მიხეილ მანია სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

მიხეილ მანია 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მისი სამეცნიერო ინტერესებია სტოქასტური ანალიზი, ოპტიმალური მართვის თეორია, ფინანსური და სადაზღვევო მათემატიკა.