GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი; ქართულ-ამერიკული-უნივერსიტეტი

2006 წელს ჩავირიცხე GAU-ში და ჩავეწერე Quant-ის პროგრამაში. თავიდან გააზრებული არ მქონდა რა ჯგუფში ვეწერებოდი სანამ სწავლის პროცესი არ დაიწყო. უნდა ითქვას, რომ იოლი არ ყოფილა თუმცა არც შეუძლებელი იყო. 60 კაციდან მხოლოდ 16-მა დავასრულეთ ეს პროგრამა და საკმაოდ...

პროფესორები და ლექტორები

არჩილ კაიკაციშვილს დამუშავებული აქვს შემდეგი სახის კვლევითი საკითხები: ,,საქართველოში დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ'', ,,ადვოკატის მოქმედება ექსტრემალურ სიტუაციაში'', ,,ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში'', ,,საზოგადოებრივი ინიციატივის საკითხი'', ,,საქართველოში დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ''...

ნატო ტორონჯაძე

2011 წლის გამოშვება
საკრედიტო განყოფილების უფროსი
სს "თიბისი ლიზინგი"

GAU-ს ბიზნესის სკოლა რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის (QUANT) სპეციალობით დავამთავრე 2011 წლის ივლისში და 2011 წლის სექტემბერში, დაუყოვნებლივ ჩავაბარე მაგისტრატურაში, ისევ GAU-ში, ისევ იმავე სპეციალობაზე.

არ მინდოდა დროის დაკარგვა, რადგან ახლაც ისეთი გრძნობა მაქვს, რომ GAU ის ადგილია, სადაც ექსკლუზიურად, მხოლოდ ერთხელ გეძლევა შანსი ისწავლო ის, რაც ნამდვილად საჭიროა და ის, რასაც თავად გახდი საჭიროდ ქართულ ბაზარზე, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია!

მეორე კურსის დასასრულს გავიარე სტაჟირება "თიბისი ბანკში" და ასევე მის შვილობილ კომპანიებში. "თიბისი ბანკის" ერთერთი ღირსეული შვილობილისგან - "თიბისი ლიზინგი", მივიღე შემოთავაზება და უკვე 3 წელია ამ კომპანიაში ვმუშაობ. ჩემმა აქ ყოფნამ საკმაოდ საინტერესო, დაბრკოლებებით აღსავსე და სწრაფი განვითარება განიცადა პოზიციების შემდეგი მონაცვლეობით: სტაჟიორი, საკრედიტო დეპარტამენტის ასისტენტი, საკრედიტო რისკების მენეჯერი, დღეს კი - საკრედიტო განყოფილების უფროსი.

წინ კიდევ უფრო დიდი გზაა გასავლელი, თუმცა ვიცი, რომ იმ თვისებით, რაც გადაჭარბების გარეშე GAU-მ გამომიმუშავა, არაფერია გადაულახავი. ეს არის სწავლის ტექნიკა, რაც მდგომარეობს ახალ, თავიდან გაუგებარ თემებთან შებრძოლებაში, შიშის დაძლევასა და სითამამეში.

მოკლედ, მომავალო GAU-ს სტუდენტო, შენ არასდროს იქნები გაბღენძილი, თვითკმაყოფილი არსება! ჩემი აზრით, როდესაც შენ GAU-ს დიპლომს ხელში დაიჭერ, გეცოდინება, რომ წინ უამრავი საკითხი გაქვს გადასაჭრელი, გამოსაკვლევი, დასამტკიცებელი, აღმოსაჩენი, დასანერგი... რაც მთავარია, ამ ნაბიჯების განსახორციელებლად შენ ხელთ გექნება ცოდნის მრავალფეროვანი კარების გასაღები...

და რა თქმა უნდა, უნდა გქონდეს სურვილიც! :)