GAU-ს კურსდამთავრებულები

პსპ

2013 წელს გავხდი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული, ფინანსების განხრით. GAU-მ მომცა საშუალება მიმეღო საფუძვლიანი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების დარგში. სხვა უნივერსიტეტებისაგან განსხვავებით, GAU-ს უპირატესობა, ამერიკულ სტანდარტებზე...

პროფესორები და ლექტორები

2011 წელს ჩაირიცხა Queen Mary University of London-ის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე და გახდა აღნიშნული უნივერსიტეტის სტიპენდიანტი (100% გრანტით). ლონდონში წარჩინებით დაამთავრა LLM, რომლის ფარგლებშიც გაიარა შემდეგი მოდულები: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო და შედარებითი სოციალური იუსტიცია...

სოლიდარობა ძალადობის მსხვერპლ ქალებს

ადამიანის უფლებათა კვირეულის პირველი დღე GAU-ში ნარინჯისფერი იყო.

2 დეკემბერს 11.00 საათზე ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე GAU-ს სტუდენტებსა და ადმინისტრაციას ტრეფიკინგის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ. 

ფონდის დირექტორმა თამუნა ბარკალაიამ და იურიდიული დეპარამენტის ხელმძღვანელმა ირმა ალადაშვილმა კანონმდებლობაზე, სტატისტიკაზე, თავშესაფრის პრინციპებსა და საინტერესო მაგალითებზე ისაუბრეს. ერთ-ერთმა ბენეფიციარმა კი აუდიტორიას პირადი ნეგატიური გამოცდილება გულწრფელად გაუზიარა. 

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია და ქალთა ძალადობის წინაამღდეგ მიმდინარე კამპანიის ფარგლებში მომზადებული კლიპის ჩვენება. 

სტუდენტებმა სტუმრებისგან საინფორმაციო ბუკლეტები და მაისურები მიიღეს. GAU-ელების მიერ დამზადებული რიბონები კი მთელი დღის განმავლობაში გადადიოდა ხელიდან ხელში და თემის აქტუალიზაციასთან ერთად სოლიდარულ განწყობას ქმნიდა.