1. თუ ჯერ არ ხარ დარეგისტრირებული საიტზე, პირველ რიგში საჭიროა გაიარო რეგისტრაცია. რეგისტრაციის ღილაკი განთავსებულია დასაქმების ცენტრის გვერდზე [1] და გაუ-ს სტუდენტების გვერდზე [2], სტუდენტის მენიუში:
2. რეგისტრაციის პირველ ველში ჩაწერე მომხმარებლის სახელი (მომხმარებლის სახელი უნდა ემთხვეოდეს სტუდენტის სახელს, წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიში არ გააქტიურდება). მეორე ველში ჩაწერე მოქმედი ელ-ფოსტის მისამართი და დააჭირე ღილაკს "დარეგისტრირება":
3. ანგარიში გააქტიურდება 24 საათის განმავლობაში, მას შემდეგ რაც გადამოწმდება რომ ნამდვილად გაუ-ს სტუდენტი ხარ, ანგარიშის გააქტიურებისთანავე მითითებულ ელ-ფოსტაზე მოგივა შეტყობინება ერთჯერადი ბმულით, რომელზე გადასვლის შემდეგაც შეძლებ სისტემაში შესასვლელი პაროლის დაყენებას. ანგარიშში შესვლისთანავე დასაქმების ცენტრის გვერდზე, სტუდენტის მენიუში გამოჩნდება ღილაკი "ჩემი CV", მასზე დაჭერისას გაიხსნება CV-ს ფორმა.
4. შეავსე CV-ის ფორმა (ფორმის ცალკეულ ველებთან მოცემულია განმარტებები, თუ რა ტიპის ინფორმაცია უნდა ჩაიწეროს შესაბამის ველებში):
5. ფორმის შევსების შემდეგ დააჭირე ღილაკს "შენახვა", რის შემდეგაც შენი CV გამოჩნდება დასაქმების ცენტრის გვერდის მენიუში, ღილაკზე "სტუდენტების CV [3]" დაჭერისას. CV-ის რედაქტირება შეგიძლია ნებისმიერ დროს, საჭიროა მხოლოდ შეხვიდე სისტემაში შენი სახელითა და პაროლით და სტუდენტის მენიუდან აირჩიო "ჩემი CV".
*CV-ის ფორმაში დაფიქსირებული პირადი ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონი, ელ-ფოსტა) იქნება კონფიდენციალური, გაუ-ს კადრებით დაინტერესებული დამსაქმებლებისათვის კანდიდატის პირადი ინფორმაციის მიწოდება მოხდება სტუდენტთან შეთანხმების შემდგომ.
ტელ: 2 20 65 20 (312)
ელ-ფოსტა: careers@gau.ge [4]
ბმულები:
[1] http://gau.ge/ge/career-services
[2] http://gau.ge/ge/students
[3] http://gau.ge/ge/career-services/cv
[4] mailto:careers@gau.ge