GAU-ს კურსდამთავრებულები

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა

ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, როდესაც ჩემი სტუდენტური წლები GAU-ს დავუკავშირე. GAU-ში მიღებული, ცოდნა არის მომავალში კარიერული წინსვლის გარანტი. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) სწორედ ის ადგილია სადაც ყველა პირობაა, შენი პროფესიული...

პროფესორები და ლექტორები

2011 წელს ჩაირიცხა Queen Mary University of London-ის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე და გახდა აღნიშნული უნივერსიტეტის სტიპენდიანტი (100% გრანტით). ლონდონში წარჩინებით დაამთავრა LLM, რომლის ფარგლებშიც გაიარა შემდეგი მოდულები: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო და შედარებითი სოციალური იუსტიცია...

კიბერსივრცის სამართლის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

კიბერსივრცის სამართალი

2012 წლის 23 მარტს შედგა სახელმძღვანელოს - "კიბერსივრცის სამართალი" - პრეზენტაცია. სახელმძღვანელო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის კიბერსამართლისა და უსაფრთხოების სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ფარგლებში მომზადდა.

კიბერ უსაფრთხოების საკითხების მნიშვნელობამ განსაკუთრებით იჩინა თავი რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ნათლად გამოჩნდა კიბერ უსაფრთხოებისა და კიბერ რეგულაციების საკითხების მნიშვნელობა საქართველოს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის. გაუ ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში, სადაც უკვე რამდენიმე წელია ისწავლება კიბერ სამართალი.

გაუ-ს მიერ დაწყებული საქმის მნიშვნელობას საგრძნობლად ზრდის ის გარემოება, რომ სახელმწიფომ დაიწყო კიბერ უსაფრთხოების კონცეფციაზე მუშაობა, რაც ქმნის ამ სფეროს შემდგომი განვითარების წინაპირობას.