სტუდენტის მენიუ

GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატი რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის (QUANT) განხრით 2014 წელს დავამთავრე. ამავე წელს ჩავირიცხე გაუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე და ვაგრძელებ სწავლას ფინასნების განხრით. ბაკალავრიატზე...

პროფესორები და ლექტორები

1988 წელს რევაზ თევზაძემ ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2003 წელს თბილისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში - სადოქტორო დისერტაცია...

სადაზღვევო კომპანია ალდაგი

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე, საცალო გაყიდვების დეპარტამენტში, სადისტრიბუციო არხების განვითარების განყოფილებაში.

  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის 20;
  • სტაჟირების ვადა: 3-დან 6 თვემდე;
  • სტაჟიორის ანაზღაურება შედგება ბონუსებისგან, გაყიდვების მაჩვენებლის შესაბამისად;
  • სტაჟირების წარმატების გავლის შემთხვევაში სტაჟიორი დასაქმდება ალდაგში, სადისტრიბუციო არხების განვითარების განყოფილებაში. 

ძირითადი მოვალეობები

  • საცალო სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა კომპანიების მოძიება და მათთან მოლაპარაკების წარმართვა;
  • პოტენციური კლიენტებისთვის სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება, პრეზენტაციის ჩატარება და კონსულტაციის გაწევა;
  • სადაზღვევო პოლისების და სხვა დოკუმენტაციის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება. 

აუცილებელი მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ან მე-3 /მე-4 კურსის სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • Microsoft Office პროგრამების (Excel და PowerPoint) ცოდნა 

პიროვნული უნარები

  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ორგანიზებულობა
  • დროის მართვის უნარი
  • სწრაფად სწავლის უნარი 

გთხოვთ, Subjectline–ში მიუთითოთ ,,სტაჟიორი

დეტალური ინფორმაციისათვის GAU-ს სტუდენტები დაგვიკავშირდით: 

ტელ: 2 20 65 20 (312); 2 20 65 20 (314) 
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N303 ოთახი. 

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.