სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე, საცალო გაყიდვების დეპარტამენტში, სადისტრიბუციო არხების განვითარების განყოფილებაში.
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის 20;
- სტაჟირების ვადა: 3-დან 6 თვემდე;
- სტაჟიორის ანაზღაურება შედგება ბონუსებისგან, გაყიდვების მაჩვენებლის შესაბამისად;
- სტაჟირების წარმატების გავლის შემთხვევაში სტაჟიორი დასაქმდება ალდაგში, სადისტრიბუციო არხების განვითარების განყოფილებაში.
ძირითადი მოვალეობები
- საცალო სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა კომპანიების მოძიება და მათთან მოლაპარაკების წარმართვა;
- პოტენციური კლიენტებისთვის სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება, პრეზენტაციის ჩატარება და კონსულტაციის გაწევა;
- სადაზღვევო პოლისების და სხვა დოკუმენტაციის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ან მე-3 /მე-4 კურსის სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- Microsoft Office პროგრამების (Excel და PowerPoint) ცოდნა
პიროვნული უნარები
- გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
- ანალიტიკური აზროვნება
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- ორგანიზებულობა
- დროის მართვის უნარი
- სწრაფად სწავლის უნარი
გთხოვთ, Subjectline–ში მიუთითოთ ,,სტაჟიორი”
დეტალური ინფორმაციისათვის GAU-ს სტუდენტები დაგვიკავშირდით:
ტელ: 2 20 65 20 (312); 2 20 65 20 (314)
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge ;
ადმინისტრაცია - N303 ოთახი.
განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.