GAU-ს კურსდამთავრებულები

Williams College

"GAU-ს მთავარ უპირატესობად მივიჩნევ რაოდენობრივი ანალიზის განხრის არსებობას, რაც მოიცავს ისეთი საგნების სწავლის შესაძლებლობას (Fixed income, Investment, Value at Risk…), როგორებიც არ გვხვდება თბილისის სხვა უნივერსიტეტებში..."

პროფესორები და ლექტორები

მზია თოდუამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურისტ-სამართალმცოდნეობის განხრით. 2009 წლის სექტემბრიდან დღემდე არის ქართულ-ამერიკული ინივერსიტეტის დოქტორანტი (სამართალმცოდნეობა)...

GAU-ში TV-ჟურნალისტიკის კურსი შეიქმნა!

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში TV-ჟურნალისტიკის სასერტიფიკატო კურსზე რეგისტრაცია გამოცხადდა.

საუკეთესო კურსდამთავრებულები გაივლიან 1-თვიან სტაჟირებას ტელეკომპანია „იმედში“!

 

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) ნებისმიერ მსურველს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, სამსახურისგან და სწავლისგან მოუწყვეტლად:

  • გაიღრმავოთ ცოდნა ტელეჟურნალისტიკის სფეროში
  • შეიძინოთ და გაიუმჯობესოთ წარმატებული ტელეჟურნალისტისათვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევები
  • გაეცნოთ ინტერვიუირების, თოქშოუს და დებატების წაყვანის პრაქტიკულ მეთოდებს და ინსტრუმენტებს
  • გაივარჯიშოთ სწორი მეტყველებისა და გადმოცემის უნარ-ჩვენები
  • გაიზიაროთ ქართული ტელევიზიების ყველაზე წარამტებული ჟურნალისტების, პროდიუსერების და მენეჯერების გამოცდილება
  • აიმაღლოთ კვალიფიკაცია და მიიღოთ პასუხები თქვენს შეკითხვებზე ამ პროფესიაში ყველაზე წარმატებული ადამიანებისგან

 

კურსის გავლის შედეგად თქვენ მიიღებთ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ტელეჟურნალისტიკის სპეციალური კურსდამთავრებულის სერტიფიკატს, რომელიც მნიშვნელოვანი შენაძენი გახდება თქვენი პროფესიული წარმატებისკენ.

კურსის მონაწილეთათვის ასაკი შეზღუდული არ არის!

 

კურსის ხანგრძლივობაა 7 კვირა (20 ლექცია): 8 აპრილიდან 28 მაისამდე. 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 5 აპრილი!

მეცადინეობა ჩატარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი: 19:00, 21:30

 

კურსის მონაწილეები დაესწრებიან გადაცემების ჩაწერას ტელე-იმედში და რადიო იმედში!

 

კურსზე რეგისტრაციისათვის გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

 

კურსის ღირებულება შეადგენს 550 ლარს.

  • კურსზე მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება ერთი ორგანიზაციიდან/კომპანიიდან ორი ან მეტი აპლიკანტის არსებობის შემთხვევაში.
  • 20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის GAU-ს აქტიურ სტუდენტს, კურსდამთავრებულს და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.

 

ტელეჟურნალისტიკის სპეციალური სასერტიფიკატო კურსის განმავლობაში თქვენთან იმუშავებენ:

ნინო შუბლაძე

ნინო შუბლაძე - ჟურნალისტი, ტელე-წამყვანი

"როგორ კეთდება ახალი ამბები,ნიუსრუმი"

 

გიორგი თარგამაძე

გიორგი თარგამაძე - ჟურნალისტი, ტელე-წამყვანი

"საკვირაო საინფორმაციო-პოლიტიკური პროგრამები"

ნანიკო ხაზარაძე

ნანიკო ხაზარაძე - ტელე-წამყვანი

"დღის ეთერის მართვა"

არჩილ გამზარდია

არჩილ გამზარდია - ტელე-წამყვანი

"პოლიტიკური თოქ-შოუ"

თეა გველესიანი

თეა გველესიანი - ფსიქოლოგი, ეფექტური კომუნიკაციის სპეციალისტი - "ჟურნალისტი, როგორც კომუნიკატორი"

ნოე სულაბერიძე

ნოე სულაბერიძე - პროდიუსერი, ტელე-წამყვანი

"სატელევიზიო პროდუქტის შექმნა,პროდიუსინგი"

ეკატერინე ტოგონიძე

ეკატერინე ტოგონიძე - მწერალი, ტელე-წამყვანი

"ჟურნალისტის მეტყველება და ოსტატობა"

მაკა რაზმაძე

მაკა რაზმაძე - ტელე-წამყვანი

"ინტერვიუ, დებატები, პირდაპირი ეთერის სპეციფიკა"

გიორგი გასვიანი

გიორგი გასვიანი - მსახიობი, ტელე-წამყვანი

"არტისტიზმი და წამყვანის უნარები"

ნინო მეუნარგია

ნინო მეუნარგია - ჟურნალისტი, ტელე-რადიო-წამყვანი

"სენსიტიური თემების ჟურნალისტიკა"

 

კურსზე რეგისტრაციისათვის გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

თამთა ნიშნიანიძე
სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი
მობ: 591 11 22 00
ტელ: 2 20 65 20 (313)
ელ-ფოსტა: tamtanishnianidze@gau.ge

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
თბილისი, მერაბ ალექსიძის ქ. 10