GAU-ს კურსდამთავრებულები

სს „ქართუ ბანკი''

2010 წელს ჩავაბარე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლაში, სწორედ აქედან დაიწყო ჩემი როგორც სტუდენტის ცხოვრება და ამავდროულად პირველი ნაბიჯების გადადგმა პროფესიული განვითარების გზაზე. ოთხი წლის განმავლობაში...

პროფესორები და ლექტორები

2009 წელს გიორგი ასათიანმა ჩააბარა ეურონის უნივერსტეტში (ბარსელონა, ესპანეთი) მაგისტრატურაზე და 2011 წლის იანვარში მიიღო მაგისტრის ხარისხი კორპორაციულ ფინანსებსა და საბანკო საქმიანობაში. 2008 წლიდან კითხულობს ლექციებს ფინანსურ აღრიცხვაში და კორპორაციულ ფინანსებში...

მაია დიასამიძე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი
მიმართულება: საერთაშორისო ურთიერთობები

მაია დიასამიძე პედაგოგიურ მუშაობას ეწევა 2001 წლიდან. ასწავლიდა ინგლისურ ენას დიპლომატიურ აკადემიაში (2001-2010წ.) შავი ზღვის უნივერსიტეტში (2007წ.) ენების დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში (2001-2010წ). 2005 წელს გაიარა ტრენინგი ,,თანამედროვე პედაგოგიური ტექნოლოგიები.'' 2002 წელს მიენიჭა დიპლომატიური აკადემიის ახალგაზრდა თაობის საუკეთესო მასწავლებლის წოდება. 2007 წელს კი დასახელდა წლის საუკეთესო პედაგოგად.
 
მაია დიასამიძემ 1984 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სტუდენტობის პერიოდში იყო გ.წერეთლის სახელობის სტიპენდიანტი. საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ 1994 წელს მიენიჭა ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1999-2001 წელს საქართველოს დიპლომატიურ აკადემიაში ინგლისური ენის სინქრონული კურსის გავლის შემდეგ მიღებულ იქნა დიპლომატიურ აკადემიაში უცხო ენებისა და ქვეყანათმცოდნეობის კათედრაზე ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. 
 
2008-2010 წლებში მუშაობდა დიპლომატიური აკადემიის სასწავლო პროცესის ხელმძღვანელად.
 
გარდა პედაგოგიური მოღვაწეობისა ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობასაც. 1997 წელს მოიპოვა ,,დიდროს სტიპენდია'' და მეცნიერთა გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა პარიზში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სახლის მიწვევით. ჰქონდა საშუალება ემუშავა კათოლიკურ ინსტიტუტში, სორბონის უნივერსიტეტის უმაღლეს სკოლაში (École pratique des Hautes études) და Collège de France-ში.
 
გამოქვეყნებული აქვს სტატიები პერიოდულ გამოცემებში.