GAU-ს კურსდამთავრებულები

ეროვნული ბანკი

ამავდროულად გავხდი ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტში. ამჟამად ვმუშაობ საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტში. ყოველდღიური საქმიანობის წარმატებით შესრულებაში კი სტუდენტობის დროს...

პროფესორები და ლექტორები

1988 წელს რევაზ თევზაძემ ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2003 წელს თბილისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში - სადოქტორო დისერტაცია...

ზვიად გაბისონია

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი
მიმართულება:სამართალი

ზვიად გაბისონია სწავლობდა მიუნჰენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. გაიარა სამეცნიერო სტაჟირება და მიიღო DAAD-ის სამეცნიერო კვლევითი სტიპენდია (მიუნჰენი, გერმანია) ასევე სწავლობდა ბონის უნივერსიტეტში (გერმანია) იურიდიულ ფაკულტეტზე. სამეცნიერო სტაჟირება  გაიარა IZR-ის ფონდის დაფინანსებით. (გერმანია) ის სწავლობდა ასევე ჰამბურგის უნივერსიტეტში. გავლილი აქვს აშშ-ს ,,ღია სამყაროს'' პროგრამა - ,,კანონის უზენაესობა'' და მიღებული აქვს აშშ კონგრესის სტიპენდია(ვაშინგტონი, ატლანტა)
 
ზვიად გაბისონიას მიებული აქვს იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.  დაიცვა დისერტცია თემაზე: ,,საინვესტიციო დავის მონაწილე იურიდიულ პირთა იურისდიქცია'' დაამთავრა ევროკავშირის TEMPUT-ის სტიპენდიით ბრემენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (გერმანია) გაიარა საბანკო-საფინანსო აკადემიის ITVC-ს ტრენინგი ,,საერთაშორისო სამართალი ბანკირებისთვის'' მას განათლება  ასევე მიღებული აქვს: დრეზდენის, გოეთეს ინსტიტუტის უმაღლესი საფეხური – Oberstufe (გერმანია), თბილისის გოეთეს ინსტიტუტი _Grundstufe IV, Mittelstufe I, Mittelstufe II, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალ. ბარამიძის სახელობითი სტიპენდია. ზვიად გაბისონიას გამოქვეყნებული აქვს 25 ნაშრომი.
 
BEARING POINT-ი (აშშ) (პროექტი GEGI, USAID)
 
ფლობს ქართულ, გერმანულ, რუსულ, ინგლისურ ენებს.