სტუდენტის მენიუ

GAU-ს კურსდამთავრებულები

Caucasus Road Project

"შეუფასებელია ის პროფესიონალიზმი და სწავლების მეთოდი რასაც ჩვენი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს, ის გარემო და თბილი ატმოსფერო სადაც გვიწევდა სტუდენტობის გატარება ძალიან ტკბილად მაგონდება. რჩევა, რაც მინდა მომავალ GAU-ელებს მივცე, არის რომ არასოდეს თქვათ უარი დასახულ მიზანზე..."

პროფესორები და ლექტორები

ქეთევან საგინაშვილმა 1991 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური შემოქმედებისა და პატენტმცოდნეობის ინსტიტუტი პატენტმცოდნეობის სპეციალობით, 1995 წელს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდენეობის სპეციალობით...

როგორ დავამატო CV?

გაუ-ს ვებ გვერდზე CV-ის დასამატებლად რამდენიმე მარტივი ნაბიჯის გავლაა საჭირო:

1. თუ ჯერ არ ხარ დარეგისტრირებული საიტზე, პირველ რიგში საჭიროა გაიარო რეგისტრაცია. რეგისტრაციის ღილაკი განთავსებულია დასაქმების ცენტრის გვერდზე და გაუ-ს სტუდენტების გვერდზე, სტუდენტის მენიუში:

 

 

 

 

 

 

 

2. რეგისტრაციის პირველ ველში ჩაწერე მომხმარებლის სახელი (მომხმარებლის სახელი უნდა ემთხვეოდეს სტუდენტის სახელს, წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიში არ გააქტიურდება). მეორე ველში ჩაწერე მოქმედი ელ-ფოსტის მისამართი და დააჭირე ღილაკს "დარეგისტრირება":

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3. ანგარიში გააქტიურდება 24 საათის განმავლობაში, მას შემდეგ რაც გადამოწმდება რომ ნამდვილად გაუ-ს სტუდენტი ხარ, ანგარიშის გააქტიურებისთანავე მითითებულ ელ-ფოსტაზე მოგივა შეტყობინება ერთჯერადი ბმულით, რომელზე გადასვლის შემდეგაც შეძლებ სისტემაში შესასვლელი პაროლის დაყენებას. ანგარიშში შესვლისთანავე დასაქმების ცენტრის გვერდზე, სტუდენტის მენიუში გამოჩნდება ღილაკი "ჩემი CV", მასზე დაჭერისას გაიხსნება CV-ს ფორმა.

 

 

 

 

 

4. შეავსე CV-ის ფორმა (ფორმის ცალკეულ ველებთან მოცემულია განმარტებები, თუ რა ტიპის ინფორმაცია უნდა ჩაიწეროს შესაბამის ველებში):

 

 

 

 

5. ფორმის შევსების შემდეგ დააჭირე ღილაკს "შენახვა", რის შემდეგაც შენი CV გამოჩნდება დასაქმების ცენტრის გვერდის მენიუში, ღილაკზე "სტუდენტების CV" დაჭერისას. CV-ის რედაქტირება შეგიძლია ნებისმიერ დროს, საჭიროა მხოლოდ შეხვიდე სისტემაში შენი სახელითა და პაროლით და სტუდენტის მენიუდან აირჩიო "ჩემი CV".

*CV-ის ფორმაში დაფიქსირებული პირადი ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონი, ელ-ფოსტა) იქნება კონფიდენციალური, გაუ-ს კადრებით დაინტერესებული დამსაქმებლებისათვის კანდიდატის პირადი ინფორმაციის მიწოდება მოხდება სტუდენტთან შეთანხმების შემდგომ.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით გაუ-ს დასაქმების ცენტრს:

ტელ: 2 20 65 20 (312)
ელ-ფოსტა: careers@gau.ge