სტუდენტის მენიუ

GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი ბანკი

„გაუ-ს ფორმულა მარტივია - გახდი გაუ-ელი, გამოიყენე შემოთავაზებული შანსი და იქნები წარმატებული''. გაუ-ს დახმარებით გავიარე არაერთი პრაქტიკული კურსი, ამ კუთხით გაუ-ს სამართლის კლინიკა საქართველოში მოწინავეა. გაუ-ს იურიდიული ფაკულტეტის...

პროფესორები და ლექტორები

მარინე კვაჭაძეს აქვს იურისტად და უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობის 25 წლის სამუშაო სტაჟი. 1983-1988 წლებში სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. მ. კვაჭაძე იყო...

ს.ს. „ლომისი“, კომპანია „ნატახტარი“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის თანამდებობაზე

ვაკანსია - მარკეტინგის სპეციალისტი

ადგილმდებარეობა: თბილისი

 მოვალეობები:

  • ბრენდ მენეჯერისათვის დახმარების გაწევა სტრატეგიის განვითარებაში, მარკეტინგული გეგმის განხორციელებასა და ბაზართან დაკავშირებულ საქმიანობაში, რომელიც ემსახურება კომპანიის საერთო სტრატეგიული გეგმის განხორციელებას;
  • ბაზრის ანალიზი;
  • ახალი ბრენდის/პროდუქტის ჩაშვების დაგეგმვასა და პროცესების მართვაში მონაწილეობა;
  • ნაყოფიერი თანამშრომლობა ფინანსურ დეპარტამენტთან და ბრენდის/პროდუქტის ფასების სტრატეგიული მართვა, რათა პროდუქტის მომგებიანობა შეესაბამებოდეს დასახულ სტრატეგიულ ამოცანებს;
  • ნაყოფიერი თანამშრომლობა სარეკლამო სააგენტოსთან იმისათვის, რომ კარგად იქნას გაგებული ბრენდის პოზიცია/ადგილი, საჭიროებები და გეგმები, გაკონტროლებული იქნას სხვა ბრენდებთან დამოკიდებულება/კავშირი. მათ შორის მართვა/მონიტორინგი, მედია დაგეგმვა და გაყიდვა;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის სისტემური აღრიცხვა და კონტროლი;
  • ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგში;
  • მარკეტინგულ სფეროში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება);
  • MS Office-ის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა;
  • შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ და მძიმე სიტუაციებში მუშაობის შესაძლებლობა;
  • გუნდური სულისკვეთება;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა. 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@ge.anadoluefes.com

 გთხოვთ, ელ. ფოსტის დასათაურებაში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

 განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2018 წლის 4თებერვალი

დეტალური ინფორმაციისთვის:

ტელ: 2 20 65 20 (314)
მობ: 558 19 51 19
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N313 ოთახი.  

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია. 

GAU გისურვებთ წარმატებას!