GAU-ს კურსდამთავრებულები

თბილისის საქალაქო სასამართლო; ,,კორძაძის საადვოკატო ბიურო''

ჩემი აზრით, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი არის საუკეთესო საქართველოში. ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც გვთავაზობს საერთაშორისო სტანდარტებს, ზრუნავს იმაზე, რომ თითოეულმა მისმა სტუდენტმა მიიღოს მაქსიმალური პროფესიული განათლება და იყოს საუკეთესო საქართველოს ბაზარზე...

პროფესორები და ლექტორები

ნინო მესხიშვილი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტი. არასამთავრობო ორგანიზაცია ALPE (სამართლებრივი განათლების ფონდი). პარალელურად მონაწილეობდა ALPE –ს მიერ განხორციელებულ 2 პროექტში: ''სამართალდამცავ სტრუქტურების რეფორმირების სამოქალაქო მხაედაჭერა” პროგრამის კოორდინატორად და ''ვსწავლობთ დემოკრატიას” პროგრამის ასისტენტი.

თეიმურაზ ტორონჯაძე

ბიზნესის სკოლის დეკანი
სრული პროფესორი

თეიმურაზ ტორონჯაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი და ვ. სტეკლოვის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა ქ. მოსკოვში, იგი არის თსუ-ს ფიზიკა და მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ფიზიკა და მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (ოპონენტები – ა. ნ. შირიაევი, მოსკოვი, ვ. სტეკლოვის მათემატიკის ინსტიტუტი; ვ. ვეფელმეიერი, ზიგენის უნივერსიტეტის პროფესორი, გერმანია; ე. ნადარაია, აკ. წევრ. კორ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

კვალიფიკაცია:

  • ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა: სტოქასტური ანალიზი, სემიმარტინგალების პარამეტრების შეფასების ასიმპტოტური თეორია. რეკურენტული შეფასებები. რობასტული სტატისტიკა, გამოყენებითი სტატისტიკა.
  • ფინანსთა თეორია და სადაზღვევო საქმე: ფინანსური მათემატიკა: წარმოებული ფასიანი ქაღალდების არბიტრაჟული ფასდადების თეორია, ინვესტიციების თეორია, ფინანსური ინჟინერია, საბანკო საქმე და რისკის თეორია.

თემურ ტორონჯაძის პედაგოგიური სამუშაო გამოცდილება მოიცავს:

  • თსუ, მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტი, ალბათობის თეორიის და მათემატიკური სტატისტიკის კათედრა, მიწვეული ლექტორი – ალბათობის თეორიისა და სტატისტიკის კურსები
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გამოყენებითი მათემატიკის კათედრა, მიწვეული პროფესორი – ფინანსური მოდელირების, რისკის თეორიის, წარმოებული ფასიანი ქაღალდების და სხვა კურსები
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გამოყენებითი მათემატიკის კათედრა, კათედრის გამგე – ფინანსური მოდელირების, რისკის თეორიის, წარმოებული ფასიანი ქაღალდების და სხვა კურსები
  • ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტი, ბიზნესის სკოლის დეკანი, სრული პროფესორი – სტატისტიკა, გამოყენებითი მათემატიკა, ფინანსური მათემატიკა, ინვესტიციების თეორია, კორპორაციების ფინანსები, რისკების მართვა, წარმოებული ფასიანი ქაღალდების ბაზრები და სხვა.

თემურ ტორონჯაძეს აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება კვლევით ინსტიტუტებში: 

  • ეკონომიკის ინსტიტუტი, მეცნიერ თანამშრომელი
  • ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი. ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება, წამყვანი მეცნიერ მუშაკი.
  • ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი. ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება, განყოფილების გამგე.
  • ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი. ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.
თემურ ტორონჯაძე არის მრავალი სპეცკურსისა და პროექტის ავტორი მათემატიკის სფეროში, სხვადასხვა წლებში არაერთგზის აქვს მიღებული სოროსის ფონდის, ევრაზიის ფონდისა და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტები. მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ სიმპოზიუმში საქართველოში და საზღვარგარეთ, არის მრავალი სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი.