სტუდენტის მენიუ

GAU-ს კურსდამთავრებულები

Delta Systems

GAU-ში მიღებულმა განათლებამ საშუალება მომცა დამოუკიდებლად ამერჩია გზა წარმატებული კარიერისაკენ, რაც გამოცდილი პროფესორებისა და ლექტორების დამსახურებაა. ვფიქრობ, უნივერსიტეტში დანერგილი სწავლის ხარისხის მართვის ახალი სისტემა GAU-ელი სტუდენტების სახით კიდევ უფრო გაზრდის მაღალკვალიფიცირებული კადრების რაოდენობას არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე...

პროფესორები და ლექტორები

ამჟამად მუშაობს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროს, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, ამასთანავე არის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების აღმოსავლეთის საბჭოს თავჯდომარე...

სს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ აცხადებს ვაკანსიებს

სს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ 2011 წლის დასაწყისში დაფუძნდა და დროის მცირე მონაკვეთში შეძლო გამხდარიყო ქართული სადაზღვევო ბაზრის თვალსაჩინო წარმომადგენელი. 

კომპანიის დამფუძნებლების სადაზღვევო საქმეში მრავალწლიანი გამოცდილებით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით კომპანია „უნისონმა“ სწრაფად დაიმსახურა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის მნიშვნელოვანი წილი მოიპოვა.

კომპანია „უნისონმა“ წარმატების მიღწევა გამოცდილი გუნდის და საქმისადმი პროფესიონალური მიდგომის დახმარებით შეძლო.

ამ ეტაპზე კომპანია ფართოვდება და აქტიურად ეძებს აქტიურ, მოტივირებულ, გონიერ ადამიანებს, შემდეგ პოზიციებზე:

  • ქოლ-ცენტრის ოპერატორი (სამედიცინო განათლება სავალდებულოა);
  • კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი;
  • გაყიდვების არხების განვითარების მენეჯერი;
  • სააგენტო ქსელის აგენტი. 

სს „სადაზღვევო კომპანია უნისონში“ დასაქმების შემთხვევაში შესაძლებლოვა გეძლევათ:

  • იმუშაოთ პროფესიონალებით შემდგარ გუნდთან ერთად;
  • იზრუნოთ კარიერულ განვითარებაზე;
  • იზრუნოთ საკუთარი ცოდნის და უნარების განვითარებაზე (ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი ტრენინგების დახმარებით). 

პოზიციების შესახებ დეტალური ინფორმაცია 

1. სს"სადაზღვევო კომპანია უნისონი“ აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - ქ.თბილისი

ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში შესაძლებლოვა გეძლევათ:

  • იმუშაოთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
  • იზრუნოთ კარიერულ განვითარებაზე;
  • გაიაროთ ტრენინგი სადაზღვევო პროდუქტებში, გაყიდვების ტექნიკასა და ეფექტურ კომუნიკაციაში.

ძირითადი მოთხოვნებ

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (B1 დონეზე).

ძირითადი მოვალეობები

  • სადაზღვევო პირობების შესახებ კონსულტაციების გაწევა;
  • სადაზღვევო ანაზღაურებისათვის ინსტრუქციის გაცემა;
  • ზარალების იდენტიფიკაცია და ფიქსირება;
  • სადაზღვევო შემთხვევის კოორდინირება;
  • ოჯახის ექიმთან ვიზიტის შეთანხმება;
  • პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტების სატელეფონო შეთავაზება;
  • შიდა ზარების რეგულირება;
  • კლიენტთა პრეტენზიების მართვა და მათი შედეგების აღრიცხვა (მონიტორინგი). 

დამატებითი მოთხოვნები:

  • გამართულად მეტყველების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: nanutsa.kiknadze@gau.ge2016 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.

 2. ს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო გრაფიკი: სრული                                                                 

სამუშაოადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • კორპორატიული კლიენტების მოძიება; მათი მოთხოვნების შესწავლა;
  • პოტენციური კლიენტების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების მომზადება და შეთავაზება;
  • კორპორატიულ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და პრეზენტაციების ჩატარება;
  • კორპორატიული კლიენტების გაყიდვების შემდგომი მომსახურეობა;
  • კორპორატიული კლიენტების სადაზღვევო ანგარიშების (მონაცემების) მართვა და კონტროლი;
  • ყოველდღიური და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება პროცესის/გაყიდვების შესახებ;
  • უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
  • გაყიდვების უნარ-ჩვევები;

პიროვნული მახასიათებლები:

  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • ენერგიული, პუნქტუალური, ორგანიზებული;
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
  • როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდში მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
  • დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე:  nanutsa.kiknadze@gau.ge2016 წლის 15 ნოემბრამდე.

3. ს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების არხების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო გრაფიკი: სრული                                                                 

სამუშაოადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული პროდუქტების გაცნობისა და გაყიდვის მიზნით  ავტოლომბადებთან, სალიზინგო კომპანიებთან ან/და ტურისტულ კომპანიებთან მოლაპარაკების პროცესის წარმოება;
  • პოტენციური კლიენტების მოძიება, მოზიდვა და მათთან ეფექტური ურთიერთობის დამყარება;
  • არსებული კლიენტების შენარჩუნება და მართვა;
  • კლიენტების სადაზღვევო მონაცემების მართვა და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (B1);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სადაზღვევო ან/და ტურისტული კომპნიების გაყიდვებში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • გაყიდვების უნარ-ჩვევები.

პიროვნული მახასიათებლები:

  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • ენერგიული, პუნქტუალური, ორგანიზებული;
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
  • როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდში მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე:  nanutsa.kiknadze@gau.ge; 2016 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით. 

4. სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი“ აცხადებს ვაკანსიას სააგენტო ქსელის აგენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - ქ.თბილისი

ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში შესაძლებლოვა გეძლევათ:

  • იმუშაოთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
  • იზრუნოთ კარიერულ განვითარებაზე;
  • გაიაროთ ტრენინგი სადაზღვევო პროდუქტებში, გაყიდვების ტექნიკასა და ეფექტურ კომუნიკაციაში.

ძირითადი მოთხოვნებ

  • სასურველია უმაღლესი განათლება ან არასრული უმაღლესი განათლება (მისაღებია სტუდენტები);
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები

  • პოტენციური კლიენტების მოძიება, მოზიდვა და მათთან ეფექტური ურთიერთობის დამყარება;
  • პოტენციური კლიენტებისათვის საცალო სადაზღვევო პროდუქტების  შეთავაზება / გაყიდვა;
  • დაზღვევისათვის საჭირო დოკუმენტაციაზე მუშაობა.

დამატებითი მოთხოვნები:

  • გამართულად მეტყველების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე:  nanutsa.kiknadze@gau.ge2016 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. 

დეტალური ინფორმაციისათვის GAU-ს სტუდენტები დაგვიკავშირდით:  

ტელ: 2 20 65 20 (314)
მობ: 558 19 51 19
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N303 ოთახი.  

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.