ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი
მიმართულება:სამართალი
ზვიად გაბისონია სწავლობდა მიუნჰენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. გაიარა სამეცნიერო სტაჟირება და მიიღო DAAD-ის სამეცნიერო კვლევითი სტიპენდია (მიუნჰენი, გერმანია) ასევე სწავლობდა ბონის უნივერსიტეტში (გერმანია) იურიდიულ ფაკულტეტზე. სამეცნიერო სტაჟირება გაიარა IZR-ის ფონდის დაფინანსებით. (გერმანია) ის სწავლობდა ასევე ჰამბურგის უნივერსიტეტში. გავლილი აქვს აშშ-ს ,,ღია სამყაროს'' პროგრამა - ,,კანონის უზენაესობა'' და მიღებული აქვს აშშ კონგრესის სტიპენდია(ვაშინგტონი, ატლანტა)
ზვიად გაბისონიას მიებული აქვს იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. დაიცვა დისერტცია თემაზე: ,,საინვესტიციო დავის მონაწილე იურიდიულ პირთა იურისდიქცია'' დაამთავრა ევროკავშირის TEMPUT-ის სტიპენდიით ბრემენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (გერმანია) გაიარა საბანკო-საფინანსო აკადემიის ITVC-ს ტრენინგი ,,საერთაშორისო სამართალი ბანკირებისთვის'' მას განათლება ასევე მიღებული აქვს: დრეზდენის, გოეთეს ინსტიტუტის უმაღლესი საფეხური – Oberstufe (გერმანია), თბილისის გოეთეს ინსტიტუტი _Grundstufe IV, Mittelstufe I, Mittelstufe II, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალ. ბარამიძის სახელობითი სტიპენდია. ზვიად გაბისონიას გამოქვეყნებული აქვს 25 ნაშრომი.
BEARING POINT-ი (აშშ) (პროექტი GEGI, USAID)
ფლობს ქართულ, გერმანულ, რუსულ, ინგლისურ ენებს.