GAU-ს კურსდამთავრებულები

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი

"2011 წელს გავიარე სტაჟირება ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის იურიდიულ კლინიკაში, სადაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. 2012 წლის ზაფხულში სტრასბურგში გავიარე კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი "International and Comparative Law on Human Rights"..."

პროფესორები და ლექტორები

ირმა ღარიბაშვილი იყო სწავლებისა და სწავლის თანამედროვე მეთოდოლოგიების საკითხებში თრეინერი, ტასის ტემპუსის პროექტის "ტუნინგის მიდგომები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ ჯგუფის წევრი...

ზურაბ ჯიბღაშვილი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი
მიმართულება: სამართალი

ამჟამად მუშაობს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროს, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, ამასთანავე არის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების აღმოსავლეთის საბჭოს თავჯდომარე. არის Gau-ს (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი) და თბილისის ღია უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.               

სხვა და სხვა დროს მუშაობდა საქართველოს პარლამენტში პარლამენტის აპარატის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის აპარატის წამყვან სპეციალისტად, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სამდივნო უფროსად; საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაციაში იურიდიული  დახმარების ცენტრის კონსტულტანტად, მოგვიანებით  საპარლამენტო მდივნად; საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის თანაშემწედ; საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილედ; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული სამსახურიის იურისტად.

იყო სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიების წევრი.

თანაავტორობით გამოცემული წიგნები: 

  • საკონსტიტუციო-პოლიტიკური რეფორმის პროცესი საქართველოში, 
  • პოლიტიკური ელიტა და ხალხის ხმები'' (თბ., 2005),
  • კონსტიტუციური სამართალი'' (თბილისი, 2005),
  • აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კონსტიტუციები, 
  • წიგნი I (თბ. 2005) _ ავტორთა კოლექტივის ხელმძღვანელი,
თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - დოქტორანტი.